x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ღვთის სასამართლო ანუ ვინ დაიმკვიდრებს ადგილს სასუფეველში

ღვთის სასამართლო

მოკვდა ადამიანი და მოხვდა ღვთის სასამართლოზე. დიდი ხნის მანძილზე უყურებდა მას გაოგნებული ღმერთი და საეჭვოდ დუმდა. ვერ მოითმინა ადამიანმა და ჰკითხა:
— უფალო ჩემს ხვედრზე რას იტყვი? რატომ დუმხარ? მე ხომ დავიმსახურე ღვთის სასუფეველი. მე ძალიან ვცდილობდი! — ღირსების გრძნობის განცდით, განაცხადა ადამიანმა.
— როდიდან არის, — გაუკვირდა ღმერთს, — რომ ცდა დამსახურებაში ითვლება?
— მე ნორმალური არაფერი მცმია, — ჯიუტად აგრძელებდა ადამიანი — ქატოსა და ხმელ ბარდას ვჭამდი, არაფერი დამილევია, წყლის გარდა, ქალს არ გავკარებივარ. ჩემს ორგანიზმს მუდმივი მარხვით ვაუძლურებდი და სულ ვლოცულობდი…
— მერე რა? — შეაწყვეტინა ღმერთმა. — მე ვიცი, რომ იტანჯებოდი — მაგრამ, რისთვის იტანჯებოდი?
— შენი სახელის სადიდებლად, — არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა კაცმა.
— ძალიან კარგი სახელი კი გამომივიდა! — მწუხარებით გაიღიმა ღმერთმა. — ესე იგი, მე ხალხს ვაშიმშილებ, ვაიძულებ ძონძებში იარონ და სიყვარულის სიხარულს ვართმევ?
ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა… ღმერთი ისევ ჩაფიქრებული იჯდა და ადამიანს უყურებდა.
— და მაინც, რა იქნება ჩემი ხვედრი? — გაახსენა თავი ადამიანმა.
— ვიტანჯებოდიო, ამბობ, — ჩუმად ჩაილაპარაკა ღმერთმა. — როგორ აგიხსნა, რომ გაიგო… აი, მაგალითად, დურგალი, აქ შენს მოსვლამდე რომ იყო, მთელი ცხოვრების მანძილზე, ხალხისთვის სახლებს აშენებდა. ის სულ მუშაობდა, სიცხეში, სიცივეში. ხან შიმშილობდა კიდეც და ხშირად, ჩაქუჩსაც ირტყავდა თითებში და ამის გამო იტანჯებოდა. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, სახლის მშენებლობას აგრძელებდა და გაწეული შრომის ანაზღაურებასაც იღებდა. შენ კი, გამოდის მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაქუჩს ირტყავდი თითებში. — ღმერთი რამდენიმე წამს გაჩუმდა… — მერედა, სახლი სად არის? სახლი სად არის, შენ გეკითხები!!!

7
1679
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1679
  
2018, 6 ნოემბერი, 23:00
სრულიად გეთანხმებით
2018, 6 ნოემბერი, 21:44
დიახ, ცხოვრებას და ტანჯვას აზრი უნდა ჰქონდეს - რაიმე სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს, შედეგი უნდა ჩანდეს, რომელიც ადამიანს ტანჯვა -წვალების მიუხედავად - კმაყოფილებს მოუტანს! ..თორემ უაზრო ტანჯვა -ვაება ან კაცს რაში სჭირდება, ან თავად უფალს?
2017, 10 დეკემბერი, 19:12
ლალი მაგარი სტატიაა
2015, 18 სექტემბერი, 11:18
მადლობა თქვენ, ასეთი კომენტარისთვის.
2015, 18 სექტემბერი, 10:59
მშვენიერიააა... ამ დილით კარგი რამ წავიკითხე. ეს უამრავჯერ მაქვს წაკითხული და ყოველთვის ვფიქრობ ტანჯვა მხოლოდ ღმერთის წინაშე არ არის მართალი. ტანჯვას შედეგი უნდა ჰქონდეს სასიკეთო შენთვისაც და სხვისთვისაც, ადამიანობის წინაშე უნდა იყო გამართლებული, რომ ღმერთს მიმართო შენდობისთვის. მადლობთ ავტორო! ხშირხშირად რომ შეგვახსენოთ ეს შეგონებანი, დღევანდელივით მესიამოვნება.
2015, 17 სექტემბერი, 14:14
მადლობა
2015, 16 სექტემბერი, 23:50
ლალი
0 1 7