პროფილაქტიკა ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი: როგორ ამოვიცნოთ და რა ზომები მივიღოთ სასწრაფოს მოსვლამდე 14 ივლისი, 16:49 როგორ ამოვიცნოთ ინსულტი?
ინსულტი ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელიც ვითარდება თრომბის მიერ არტერიის ბლოკირების გამო, რის შედეგადაც თავის ტვინის ის არეალი, რომელსაც სისხლი აღარ მიეწოდება, იწყებს კვდომას. რაც შეეხება მიოკარდიუმის ინფარქტს, ის გამოწვეულია სისხლის ნაკადის უეცარი შეწყვეტით ერთ ან რამდენიმე არტერიაში, რაც იწვევს გულის ნაწილის კვდომას. ამ დაავადებებით უამრავი ადამიანი იღუპება, ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია წინასწარ ვიცოდეთ, თუ რა სიმპტომები უძღვის ამ მდგომარეობის დადგომას, რომ დროულად მივიღოთ სათანადო ზომები და დაუყოვნებლოვ გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. ინსულტის სიმპტომები თუ ადამიანს მოულოდნელად დაეწყო ეს სიმპტომები: 1-არ შეუძლია ხელის ან ფეხის აწევა 2-არ შეუძლია გაღიმება 3-ცუდად ლაპარაკობს, ენა ებმის ან პირის კუთხე ჩამოვარდნილი, დაშვებული აქვს 4-არ ესმის რას ეუბნებიან 5-კარგავს კოორდინაციას და წონასწორობას აუცილებელია! დაუყოვნებლოვ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება! დააწვინეთ ადამიანი ზურგზე, თავი გვერდით გადმოუტრიალეთ! არ მისცეთ რაიმე წამალი! არ მისცეთ სითხე დასალევად! მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები - ძლიერი კომპრესიული ტკივილი მკერდის უკან, რომელიც მარცხენა მკლავს და მხარს გადაეცემა, ტკივილი ვრცელდება მარცხენა მხარეს, ქვედა ყბაშიც; - შეიძლება იყოს გულძმარვა, მუცლის ტკივილი, ღებინება; - სიმძიმის შეგრძნება, წვა, წნევა მკერდის უკან, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. ტკივილი მატულობს, ახასიათებს ტალღოვანი განმეორება მოსვენების დროს, რასაც თან ახლავს მკვეთრი სისუსტე, შიშის განცდა, გახშირებული გულისცემა, ადამიანს ცივი ოფლი ასხამს. აუცილებელია! დაუყოვნებლოვ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება! მიიღეთ მჯდომარე ან ნახევრად მწოლიარე პოზიცია, მოდუნდით! ჩადეთ ნიტროგლიცერინის ტაბლეტი ენის ქვეშ! მიიღეთ ასპირინის ტაბლეტი, დაღეჭეთ და დალიეთ წყალი! თუ ტკივილი გრძელდება, შეგიძლიათ გაიმეოროთ 10-20 წუთის განმავლობაში ნიტროგლიცერინის მიღება! თუ გაინტერესებთ, დამატებით კიდევ რა ზომების მიღება შეგიძლიათ სასწრაფოს მოსვლამდე, აუცილებლად წაიკითხეთ: ამის წაკითხვაზე დახარჯულმა ორმა წუთმა შესაძლოა მომავალში თქვენი სიცოცხლე იხსნას გულის შეტევის 6 სიმპტომი ქალებში პირველადი დახმარება გულისწასვლის, ინფარქტის, ინსულტისა და ეპილეფსიური შეტევის დროს ამ წერტილზე ზემოქმედების შედეგად დაიწევს მაღალი წნევა და ტკივილი გაქრება შესაძლოა დაგაინტერესოთ: ვიტამინების ნაკლებობის 5 ნიშანი, რომელიც პირდაპირ სახეზე გვაწერია გაიგეთ, გემუქრებათ თუ არა ინფარქტი გულის დაავადებების ნიშნები, რომლებიც გარეგნულად ვლინდება 8 საშიში სიგნალი, რომლებიც გულის პრობლემებზე მიუთითებენ რა არის გულის უკმარისობა და რა უნდა ვიცოდეთ მასზე? 198 შეფასება არ არის
|