საზოგადოებრივი ცხენი, თუ ტარანი? – ტროას დაცემის რეალური მიზეზი 24 ივლისი, 8:44 ტროას ცხენის ისტორია, რომლის მეშვეობითაც ოდისევსის 30-მა მეომარმა ტროაში შეღწევა შეძლო (ძვ. წ. აღრ. XIII-XII სს.), მხოლოდ თავდამსხმელების მზაკვრობაზე კი არა, ქალაქის დამცველების გულუბრყვილობაზეც მეტყველებს. ამავდროულად, იყო, თუ არა ცხენი, ისტორიკოსები დღემდე კამათობენ. პირველწყარო და ანალიზიეპიკური პოემა «ენეიდა», რომელშიც მოთხრობილია ტროას ტრაგედიის და ენეის ტროადან იტალიაში მოგზაურობის შესახებ, ძველ რომაელ პოეტს ვერგილიუსს (ძვ. წ. აღრ. 70-21 წწ.) ეკუთვნის. ისტორიკოსების ერთი ნაწილის აზრით, პოემაში აღწერილი მოვლენების შესახებ ინფორმაცია, ავტორმა ძველი, უტყუარი წყაროებიდან მიიღო და ამიტომ, «ენეიდა» მსოფლიო ისტორიაში შევიდა, ხოლო გამოთქმა «ტროას ცხენი» — ეშმაკობის, მოხერხებულობის და მზაკვრობის სიმბოლოდ იქცა. «საჩუქარზე», რომელიც ბერძნებმა, ვითომდა, დამარცხების შემდეგ, ტროას დამცველებს დაუტოვეს, წარწერა იყო: «ძღვენი ათენასთვის». იგივე წარწერა იყო მათ გემებზეც, რომ სახლისკენ მიმავალი გზა უსაფრთხო ყოფილიყო. დავიჯეროთ, თუ არ?უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც ბერძნების ფლოტი ჰორიზონტიდან გაქრა, ტროელებს მათ მიერ დატოვებულ ძღვენი ქალაქში მაშინვე არ შეუტანიათ. მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად, მინიმუმ, რამდენიმე დღე მაინც იქნებოდა საჭირო და იმ შემთხვევაში, თუ მასში მართლაც იყვნენ მეომრები, ძალიან რთულ პირობებში აღმოჩნდებოდნენ. ვიდრე ბერძნები ცხენის «მუცელში» ისხდნენ, ქალაქში მის ბედზე მსჯელობდნენ. მოსახლეობის ერთი ნაწილი თვლიდა, რომ ცხენი უნდა დაეწვათ. მათ შორის იყო წინასწარმეტყველი კასანდრა (ტროას მეფეს პრიამოსის ქალიშვილი), რომელმაც ცხენისკენ გაიშვირა ხელი და განაცხადა, რომ მასში ბერძენი მეომრები იყვნენ. ხოლო, ტროას ქურუმმა ლაოკოონმა შუბი ესროლა ცხენს და მოუწოდა ტროელებს, რომ მტრისთვის არ დაეჯერებინათ. ამ თავყრილობიდან, სულ მალე, ქურუმი და მისი 2 ვაჟი გარდაცვლილები ნახეს. მითოლოგიის თანახმად, ისინი ზღვის გველებმა მოგუდეს.
რომაელი მოგზაური და გეოგრაფი პავსანიასე, რომელიც II ს. ცხოვრობდა, თავის წიგნში «ელადის აღწერა» წერს, რომ ხის კონსტრუქცია რეალურად არსებობდა, მაგრამ ეს საჩუქარი კი არა, ტარანი (სანგრევი იარაღი) იყო, რომელიც ტროელებმა ბერძნებს «წაართვეს» და ქალაქში შეიტანეს. სწორედ მასში იყვნენ დამალულები ბერძენი მეომრები და ისინი ქალაქის დამცველებმა არეულობაში ვერ შენიშნეს. არხის სხვა სიახლეები:* 20 საინტერესო ფაქტი ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ* მათ არ იცოდნენ რა იყო ბორბალი და ქვის ქალაქები ააშენეს?! ზეციდან მოსული ინდიელთა "ღმერთები"* უცხოპლანეტელების მთავარი უძველესი კოსმოდრომი ჩვენს პლანეტაზე* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?237 2-ს მოსწონს
|