x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კარგია, რომ ძველ რომში არ ვცხოვრობთ... – კოჰაბიტაცია და დაპირისპირება 2 ბანაკს შორის

კოჰაბიტაცია ფრანგული სიტყვაა (cohabitation) და ქართულად «თანაცხოვრებას» ნიშნავს. ჩვენ ამ პოლიტიკური ტერმინის შესახებ, რამდენიმე წლის წინ გავიგეთ... მაგრამ, ვიდრე ის საერთოდ გაჩნდებოდა, ბევრად უფრო ადრე, პოლიტიკური «თანაცხოვრების» ფაქტს, კაცობრიობის ისტორიაში, ადგილი უკვე ჰქონდა.


image


ძვ. წ. აღრ. 60 წ. რომის რესპუბლიკას სათავეში ტრიუმვირატი ჩაუდგა და მას 3 წარმატებული პოლიტიკოსი და სამხედრო პირი – იულიუს კეისარი, მარკუს კრასუსი და გნეუს პომპეუს მაგნუსი მართავდა. მაგრამ, პართიის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, ძვ. წ. აღრ. 53 წ. კრასუსი დაიღუპა და ტრიუმვირატი დაიშალა.

ამის შემდეგ, იმპერიაში მხოლოდ ორი ადამიანი იყო, ვისაც ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველობაზე შეეძლო პრეტენზია ჰქონოდა. ეს იყო კეისარი, რომელიც იმ დროს, გალიაში იმყოფებოდა და რომში დარჩენილი პომპეუსი. ეს უკანასკნელი, კარგ დროს, კარგ ადგილზე აღმოჩნდა და ყველა სენატორს შეურიგდა და დაუახლოვდა, ვისთანაც ოდესმე უთანხმოება ჰქონია... სენატი კი, ამის შემდეგ სწორედ მას თვლიდა დიქტატორის თანამდებობისთვის შესაფერის ფიგურად. ძვ. წ. აღრ. 52 წ. პომპეუსი რამდენიმე თვე კონსულიც კი იყო, რაც მას განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებდა. თუმცა, ამავდროულად, ის სენატის წინაშეც იყო ანგარიშვალდებული. სენატმა, პომპეუსთან შეთანხმებით, კეისარს მოთხოვნა გაუგზავნა, რომ მას გალიის მმართველის თანამდებობა დაეტოვებინა, ლეგიონი დაეშალა და რომში, კერძო პირის სტატუსით დაბრუნებულიყო.

დაპირისპირებამ ორ გენერალს შორის, მთელი ხმელთაშუა ზღვის სანაპირო მოიცვა და რეგიონი სამოქალაქო ომში (ძვ. წ. აღრ. 49—45 წწ.) ჩაითრია. კეისარსა და პომპეუსს შორის გადამწყვეტი ბრძოლა, ფარსალოსთან, თესალიაში (საბერძნეთი), ძვ. წ. აღრ. 48 წ. ზაფხულში გაიმართა. კეისარმა თავისი ლეგიონით მდ. რუბიკონი გადალახა და ქალაქი აიღო. ხოლო, პომპეუსი ეგვიპტეში გაიქცა. ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა კეისრის მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის და ყველაფერი ძვ. წ. აღრ. 45 წ. ესპანეთში, მუნდას ბრძოლის შემდეგ დასრულდა.

სენატმა კეისარ დიქტატორის სტატუსი მიანიჭა და ის რომის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მაგრამ, რესპუბლიკელმა სენატორებმა, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს, პომპეუსის მხარეს იყვნენ, ხოლო ომის შემდეგ, კეისარმა შეიწყალა და ქვეყნის მართვა მათთან ერთად გააგრძელა, მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს (შეთქმულებაში, 900 კაციანი სენატიდან, 60 ადამიანი მონაწილეობდა). იმის გამო, რომ ცალ–ცალკე არავის უნდოდა, მკვლელი გამხდარიყო, მათ მოილაპარაკეს და ყოველი მათგანი, თუნდაც, ერთ დარტყმას მიაყენებდა კეისარს... ძვ. წ. აღრ. 44 წლის 15 მარტს, კეისარი პირდაპირ პომპეუსის ბიუსტთან მოკლეს.

ითვლება, რომ შეთქმულების სულისჩამდგმელი და მთავარი ორგანიზატორი 2 ადამიანი (ორივე რესპუბლიკური პარტიიდან) – მარკუს ბრუტუსი და გაიუს ლონგინუსი იყო. ანტიკური წყაროების მიხედვით, კეისარი თავდამსხმელებს დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ როდესაც გაშიშვლებული ხანჯლით ბრუტუსი დაინახა, – «შენც, შვილო ჩემო?» (Καὶ σὺ, τέκνον), ბერძნულად წარმოთქვა, თავზე ტოგა გადაიფარა და გაირინდა... ის 23 დარტყმის შემდეგ გარდაიცვალა.

ბრუტუსი, სამოქალაქო ომის დროს, პომპეუსის მხარეს იბრძოდა, ხოლო ამ უკანასკნელის დამარცხების შემდეგ, კეისრის მხარეს გადავიდა. პერსპექტიული ახალგაზრდა, ჯერ გალიის მმართველი გახდა, ხოლო შემდეგ, რომის პრეტორი იყო. როგორც ამბობდნენ, კეისარს მისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის ბრუტუსის მამა იყო.

კეისრის მკვლელობის შემდეგ, მის მომხრეებს (კესარიანელებს) და რესპუბლიკელებს შორის, იმპერიის ზოგიერთ პროვინციაში, დაპირისპირება დაიწყო. ხოლო, იმავე წლის შემოდგომაზე, II ტრიუმვირატი შეიქმნა და სამოქალაქო ომი, უკვე ტრიუმვირატს და რესპუბლიკელებს შორის გაჩაღდა, რომელიც 2 წელს გაგრძელდა და ტრიუმვირატის გამარჯვებით დასრულდა. ხოლო, ბრუტუსმა დამარცხების შემდეგ, თავი მოიკლა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* პირველი ადამიანები დედამიწაზე და გლობალური კატასტროფა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

* პარადოქსული ბაყაყი და სხვა უცნაური ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

* გამოცანა ვაშლებზე – უმრავლესობა ვერ ხსნის (პასუხი აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
176
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0