x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20 საინტერესო ფაქტი ბიბლიის შესახებ

ბიბლია — საოცარი წიგნი, თუნდაც იმიტომ არის, რომ 2000 წელზე მეტი ხნის მანძილზე, ის კაცობრიობის ყველაზე მოთხოვნადი ნაწარმოები იყო და მის მიმართ ინტერესი, დღემდე გრძელდება.


image


1. ბიბლია — ყველაზე პოპულარული წიგნია მსოფლიოში.

2. წმინდა წერილის ტექსტზე, ძვ. წ. აღრ. XV წლიდან – ახ. წ. აღრ. I ს. ის ჩათვლით, ანუ 1600 წლის მანძილზე, 40 ადამიანზე მეტი მუშაობდა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს არც კი იცნობდნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მასში განსაკუთრებული შეუსაბამობა, ან შეუსატყვისობა არ არის.

3. სიტყვა «ბიბლია» ლათინური — «biblia»–დან მოდის, რაც თარგმანში, «წიგნს» ნიშნავს, ანუ მას სახელი არა აქვს.

4. 2019 წლის მონაცემებით, ბიბლია ნაწილობრივ, ან სრულად, მსოფლიო ხალხების 3 384 ენაზეა ხელმისაწვდომი.

5. ბიბლია, ყველა დროის, ყველაზე გაყიდვად წიგნად ითვლება. მისი მთლიანი გაყიდვები, 5 მილიარდ ეგზემპლარს აღემატება.

6. საბეჭდი სტამბების გამოგონება და გაუმჯობესებაც, ძირითადად, ბიბლიის გამოცემის სურვილს უკავშირდებოდა.

7. მსოფლიოში, ბიბლიის ყველაზე დიდი მომწოდებელი — ჩინეთია.

8. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ იესო არასოდეს თვლიდა თავს ახალი რელიგიის ფუძემდებლად. მას, უბრალოდ, იუდაიზმის რეფორმა უნდოდა.


image


9. ბიბლიაზე ფიცის დადების ტრადიცია, თავად ბიბლიაში აღწერილ კანონებს ეწინააღმდეგება.

10. სახლში ბიბლიის შენახვა, ისევე როგორც სამხრეთ კორეული ფილმების ყურება, ან პორნოგრაფიის გავრცელება, ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით ისჯება.

11. ბიბლია ისააკ ნიუტონის უდიდესი გატაცება იყო. ის უფრო მეტს წერდა რელიგიაზე, ვიდრე ფიზიკაზე.

12. ბიბლია არ აღწერს იესოს გარეგნობას. მისი გამოსახულება გამოგონილია.

13. ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ ახალშობილ იესოს ძღვენი სამმა მოგვმა მიუტანა. ძღვენი მართლაც 3 იყო: ოქრო, გუნდრუკი და მური. მაგრამ, მოგვი, შეიძლება, მეტიც ყოფილიყო.


image


14. ბიბლიაში მოვლენები 3 სხვადასხვა კონტინენტზე: ევროპაში, აფრიკასა და აზიაში ვითარდება.

15. არსებობს «იუდას სახარება», რომელიც ბიბლიაში არ არის შესული. მასში ნათქვამია, რომ იუდა, იესოს ერთ–ერთი მოსწავლე იყო და მისი სწავლება, მან სრულად გაიგო... ხოლო, იესო იმიტომ გასცა, რომ ამის შესახებ თავად სთხოვა.

16. ძველი აღთქმის ტექსტები შეიცავს წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ასობით წლის შემდეგ ახდა. ასევე არის წინასწარმეტყველებები ახალ აღთქმაში და ბევრი მათგანი, ასევე უკვე შესრულდა, რაც წმინდა წერილის ღვთაებრიობაზე მიუთითებს.

17. ერთადერთი ქვეყანა, რომლის დროშაზე ბიბლიაა — დომინიკელთა რესპუბლიკაა. ამ ქვეყნის დროშაზე გამოსახულია გერბი და მის ცენტრში — ბიბლია.


image


18. ბიბლიის თანახმად, ცისარტყელა გარკვეული მიზეზით გაჩნდა. ეს ატმოსფერული ფენომენი გახდა სიმბოლო, ღმერთსა და ნოეს ოჯახს შორის დადებული აღთქმისა, იმის შესახებ, რომ კაცობრიობა, წარღვნის შედეგად, აღარასოდეს განადგურდება.

19. ბიბლიომანტია მკითხაობის ფორმაა. საინტერესო კითხვაზე პასუხის მისაღებად, წიგნს შეკითხვას უსვამენ, შემდეგ მას ალალბედზე შლიან და პასუხს პოულობენ.

20. სამართალდამცავების თქმით, ბიბლიას სხვა წიგნებთან შედარებით, უფრო ხშირად იპარავენ.



image

არხის სხვა სიახლეები:


* ნაკლებად ცნობილი ფაქტები ადამიანის სხეულის შესახებ, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან

* "დიდი" – საინტერესო ფაქტები ფილმის გადაღების ისტორიიდან

* 5 ფაქტი იულიუს კეისრის პირადი ცხოვრებიდან, რომელსაც მეცნიერები ჩიხში მიჰყავს

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
776
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
776
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0