x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138962
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
რა დაემართება თქვენს ორგანიზმს ერთი ვარჯიშის შემდეგ: 6 შესანიშნავი ეფექტი
თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, ღირს თუ არა სავარჯიშო დარბაზში სიარული, ქვემოთ მოცემულ მასალას გაეცანით. მასში დეტალურად აღწერილია, რა ცვლილებები მოხდება თქვენს ორგანიზმში მხოლოდ ერთი ვარჯიშის შემდეგ. წარმოიდგინეთ, რა სასწაულების მოხდენა შეუძლია რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას.



image



სტრესის დონის შემცირება



ფიზიკური ვარჯიში ათავისუფლებს ე.წ. სტრესის ჰორმონს, კორტიზოლს. ამის წყალობით, ადამიანი უფრო მშვიდდება, შფოთვა და ნერვიულობა იკლებს. თუ დაგეგმილი გაქვთ რაიმე ღონისძიება, მაგალითად, საჯარო გამოსვლა ან გამოცდა, გირჩევთ, დილის საათებში სავარჯიშო დარბაზს ეწვიოთ.



image



განწყობის ამაღლება




ტაივანის ჩენგუნის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლაბორატორიულ ვირთხებზე ჩატარებული კვლევებით დაადგინეს, რომ ერთი ვარჯიში (მაგალითად, სირბილი სარბენ ბილიკზე) იწვევს სეროტონინის, დოფამინის და ნორეპინეფრინის დონის მატებას. სწორედ მათ დარეგულირებას ცდილობენ ანტიდეპრესანტებით, რადგან მჭიდრო კავშირშია ადამიანის განწყობასთან.



image



მეხსიერების და ყურადღების გაუმჯობესება



ნეირობიოლოგიის პროფესორმა ვენდი ა. სუზუკიმ აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ერთ ვარჯიშს შეუძლია გაზარდოს აქტივობა პრეფრონტალურ ქერქში, თავის ტვინის უბანში, სადაც განლაგებულია მეხსიერებაზე და ყურადღებაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.



image



რატომ ხდება ეს, ჯერ კიდევ გაურკვეველია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეფრონტალურ ქერქში სისხლის ნაკადის ცვლილებებთან ან რძემჟავას დონის მატებასთან, რომელიც გამოიყენება ვარჯიშის შემდგომ აღდგენისთვის.



შემოქმედებითი აზროვნება უმჯობესდება



კრეატიულობა გამოგადგებათ მრავალი პრობლემის გადაჭრისას, თან მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სფეროში მუშაობთ. კრეატიულობა შეგიძლიათ განავითაროთ სპორტის ნებისმიერი სახეობის დაკავებით. ვარჯიში ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, რის წყალობითაც უმჯობესდება ჰიპოკამპის ფუნქციონირება, ტვინის უბანი, რომელიც მნიშვნელოვანია მეხსიერებისთვის.



image



მომავლის წარმოსახვისას სწორედ ის „ირთვება“, ზოგჯერ უფრო ძლიერ, ვიდრე მოგონებები. მეცნიერები თვლიან, რომ სპორტი შემოქმედებით აზროვნებას ხელს უწყობს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი ვარჯიშის რეჟიმს ცვლის და მუდმივად რაღაც ახალს ცდის. თუმცა ერთჯერადი ფიზიკური აქტივობაც დადებითად აისახება ტვინის აქტივობის ამ ასპექტზე.



დნმ იცვლება



შვედმა მეცნიერებმა ერთხელ აღმოაჩინეს, რომ ზრდასრულებში მხოლოდ რამდენიმე წუთმა ფიზიკურმა აქტივობამ შეცვალა გენეტიკური მასალა მათ კუნთოვან უჯრედებში, თუმცა ძალიან მცირედ. ბუნებრივია, დნმ-ს მშობლებისგან მემკვიდრეობით ვიღებთ, მაგრამ ცხოვრების წესმა და სხვა ბევრმა ფაქტორმა გავლენა შეიძლება მოახდინოს ზოგიერთი გენის ფუნქციონირებაში.



დიაბეტისგან დაცვა



როგორც დნმ-ის უმნიშვნელო ცვლილების შემთხვევაში, კუნთებში ცხიმის მეტაბოლიზმის უმნიშვნელო კორექტირება შეინიშნება მხოლოდ ერთი ვარჯიშის შემდეგ. მაგალითად, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მხოლოდ ერთი კარდიო ვარჯიში ზრდის ცხიმის დაგროვებას, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას. ინსულინის მიმართ დაბალი მგრძნობელობა ან ინსულინრეზისტენტობა შაქრიანი დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია.



image



ასევე დაგაინტერესებთ:

აერობიკა, ჰულაჰუპი, სახტუნელა - 80-იანი წლების საკულტო სპორტული აქტივობები პოპულარობის პიკს დაუბრუნდა

სპორტისა და დიეტის გარეშე - როგორ დავწვათ 100 კალორია მარტივად?

სპორტის 8 სახეობა, რომლის ნულიდან ათვისება ყველაზე ადვილია ნებისმიერ ასაკში

ეფექტურია თუ არა ვარჯიში მხოლოდ შაბათ–კვირას? – რას ამბობენ მეცნიერები

დღეში 5 წუთით ქუსლებზე დავდივარ: თავს კარგად ვგრძნობ და წონაში ვიკლებ


0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
164