x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საიდან ჰქონდათ კოსმოსური ხომალდები და ბირთვული რაკეტები ძველ ინდოეთში?

ისტორია, რომელსაც სახელმძღვანელოები გვიყვებიან, რეალურად, კაცობრიობის ჭეშმარიტ ისტორიასთან კი არ გვაახლოებს – უფრო გვაშორებს. უძველესი კულტურების ხელნაწერები, ინფორმაციას შეიცავს, რომლითაც მთელი ოფიციალური ისტორიის გადაწერაა შესაძლებელი. ასე, მაგ., ინდური სწავლების თანახმად, უძველეს ინდუისტურ ტექსტებში, საუბარია ტექნოლოგიაზე, რომლებიც ჩვენს დროში კი, ფანტასტიკურად ითვლება. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია გონების მეშვეობით, ტრანსპორტის მართვის შესახებ, ლევიტაციაზე, ანტი–გრავიტაციასა და ვარსკვლავთაშორის მფრინავ კოსმოსურ ხომალდებზე, რომლებიც დედამიწას, ძვ. წ. აღრ. დაახლოებით, 4000 წელს ეწვივნენ.


image


შუმერების და ეგვიპტელების გარდა, როგორც ჩანს, ძველი ინდური ცივილიზაციაც ფლობდა მოწინავე ტექნოლოგიებს, რომელიც დაიკარგა. ძველ სანსკრიტულ ხელნაწერებში ნათქვამია, რომ მფრინავი ხომალდები კონტინენტზე, 6000 წელზე მეტი ხნის წინ ჩამოვიდნენ.

დოქ. ვ. რაგჰავანი (1908-1979 წწ.), მეცნიერ–სანსკრიტოლოგი მადრასის უნივერსიტეტიდან (ინდოეთი), ამტკიცებდა, რომ საუკუნოვანი დოკუმენტები სანსკრიტზე ადასტურებს, რომ დედამიწას კოსმოსიდან, უცხოპლანეტელები სტუმრობდნენ.

«ამ უძველესი ჩანაწერების 50 წლიანი კვლევა მარწმუნებს, რომ სხვა პლანეტებზეც არსებობს სიცოცხლე და რომ ისინი, უძველეს დროში, დედამიწაზე ნამდვილად იმყოფებოდნენ», – ამბობდა მეცნიერი.

დოქ. ვ. რაგჰავანმა ასევე აღნიშნა, რომ «ვედების თარგმანებში (წმინდა წერილები), ინდურ ეპოსებსა და სხვა სანსკრიტულ ტექსტებში, შესაძლებელია ბევრი საინტერესო ინფორმაციის წაკითხვა, საფრენი აპარატების და იარაღის შესახებ, რომელიც ნებისმიერი სამეცნიერო–ფანტასტიკური ფილმის შესაფერისი იქნება».

მაგ., «მაჰაბჰარატაში» მოთხრობილია ამბავი ღვთაებრივ სინათლეზე, სხივიან იარაღზე და ასევე, რაღაც ჰიპნოტიკურ მოწყობილობაზე. ხოლო, «რამაიანაში»
დეტალურად არის აღწერილი ვიმანები, ანუ მფრინავი მანქანები, რომლებიც მაღალ სიმაღლეზე «მცოცავი» ვერცხლის და ძლიერი «მიმწოლი» ქარის საშუალებით გადაადგილდებოდა. ეს ე. წ. მფრინავი თეფშების მსგავსი, კოსმოსური ხომალდი იყო, რომლის შესახებ, დღეს მთელ მსოფლიოში საუბრობენ.


image


«ვაიმანიკა შასტრაში» («მეცნიერება აერონავტიკის შესახებ») – უძველეს ინდუისტური ხელნაწერში, საუბარია მოწინავე მექანიზმების წარმოუდგენელ დეტალებზე, რომელიც გონებით იმართებოდა და იქვეა მოცემული სრული ინფორმაცია კოსმოსის, კოსმოსური ხომალდების და ვარსკვლავთშორისი მოგზაურობ შესახებ.

«ვაიმანიკა შასტრაში» ძვ. წ. აღრ. IV ს–ში შეიქმნა, ხოლო 1875 მისი გადაწერა, ინდურ ტაძარში აღმოჩენილი, ძველი ტექსტების გამოყენებით მოხდა. ნაშრომი რვა თავისგან შედგება და მასში სამი ტიპის საფრენი აპარატია აღწერილი, მათ შორის, ისეთი აპარატებიც, რომლის «არც დაწვა და არც გაფუჭება» შეიძლება. გარდა ამისა, ნახსენებია 31 აუცილებელი დეტალი და 16 მასალა, რომელიც ამ აპარატების შესაქმნელად არის საჭირო.

აერონავტიკის ექსპერტი დოქ. ა. კრიშნა მურთი დოქ. ვ. რაგჰავანს ეთანხმება და აღნიშნავს:

«სანსკრიტის ტექსტების შესწავლამ დამარწმუნა, რომ ძველ ინდოეთში მართლაც იცოდნენ მფრინავი აპარატების შექმნის საიდუმლო... და ეს აპარატები, სხვა პლანეტებიდან ჩამოსული, კოსმოსური ხომალდების მიხედვით შეიქმნა».


image


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უძველესი ინდოეთი, მხოლოდ კოსმოსურ ხომალდებს კი არა, მოწინავე იარაღსაც ფლობდა, რომლის შედარება, თანამედროვე ბირთვული რაკეტისთვის შეიძლება.

«მაჰაბჰარატაში» პირდაპირ წერია: «გურხამი, რომელიც თავის სწრაფ და ძლევამოსილ ვიმანაზე დაფრინავდა, სამ ქალაქს, სამყაროს მთელი ძალით დამუხტული, მხოლოდ ერთი ჭურვი სტყორცნა. კვამლისა და ცეცხლის გახურებული სვეტი, ათი ათასი მზის კაშკაშით და მთელი თავისი ბრწყინვალებით აღიმართა. ეს იყო არნახული იარაღი – სიკვდილის გიგანტური მაცნე, რომელმაც ვრიშნის და ანდჰაკის რასა ფერფლად აქცია».

ეჭვი არ არსებობს, აქ საუბარი ატომურ იარაღზეა, რომელმაც აღნიშნული ქალაქების მოსახლეობა გაანადგურა. საბედნიეროდ, დღეს მსგავსი იარაღი არ არსებობს და იმედია, არასდროს შეიქმნება...


image

არხის სხვა სიახლეები:


* არ არის გამორიცხული, რომ მარსზე ადამიანები დღემდე ცხოვრობდნენ...

* სხეული – მხოლოდ გარსია, ხოლო სული... – ტიბეტური «მიცვალებულების წიგნი» სულის შესახებ

* აჭირო მომენტში გადაღებული სახალისო ფოტოები

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
421
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0