x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ვიდეო წაშალეს
image

პარიზის 2024 წლის გახსნის ცერემონიის ოფიციალური ვიდეო, როგორც ჩანს, წაშლილია ოლიმპიადის ანგარიშიდან, რადგან მაყურებელთა უარყოფითი გამოხმაურება იზრდება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Dailymail-ი წერს.



როგორც გამოცემა იტყობინება, სოციალური მედიის მომხმარებლებმა გაავრცელეს ორგანიზაციის კადრების ე.წ. სკრინშოტი, სადაც ნაჩვენებია ცარიელი ეკრანი წარწერით „ეს ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი".

image


პარალელურად ფანატები აქებენ ლონდონის 2012 წლის XXX ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერმონიალს, რომელიც ქსელში დევს.


ამავდროულად, შოუ ასევე არ ჩანს ოლიმპიადის YouTube არხზე - მიუხედავად იმისა, რომ თამაშები შუქდება როგორც ცერემონიამდე, ასევე მის შემდეგ.


პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ფრანგმა ეპისკოპოსებმა უკმაყოფილება გამოთქვეს პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე "ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებზე", რამაც ზოგიერთი კონსერვატორის განაწყენება და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მიმოხილვები გამოიწვია. ამის შესახებ France 24 წერს.

გახსნაზე შემოთავაზებული იყო "სილამაზის, სიხარულის, მდიდარი ემოციების მშვენიერი მომენტები და საყოველთაო აღიარებაც დაიმსახურა", - ნათქვამია საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის განცხადებაში.

„თუმცა, ეს ცერემონია, სამწუხაროდ, მოიცავდა ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებს, რაზეც ჩვენ ძალიან ვწუხვართ“, - აცხადებენ ეპისკოპოსები.

როგორც France 24 წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეპისკოპოსები არ მიუთითებდნენ კონკრეტულ სცენაზე, პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო სეგმენტი სახელწოდებით "დღესასწაული", რომელიც დაიწყო მაგიდასთან მჯდომარე ჯგუფით, რამდენიმე დრაგ ქუინის მონაწილეობით, რომელიც მოგვაგონებდა საიდუმლო სერობას.

0
154
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0