x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შვილის მოკვლაზე მიღებული კურთხევა

image


ერთხელ მოძღვართან ერთი ოჯახური წყვილი მივიდა.
— მამაო, — ამბობს ცოლი, — მე ბავშვს ველოდები, ჩვენ კი უკვე ისედაც გვყვავს 4 შვილი; მეხუთეც თუ გაჩნდება — ჩვენი ოჯახი ვეღარ გაუძლებს. კურთხევა მოგვეცით ბავშვის მოცილებაზე.
— ვხედავ, თქვენი ცხოვრება მარტივი არ არის, — უპასუხა მოძღვარმა, — რას ვიზავ, კურთხევას გაძლევთ, რომ საკუთარი შვილი მოკლათ. მაგრამ, უფროსი ქალიშვილი მოკალით, ის ხომ უკვე 15 წლის არის: მან უკვე იცხოვრა ამ ქვეყანაზე, რაღაც-რაღაცეები უკვე ნახა, ხოლო მაგ პაწიას მზის სხივიც კი არ უნახავს. უსამართლობა იქნება, რომ მას ამის საშუალება არ მიეცეს.
ამის მოსმენის შემდეგ, შეძრწუნებულმა ქალმა სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა.


ცოდვა


image
ორი ადამიანი მოძღვართან მიდის აღსარებაზე.
პირველმა ერთი დიდი ცოდვა ჩაიდინა და აი, ის მიდის, თავმდაბლად ფიქრობს, თუ როგორ უნდა მოახერხოს თავისი ცოდვის აღიარება.
ხოლო მეორე მიდის და ფიქრობს: აი, ამ ადამიანს დიდი ცოდვა აქვს ჩადენილი. მე კი, მივდივარ, მაგრამ ჩემი წვრილ-წვრილი ცოდვები, ამის ცოდვასთან რა მოსატანია? სათქმელადაც კი არა ღირს.
მივიდნენ ორივენი ეკლესიაში. მოუსმინა მათ მოძღვარმა და მას, ვინც ერთი დიდი ცოდვა ჩაიდინა, ერთი დიდი ქვის მიტანა დაავალა. ხოლო მეორეს – 100 პატარა ქვის. და როდესაც ქვები მიიტანეს, მოძღვარმა უთხრა: «ახლა კი, ეს ქვები იქ დააბრუნეთ, საიდანაც აიღეთო».
ასი ქვის დაბრუნება ადგილზე, ბევრად უფრო რთულია...
ეს იგავი კი, იმაზე არის, რომ არ არსებობს პატარა, უმნიშვნელო ცოდვა და რომ ცოდვა, თავისი არსით – ყოველთვის წესრიგის დარღვევა არის.


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* ბედი და ბედისწერის «მექანიზმი». შემთხვევით არაფერი ხდება...
* ცხოვრების ინსტრუქცია (ორი იგავი)
* თუ გიყვართ, გაუშვით...
* ზარი ღმერთისგან
* იგავი სამოთხეში შესვლაზე
* ღვთის სასამართლო ანუ ვინ დაიმკვიდრებს ადგილს სასუფეველში

0
270
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0