x
image
Yoona
Mediator image
გსურთ გამდიდრება? მოიშორეთ ეს ნივთები თქვენი სახლიდან
გასაკვირია, მაგრამ ზოგიერთი ნივთი სიმდიდრეს იგერიებს. ამის გაუცნობიერებლად სახლში ვინახავთ ნივთებს, რომლებიც არ იზიდავს ფინანსურ კეთილდღეობას, არამედ მას გვაშორებს. ამ ნივთებმა სიღარიბე შეიძლება გამოიწვიოს.



image



ძველი ინდური ვასტუს ფილოსოფიის თანახმად, არის რაღაცები, რომელთა სახლში ქონა იწვევს ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას და სიღარიბეს. რა უნდა მოიშოროთ სახლიდან, რომ მოიზიდოთ სიმდიდრე, კეთილდღეობა და წარმატება?


რა არ უნდა იყოს სახლში?



1. მტრედის ბუდე

image


ამბობენ, რომ სახლში მტრედის ბუდის არსებობა იწვევს არასტაბილურობას და სიღარიბეს. თუ მოულოდნელად მტრედმა თქვენს სახლში ბუდის გაკეთება დაიწყო, იფიქრეთ მის სხვა ადგილას გადატანაზე.



2. ფუტკრის სკა

image

ფუტკრის სკა არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის საშიშია, არამედ სახლში უბედურებას და სიღარიბეს იზიდავს. დაუკავშირდით მეფუტკრეს, რათა მოიშოროთ ბუდე თქვენი სახლიდან.



3. ობობას ქსელი

image

ობობას ქსელი ცუდი ამბების და უბედურების მომასწავებელია. დაუყოვნებლივ მოაშორეთ და მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სისუფთავე სახლში.



4. გატეხილი სარკე

image

ვასტუს მიმდევრების აზრით, გატეხილი სარკე არა მხოლოდ სიღარიბის მომტანია, არამედ უარყოფით ენერგიას იზიდავს. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად გატეხილი სარკე გადააგდეთ.



5. ღამურა

image

ითვლება, რომ ღამურა სხვადასხვა დაავადების, ასევე უბედურების, სიღარიბის, სიკვდილის მატარებელია. თუ ცხოვრობთ ისეთ ადგილას, სადაც ღამურები არიან, ყველა ფანჯარა და კარი დახურეთ მზის ჩასვლის შემდეგ. ასე დაუპატიჟებელი სტუმარი სახლში ვერ შემოფრინდება და თავიდან აიცილებთ ავადმყოფობას და უსიამოვნებებს.



6. დაზიანებული კედელი

image

დაზიანებული კედელი არა მხოლოდ უშნოა, არამედ უბედურებას და სიღარიბეს იზიდავს, ამიტომ დროულად შეაკეთეთ.



7. მჟონავი ონკანი

image

მჟონავი ონკანი არა მხოლოდ წამგებიანია კომუნალური გადასახადის თვალსაზრისით, არამედ საშიში სახლისთვის. ასეთ დროს არა მხოლოდ წყალი ჟონავს, არამედ დადებითი ენერგიაც სახლს ტოვებს. დარწმუნდით, რომ სახლში ონკანი არ ჟონავს. თუ შეამჩნევთ, მაშინვე შეაკეთეთ.



8. ტერასა ხარახურით

image

ხშირად აგარაკზე ტერასა ძველი ავეჯის ან ნაგვის შესანახი ადგილი ხდება. ეს კი კარგი არ არის ენერგეტიკული ბალანსის თვალსაზრისით. ჭუჭყიანი ტერასა უარყოფითი ენერგიისთვის იდეალური სივრცეა და სიღარიბეს იზიდავს. ნაგავი და ხარახურა მოიშორეთ.



9. ძველი, დამჭკნარი ყვავილები

image

გამხმარი ყვავილები საცხოვრებელ სივრცეში არ უნდა დატოვოთ. დარწმუნდით, რომ სახლში ახალი ყვავილებია და არა გამხმარი. გამხმარი ყვავილები სიღარიბეს იზიდავს.



10. გამხმარი ფოთლები

image

სახლი გამხმარი ფოთლების შესანახი ადგილი არ არის. ოთახის მცენარეები რეგულარულად გადაჭერით და ყველა გამხმარი ფოთოლი გადაჭერით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიღარიბეს მოიზიდავთ.



11. თავისუფალი სადენები

image

სახლში თავისუფალი სადენები არ უნდა იყოს. თუ რომელიმე ტექნიკა მუშაობას წყვეტს, ან მაშინვე შეაკეთეთ ან სამუდამოდ გადააგდეთ. სადენები არ უნდა დარჩეს უმოქმედოდ სახლში, სადაც ცხოვრობთ!



ასევე დაგაინტერესებთ:

ფულის რიტუალი დარიჩინიანი ყავით ხუთშაბათობით: როგორ მოვამზადოთ და რა ვთქვათ

რატომ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ამულეტად ბედნიერების ღილი

10 ნივთი, რომლებიც სახლის ენერგეტიკას ანადგურებს და წარუმატებლობას იზიდავს

წვრილმანები, რომლებიც სახლში წარმატებას მოგიტანთ და ენერგეტიკას გააუმჯობესებს: მარილის ნათურა, რკო

მეგობარმა სურათი კოლიბრით მაჩუქა: გამიკვირდა, მაგრამ მალე ფინანსური მდგომარეობა გამიუმჯობესდა


0
307
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
307