x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალი შეხვდა თავის ქალიშვილს,რომელიც 50 წლის წინ ბავშვთა სახლში ჩააბარა
image

74 წლის ამერიკელი ქალი შეხვდა თავის ქალიშვილს, რომელიც 50 წლის წინ მიატოვა.




აშშ-ში მცხოვრები ქალი, რომელმაც ორი წლის ქალიშვილი მძიმე ცხოვრებისეული გარემოებების გამო მიატოვა, მას 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ შეხვდა. ამის შესახებ People წერს.


74 წლის დები საზერლენდი 18 წლის იყო, როცა ვიკი გააჩინა. 20 წლის ასაკში მან მიიღო რთული გადაწყვეტილება, დაეტოვებინა ქალიშვილი ბავშვთა სახლში.



„მინდოდა, რომ ის კარგ ოჯახში, სიყვარულით გარემოცვაში გაზრდილიყი. იმ დროს ჩემს ოჯახში სრული ვაკხანალია იყო. დედაჩემს არ უნდოდა მისი დატოვება. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო“, – ასე იხსნებს ხანშიშესული ქალი ნახევარი საუკუნის წინ მომხდარ ამბავს.

image

ვიკი, რომელიც ახლა გვარად სტრებია, საბოლოოდ იშვილა ოჯახმა სენტ-ლუისიდან, მისურის შტატი. მისმა მშვილებელმა მშობლებმა შეინარჩუნეს დედის მიერ დარქმეული სახელი. მათ ასევე გაიგეს, რომ მისი ბიოლოგიური მამა მუსიკოსი იყო და მისი სახელიც კი დაწერეს.


53 წლის ასაკში სტრებმა საბოლოოდ გადაწყვიტა თავისი ბიოლოგიური მშობლების პოვნა. მან გამოიყენა რამდენიმე კომპანიის სერვისები, რომლებიც ეხმარებიან ნათესავების პოვნაში დნმ-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით. თავდაპირველად, სტრებმა შეძლო ოთხი და-ძმის პოვნა მამის მხრიდან და სხვადასხვა ქალისგან .


"ვფქირობდი, "ვინ არის ეს ტიპი? მიკ ჯაგერი? ამდენი ბავშვი?" მაგრამ დედაჩემის მხრიდან არავინ იყო“, - თქვა ამერიკელმა.


თუმცა, მან საბოლოოდ იპოვა ადამიანი, რომელიც გენეტიკურად იყო დაკავშირებული საზერლენდთან და დაუკავშირდა მას. სტრებმა იცოდა, რომ დედამ მიატოვა მძიმე ცხოვრებისეული გარემოებების გამო და დიდი ხნის განმავლობაში არ სურდა მისი შეწუხება. "


"მჯეროდა, რომ დედაჩემს ძალიან ვუყვარდი იმ ორი წლის განმავლობაში და გაიღო უმაღლესი მსხვერპლი, რათა ჩემი ცხოვრება უკეთესი ყოფილიყო”, - აღწერა სტრებმა თავისი გამოცდილება.


ბოლოს დედას მაინც გაუგზავნა წერილი. საზერლენდი ძალიან ბედნიერი იყო, რომ ქალიშვილმა გაიხსენა და მისი ცხოვრება მართლაც ბედნიერად წარიმართა - სტრები გათხოვდა და ორი ქალიშვილი შეეძინა. საზერლენდი ქალიშვილის ოჯახს სენტ-ლუისში შეხვდა. მან აღიარა, რომ ძალიან ღელავდა, რადგან არ იცოდა, როგორ შეხვდებოდნენ მას ახალ შეძენილი ნათესავები. მისი ქმარი მარკი ჩამეხუტა და მე შევხვდი ჩემს შვილიშვილებს. საოცარი იყო“, - თქვა საზერლენდმა.

image

ამის შემდეგ ქალებმა დაიწყეს ურთიერთობა. საზერლენდმა განაცხადა, რომ არ ნანობს გადაწყვეტილებას, რადგან არ ჰყავდა პარტნიორი და დედამისი უკიდურესად ტირანი ქალი იყო. შედეგად, ქალიშვილი მშვენიერ ოჯახში მოხვდა, რომელმაც მას ყველაფერი მისცა, რაც სჭირდებოდა.

0
141
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0