x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორია მსოფლიოში ყველაზე დიდი ხე,რომელსაც 500 კვ. მეტრი ფართობი უკავია(ვიდეო)
imageპირანგი გახდა ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ბრაზილიის შტატ რიო-გრანდ-დო-ნორტეში, მას შემდეგ რაც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში ჩაიწერა, რომ აქ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი აკაჟუს ხე .


აკაჟუს ხე, პირანგი, რომელიც იზრდება ბრაზილიის შტატ Rio Grande do Norte-ში, ითვლება ყველაზე დიდ ხედ მსოფლიოში. მისი გარშემოწერილობა დაახლოებით 500 მეტრია და მოიცავს 8400 მ² ფართობს. ლეგენდის თანახმად, მცენარე 1888 წელს ადგილობრივმა მეთევზემ დარგო, იცოცხლა დიდხანს და 93 წლის ასაკში გარდაიცვალა უზარმაზარი გვირგვინების ჩრდილში.


ექსპერტები თვლიან, რომ აკაჟუ სინამდვილეში ათას წელზე მეტი ხნისა, თუ მისი ზრდის თავისებურებებს გავითვალისწინებით.

image


ხე, რომელიც ამ სახეობის 70 ხის ზომისაა, მისი სასწაულებრივი რეალური ზომების ნახვისთვის საჭიროა სპეციალურ სადამკვირვებლო მოედანზე მოხვედრა.

image

ადგილობრივი გიდები ამბობენ, რომ აქ წელიწადში 60 ათასზე მეტი აკაჟუს თხილის ნაყოფი იწარმოება და ამ ადგილზე ყოველწლიურად ასიათასობით ტურისტი მოედინება მთელი ბრაზილიიდან და მსოფლიოს სხვდასხვაა კუთხიდან.


ბევრს აინტერესებს, რატომ გაიზარდა ხე ასეთი დიდი? ეს სავარაუდოდ გამოწვეულია გენეტიკური პათოლოგიით, რომელმაც გამოიწვია ტოტების ზრდას გვერდით და არა ზევით. წონა და სიმძიმე გვირგვინებს მიწისკენ ექაჩება და ნიადაგთან შეხებისას ახალი ფესვები იბადება - ამგვარად მცენარე აგრძელებს განუწყვეტლივ ზრდას. დღეს ფაქტრობრივად შეუძლებელია ძირითადი ფესვის გარჩევა.

image

პირანგი გახდა მთავარი ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა მას შემდეგ, რაც გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ აღიარებული იქნა, როგორც ყველაზე დიდი აკაჟუს ხე მსოფლიოში, რომელიც მოიცავს თითქმის 8500 კვადრატულ მეტრ ფართობს.


გარემოს დაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, აქ ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი მოგზაური მოდის. საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი აკაჟუს ხის ტიტული შესაძლოა მალე სხვა ადგილობრივმა „კონკურენტმა“ დაიკავოს, რომელიც იზრდება პიაუის სანაპიროზე და იკავებს დაახლოებით 8800 კვადრატულ მეტრ ფართობს. თუმცა ეს მაჩვენებელი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა გინესის რეკორდების წიგნში.

0
242
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0