x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136041
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
პარადოქსული ბაყაყი და სხვა უცნაური ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

ფაუნის წარმომადგენლებს ისევე შეუძლიათ ჩვენი გაკვირვება, როგორც ადამიანებს. და მათაც ისევე, როგორც ჩვენ, აქვთ გრძნობები, ემოციები და უცნაური თავისებურებები.


1. პარადოქსული ბაყაყის თავკომბალა უფრო დიდია, ვიდრე ბაყაყიimage


პარადოქსული ბაყაყი – ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უჩვეულო წარმომადგენელია. მისი პარადოქსულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბაყაყის თავკომბალა, თავად ბაყაყზე რამდენჯერმე დიდია. თუ მაგ., ზრდასრული ბაყაყის სიგრძე 6 სმ-ი, თავკომბალების პერიოდში, მისი სიგრძე 25 სმ. იქნებოდა. ზრდასთან ერთად, თავკომბალა თანდათან პატარავდება და ბაყაყისთვის დამახასიათებელ ზომას იღებს. ამ უჩვეულო ბაყაყის გავრცელების არეალი სამხ. ამერიკა არის.


2. ერთად დაბადებულ დათუნიებს, შეიძლება, ერთი დედა და სხვადასხვა მამა ჰყავდეთ


3. პატარა კოალებს ხველის საწინააღმდეგო წამლის სუნი აქვთimage


კოალები ევკალიპტის ტყეებში ბინადრობენ. ისინი ხეებზე ცხოვრობენ – იქ ჭამენ, სძინავთ და მრავლდებიან. ეს ცხოველები დიდი ნაყოფიერებით არ გამოირჩევიან. ახალდაბადებული კოალა 15-18 მმ-ია, ხოლო მასა – 5, 5 გრ. შეადგენს და რომ არა ძლიერი ევკალიპტის სუნი, ეს ცხოველები დიდი ხნის წინ გადაშენდებოდნენ. მტაცებლები მათ სწორედ ამ სუნის გამო არ ემტერებიან.
კოალას მეორენაირად ევკალიპტის დათვებსაც უწოდებენ, რადგან ისინი ევკალიპტის ფოთლებით იკვებებიან. ამ მცენარის ფოთლები ეთერზეთს შეიცავს, რომელსაც მძაფრი სუნი და ანტიბაქტერიული თვისება აქვს. გარდა ამისა, ევკალიპტში დიდი რაოდენობით არის ფიტონციდებიც. ამ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების რაოდენობის მიხედვით, ევკალიპტი ყველა ცნობილ მცენარეს უსწრებს. სწორედ ფიტონციდების არსებობა გახდა, უძველეს დროში, ლეგენდის გაჩენის მიზეზი, რომლის მიხედვით, ევკალიპტს შეუძლია ჰაერის გაწმენდა და დეზინფიცირება. ხოლო დღეს, მეცნიერები და ექიმები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს, საუკეთესო შედეგს ნატურალური ანტიბიოტიკები იძლევა, რომლებსაც მცენარეები გამოიმუშავებენ. სწორედ ამიტომ, შეიცავს ხველების წამლები (ტაბლეტები და სითხე) ევკალიპტის ეთერზეთებს.


4. ცხენირემი რქებზე ბუზის დაჯდომას გრძნობს


5. ნამგალებს ჰაერში სძინავთimage


ეს ფრინველები ყველა ბუნებრივ მოთხოვნილებას ჰაერში იკმაყოფილებენ (ძალიან მოკლე და სუსტი ფეხები აქვთ, აფრენა უჭირთ და ხშირ შემთხვევაში, ღამეს ჰაერში ატარებენ), მათ შორის, ძილითაც ჰაერში იძინებენ. მზის ჩასვლის დროს, ისინი ძალიან დიდ სიმაღლეზე ადიან, ფრთებს შლიან, ჰაერში ლივლივს იწყებენ და იძინებენ. ხოლო გამთენიისას, ქვემოთ ჩამოდიან, მიწასთან უფრო ახლოს.


6. ძაღლი კუდს სხვადასხვა მიმართულებით აქიცინებსimage


თუ ძაღლი ბედნიერია და რაღაცა უხარია, ის კუდს მარჯვენა მხარეს აქიცინებს. ხოლო თუ ნაწყენია – მარცხენა მხარეს.


7. ჩოქელებს ყური უკანა კიდურებს შორის აქვთ

image

8. რვაფეხას ცისფერი სისხლი აქვსimage


რვაფეხას, ასევე ობობებს, მდინარის კიბოებს და მორიელებს ცისფერი სისხლი აქვთ. მათ სისხლში, რკინის შემცველი, ჰემოგლობინის ნაცვლად, სპილენძიანი ჰემოციანინი არის. სწორედ სპილენძი აძლევს სისხლს მოლურჯო ელფერს.


9. ზვიგენი, ამობრუნების შემთხვევაში, ტრანსში ვარდება


10. კუებიც ტირიან...image


ქვიშიან სანაპიროებზე, ხშირად შეიძლება თვალცრემლიანი კუს ნახვა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას რამე აწუხებს და ემოციებს ასე გამოხატავს. უბრალოდ, ამ ხერხით, ის თვალში ჩაცვენილ ქვიშას იცილებს.


11. სპილოს ხტუნვა არ შეუძლია


12. პატარა ბეჰემოთები ბაღში დადიანimage


დედა ბეჰემოთი სადილზე წასვლის წინ, თავის პატარას ძიძას უტოვებს. ბეჰემოთების ყველა ჯოგში არსებობს ერთგვარი საბავშვო ბაღი, სადაც დედა ბეჰემოთები იკრიბებიან, თავიანთ შვილებთან ერთად. ბეჰემოთი – ძალიან მზრუნველი ცხოველი არის და ვიდრე შვილს მცირე დროით დატოვებს, აუცილებლად რწმუნდება, რომ მის პატარას ყურადღებას სხვა ბეჰემოთები მიაქცევენ.



image

არხის სხვა სიახლეები:


* ხანგრძლივი სიცოცხლის "ელექსირი", რომელიც კნავის და კრუტუნებს

* იდუმალი ცივილიზაცია, რომელმაც დასაბამი ამერიკის უძველეს ცივილიზაციებს მისცა

* გამოცანა ვაშლებზე – უმრავლესობა ვერ ხსნის (პასუხი აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
297
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0