სხვა სპორტისა და დიეტის გარეშე - როგორ დავწვათ 100 კალორია მარტივად? 5 ივნისი, 18:26 ჭარბი წონის მოშორების მრავალი გზა არსებობს. მაგალითად, სწორი კვება შეგიძლიათ დაიწყოთ, მკაცრი დიეტა დაიცვათ, უარი თქვათ პროდუქტებზე, რომელიც ჩუმად გვმატებს არასასურველ კილოგრამებს, ან ვარჯიში დაიწყოთ. თუ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტი არ გსურთ, არ იდარდოთ: გამოსავალი არსებობს!
უბრალოდ აქტიურად და ხშირად შეასრულეთ ყოველდღიური საქმეები, რომლებიც კალორიებს წვავს. უკან მოხედვას ვერ მოასწრებთ, რომ ზედმეტი კილოგრამები ერთმანეთის მიყოლებით გაქრება! ვახშმის მომზადება დახარჯეთ ვახშმის მომზადებაში 35 წუთი და დაახლოებით 100 კალორიას დაწვავთ. აირჩიეთ რეცეპტი, რომელიც მოითხოვს რამდენიმე ინგრედიენტის დაჭრას. გახსოვდეთ ისიც, რომ მალე სუფრასთან დასხდებით და დახარჯულ ენერგიას შეავსებთ. ძაღლთან ერთად გასეირნება თუ დღეში მინიმუმ 30 წუთი ძაღლს გაასეირნებთ, არა მხოლოდ შინაურ ცხოველს ასიამოვნებთ, არამედ 100 კალორიას დაწვავთ. რაც უფრო დიდხანს ისეირნებთ, მით უკეთესი! ტანსაცმლის დაუთოება ბევრი ადამიანი თვლის, რომ ტანსაცმლის დაუთოება მოსაწყენი და დამღლელი საქმეა. ეს მართალია! იცით, რომ ასეთი აქტივობით 40 წუთში დაახლოებით 100 კალორიას დაწვავთ. სახლის დალაგება 30 წუთიანი სახლის დასუფთავებით 100 ზედმეტ კალორიას მოიშორებთ და ბონუსად მოწესრიგებულ სახლს მიიღებთ. მაღაზიებში სიარული 100 კალორიის დასაწვავად დახლებს შორის 40 წუთი უნდა იაროთ, ამიტომ არ იჩქაროთ და დიდი მაღაზია აირჩიეთ. თუ ყველა პროდუქტს სახლში ფეხით მიიტანთ, რამდენიმე კილოგრამს ნამდვილად დაიკლებთ. ნაძვის ხის დადგმა იმ დროში, სანამ ნაძვის ხეს აფორმებთ ბურთებით, გირლანდებით და სხვა დეკორაციებით, ეს კი დაახლოებით 40 წუთია, თქვენი ორგანიზმი 100 კალორიას მოიშორებს. ერთადერთი მინუსი არის ის, რომ ამ მეთოდის გამოყენება წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ. ამიტომ შანსი არ გაუშვათ. თევზაობა 30 წუთიანი მშვიდი თევზაობა ზედმეტი კალორიების მოშორებაში დაგეხმარებათ. თან დროსაც კარგად გაატარებთ და ყოველდღიურ აურზაურსაც გაექცევით. უბრალოდ დაფიქრდით: მთელი წლის განმავლობაში ამ ქმედებების რეგულარულად გამეორებით 25 კილოგრამამდე ჭარბი წონა შეგიძლიათ დაიკლოთ. არანაირი სპორტი და დიეტა. მართალია, სწრაფი კვების პროდუქტების და ტკბილეულის ჭამა მაინც არ ღირს. 72 შეფასება არ არის |