x
image
worldsport.ge
მსოფლიო ჩემპიონი ფრირანში (Freerun) რაიან დოილი თბილისში ქართველი ტრეისერებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებს

imageიგი ერთი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფებოდა, სადაც მისი ახალი ვიდეოს გადაღება მიმდინარეობდა. აზერბაიჯანელ ტრეისერებთან ერთად გადაღებაში მონაწილეობა ხუთმა ქართველმა სპორტსმენმაც მიიღო, რომლებიც სპეციალურად რაიან დოილის სანახავად და მის მასტერ-კლასზე დასასწრებლად ჩავიდნენ ბაქოში.
რაიან დოილის ამიერკავკასიის რეგიონში გამოჩენამ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართული პარკურის სამყაროში, რომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ცნობილი სპორტსმენი ერთი დღით თბილისშიც ჩამოსულიყო და რამდენიმე საათით ქართველ ტრეისერებსაც შეხვედროდა.
რაიან დოილის მასტერ-კლასი ქართველი ტრეისერებისთვის 8 აპრილს 17:00-ზე მზიურის პარკში გაიმართება.


www.worldsport.ge

0
132
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0