პრეზიდენტის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიმა ვერ შეძლო ბუქარესტიდან დაგეგმილ დროს დაბრუნება, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური იუწყება, თვითმფრინავმა იძულებითი დაჯდომა განახორციელა ბუქარესტის აეროდრომზე აფრენიდან 10 წუთში.ლაინერს შასიზე შეექმნა პრობლემები.ეს გადაწყვეტილება "ბოინგის" პილოტებმა მომენტალურად მიიღეს.აეროპორტის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ თვითმფრინავს დათვალიერების დროს ტექნიკური ხარვეზები არ აღმოაჩნდა, ლაინერი ნორმალურ მდგომარეობაშია.პრეზიდენტის დაბრუნება გვიან ღამითაა დაგეგმილი.