x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სკამი ცარიელი არ იყო – მასზე ღმერთი იჯდა (იგავი)

გოგონამ მღვდელს სთხოვა, რომ მოსულიყო და ავადმყოფი, მწოლიარე მამის ჯანმრთელობისთვის ელოცა. ოთახში შესულმა მღვდელმა, საწოლთან სკამი დაინახა და გაიფიქრა, რომ მისი მისვლისთვის მოემზადნენ.
– მე მელოდებოდით? – ჰკითხა მოხუცს მღვდელმა.
– არა, თქვენ ვინ ხარ? – ჰკითხა მას ავადმყოფმა.
– მე – მღვდელი. თქვენმა ქალიშვილმა მომიწვია, რომ თქვენთან ერთად, ჯანმრთელობისთვის ვილოცო. როცა საწოლის გვერდით, ცარიელი სკამი დავინახე, ვივარაუდე, რომ ჩემი ვიზიტის შესახებ იცოდით.


image


– ა, სკამი?.. – თქვა მოხუცმა.

მან ხმას დაუწია და გააგრძელა:

– ამის შესახებ არავისთვის მითქვამს… მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ეკლესიაში დავდიოდი და გამუდმებით მესმოდა, რომ ყოველთვის უნდა ვილოცოთ, რადგან ლოცვა, ადამიანს ბევრს აძლევს და გულს უთბობს. მაგრამ ყველა ლოცვა, ერთ ყურში შემდიოდა და მეორიდან გამოდიოდა. იმის მიუხედავად, რომ ღმერთის მწამდა, სიტყვებს ვერ ვიმახსოვრებდი, ალბათ იმიტომ, რომ შინაგანად ვერ ვგრძნობდი, ან ვერ ვაცნობიერებდი ლოცვის ძალას. შემდეგ კი, ლოცვა შევწყვიტე, რადგან როდესაც ვკითხულობდი, სულ სხვა რამეებზე მეფიქრებოდა... არც ისე მნიშვნელოვანზე, მაგრამ... თითქოს ლოცვას გულს ვერ ვუდებდი და თავში სულ სხვა აზრები მიტრიალებდა... და მხოლოდ ორიოდე წლის წინ, ერთმა კარგმა მეგობარმა მითხრა, რომ ლოცვა – უბრალოდ, ღმერთთან საუბარია და მეტი არაფერი.

მან მირჩია, – ერთ სკამზე მე დავმჯდარიყავი, ხოლო მეორეზე, წარმომედგინა, რომ იესო ქრისტე იჯდა. მან ხომ თქვა:
«მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა».

მე მისთვის, ყველაფერი უნდა მეთქვა, რაც მაღელვებდა და შემდეგ, ყურადღებით მომესმინა...

ვცადე... და ისე მომეწონა, რომ ყოველდღიურად, 2–2 საათის მანძილზე, უფალს ვესაუბრებოდი. მაგრამ ისე, რომ ქალიშვილს არ დაენახა და შეშლილად არ ჩავეთვალე.

მღვდელმა გაიხარა ავადმყოფის გამო, ურჩია, რომ უფალთან საუბარი არ შეეწყვიტა. შემდეგ, მასთან ერთად ილოცა, მოხუცი დალოცა და წავიდა.

ამ შემთხვევიდან, რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ წავიდა გოგონა ეკლესიაში და მღვდელს უთხრა, რომ მისი მამა გარდაიცვალა.

– როგორ წავიდა? – ჰკითხა მას მღვდელმა.
– დღის 2 საათი იყო, როდესაც მამამ საწოლთან მიხმო. მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი და შუბლზე მაკოცა. მაღაზიაში წავედი, ხოლო როდესაც დავბრუნდი, გარდაცვლილი დამხვდა.

მაგრამ, მომეჩვენა, რომ მის სიკვდილში, რაღაც უცნაური იყო... ბოლო წუთს, როგორც ჩანს, მან ძალები მოიკრიბა, ბალიშს მოსწყდა, სკამისკენ გადაიხარა, რომელიც საწოლის გვერდით იდგა და თავი მასზე დადო. მეც სწორედ ამ მდგომარეობაში ვნახე. როგორ ფიქრობთ, ეს რას უნდა ნიშნავდეს?

– ღმერთმა ქნას, ყველას ასე წავიდეს, – უპასუხა მღვდელმა და თან თვალიდან ცრემლი მოიწმინდა. – ის სკამი ცარიელი არ იყო!


პოსტსკრიპტის ნაცვლად: ერთდროულად ორი ადამიანი – გარდაცვლილის ქალიშვილი და მღვდელი – ნამდვილი სასწაულის მოწმე გახდა. რადგან მიხვდნენ, რომ სინამდვილეში, სკამი ცარიელი არ იყო! მასზე თავად ღმერთი იჯდა... სწორედ მის მუხლებზე ჩამოდო თავი, სიკვდილის წინ, მოხუცმა და საკუთარ სიკვდილს მშვიდად, უდრტვინველად შეხვდა.

როგორც მღვდელმა აღნიშნა, ღმერთმა ქნას, რომ ყველას ასე წავიდეს...


image

არხის სხვა სიახლეები:


* პირველი ადამიანები დედამიწაზე და გლობალური კატასტროფა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

* პარადოქსული ბაყაყი და სხვა უცნაური ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

* გამოცანა ვაშლებზე – უმრავლესობა ვერ ხსნის (პასუხი აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
394
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0