x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რა ,,დავაი'', ბიჭო, შენ ხო არა გგონია, ეს ბიჭები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ?!"-გელა ზედელაშვილი

image

ჟურნალისტი და ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი ზოგიერთი მედიის და კერძო პირების მიერ აგორებულ უსუსურ ფეიკს ირონიულ-სატირული პოსტით ეხმაურება, სადაც თითქოს სპორტულმა კომენტატორმა დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივძივაძეს სცენაზე გადულაპარაკა, "შენ არ გამოდიხარო".


რას გადაეკიდეთ ამ დიმა ობოლაძეს?
????
ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ ათქმევინაო. ვერ გავიგე, უნდა ეთქმევინებინა და... თუ უნდა ეთქმევინებინა, რატომ უნდა ეთქმევინებინა?
ბოლო-ბოლო, რატომ ხედავთ ყველაფერში შარსა და ხათაბალას? ბუდუ ზივზივაძის მამამ თქო, არაო, დიმას ტყუილად ლანძღავთ, ეგრე არ იყო-ვო. თვითონ ბუდუმაც თქო, ეგრე არ იყო-ვო. ვიღაცებმა დაწერეს, ბუდუს ვკითხეთ და ეგრე არა ყოფილაო.
აი, მეც დავფიქრდი, გავაანალიზე, თავი გადავაქნიე, მერე გადმოვაქნიე და გეუბნებით - ეგრე არა ყოფილა!
????
სხვათა შორის, მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ევროპიულ ვირზე შემჯდარს, დიმა ობოლაძესთან სულ სხვა “ფრითენზია'' მაქვს. არ ვიცი, შეიძლება თქვენც შეამჩნიეთ, მაგრამ გაატარეთ, მე კი ვერ გავატარებ, რადგან უდიდესი პატრიოტი გახლავართ.
დიმიტრი ობოლაძემ ვიღაცას ორჯერ უთხრა, “დავაიო''.
დიახ, მიკროფონში ორჯერ გაისმა - “დავაიო''!
მოგეხსენებათ, “დავაი'' არის რუსული სიტყვა, ხოლო რუსეთი არის ოკუპანტი, შესაბამისად, ობოლაძე არის რუსეთუმე!
რა “დავაი'', ბიჭო, შენ ხო არა გგონია, ეს ბიჭები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ?
არა, იქნებ გგონია და ფეხბურთელების გვარებისა არ იყოს, ისიც დაგავიწყდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა?!
????
დღეს თუ ჩვენ “დავაი'' გაპატიეთ, ხვალ “ბლ@ადსაც'' იტყვი და ზეგ კიდე “ნა ხ@ისაც''!
იიიიი... ეგრე სად არი?
შენ გინდა დაგვაჯერო, რომ “დავაიზე'' შემომჯდარი შიგ ევროპაში მიდიხარ?!
????
გაფრთხილება: მიუხედავად იმისა, რომ დიმას ორჯერ წამოსცდა - “დავაიო'', მე მაინც ვხუმრობ.
რაც შეეხება ბუდუს... შეეშვით, აგორაოს ბურთი, თუ რამეს გააკეთებს, არავინ დაჩაგრავს... რას ამბობთ, საქართველოში ვინც დასაჩაგრია და ციხეში გამოსაკეტი, იმათ არაფერს ეუბნებიან და ეს ბუდუ პოლიტიკური თვალსაზრისით ვის დაჰკარგვია? ნუ ტენით ტიპს იმ ფუღუროში, სადაც სრული უპერსპექტივობაა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ “ჟოპოზიციურ'' ფლანგს.
????✊
ეგ არი, დაიშალეთ, მეპურეებმა პური გამოაცხეთ, მებურთავებმა კიდე ბურთები აგორავეთ."-წერს ზედელაშვილი.
4
739
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
739
  
საქმე ის არის რო არც სხვებს სჯერათ,ასე რომ იყოს,ერთი ნიუსი მაინც იქნებოდა,რაც შეგვატყობინებდა რო 26 მარტის მერე ქართული კლუბი იყიდა ვიღაც ფულიანმა ბიძამ და იქ დიდ ინვესტირებას აპირებს. სამაგიეროდ,იყო ნიუსი და შეტყობინება მოიდა,ქართველმა იყიდა ინგლისის დაბალი ლიგის გუნდი. ერთი ფაქტი მაინც დამისახელეთ,რითაც შემომედავებით და ქართული ფეხბურთი ადგას აღმავლობის გზას. ინტერის და იუვეს აკადემიების გახნსა არაფერ შუაშია აქ,კვარას დამსახურება არის ეგ და არა იმის რო ქართული ფეხბურთი წინ მიდის. თან ესეც არაფერია,თვით ბარსელონას ქონდა შეთანხმება ლოკომოტივთან და მერე? ერთი ჭანტურია მახსოვს ლა მასიაში(ბარსელონას აკადემია) და ისიც ისე დაიკარგა,როგორც გაზაფხულის თოვლი.
ეს სიგიჟე კი,რაც ამ ერთი თვის განმავლობაში მიდის,უნდა დასრულდეს,არც ეგეთი მაგარი ნაკრები გვყავს. მესმის რო ეიფორიაშია ერი და თან ისეთი ხალხი აქტიურობს,რომლებმაც არაფერი იციან ამ სპორტში და აგერ გუშინ,მოედნების გადახვნას ითხოვდნენ. დებილი აქ არავინ არის,შედეგი დამყარებული იყო დებიუტანტის ეფექტზე და არა საფეხბურთო კანონზომეირებაზე. ჩვენთვისვე უკეთესი იქნება თუ ამას გავიაზრებთ,თორე ერთი კარგი დანარცხება არ აგვცდება. იგივე გუნდი იყო,იგივე შემადგენლობით და მწვრთნელით,5 გუნდია ჯგუფში საპატიო მეოთხე ადგილი დავკავეთ და იქ ვჭამეთ სირცხვილი. 7-1 წაგებას არ ვგულისხმობ,ფეხბურთია და იქ ასეთი ანგარიშები ხდება. მაგალითად,ჰოლანდიური სიტორიული გუნდი ფეინოორდი შერცხვა პსვ ეინდჰოვენთან და წააგო 10-0,გადაუარა და არ დაინდო პსვმ. მეორე წრეში კი,ჩემპიონობა დააკრგვინა პსვს და აიაქსს უჯიგრა,2-1 მოიგო ფეინორდმა. მე სხვა რამეზე ვსაუბრობ,ნორვეგიასთან ვაგებთ და მთელი მეორე ტაიმი დაცვაში ვიჯექით მაინც. იმათი მწვრთნელი გამოYლევდა,მსგავსი რამე არასოდეს უნახია. არიან გუნდები,რომელებიც აგებენ 1-0 და დაცვაში დგანან,იჭერენ ამ ანგარიშს 75-80 წუთამდე და მერე მიდიან წინ,მარა ჩვენ ეგეც არ გაგვიკეთებია,ცენტრს იქეთ გადასვლა გვეზარებოდა. აი,ეს მწვრთნელი და ეს გუნდი არასრულ ერთ წელში გახდა მაგარი? ოკ,ღმერთმა ხელი მოგიმართოთ,მარა მე არ მჯერა მაგის
რაც შეეხება ბუდუს და მის გამო აგორებულ სიგიჟეს,ეგ ბიჭი მაგარ შარში აღმოჩნდა. დიდი ალბათობით,არც ნაცების მხარდამჭერია და არც ლიბერდებილი,ერთი კომენტარი გააკეთა და აიყვანეს ცამდე,თითქოს მართლა რამე იყოს. როგორც ბევრი,გახდა პროპაგანდის მსხვერპლი და ალარუჩულ განონს იყვირა,მორჩა და გათავდა ამბავი. როგორი ბანძი უნდა იყო ადამიანი რო ფიქრობდე,ბუდუ გამოგადგება პოლიტიკურ საქმიანობაში,მარა გნაცებს რას გაუგებ,ეგეთები დაფასებული ხალხია იქ. გუშინ ყველას ფეხებზე ეკიდა ეს ბიჭი(ახლაც კიდიათ) და ეხლა გახადეს გმირი,არც გმირია და არც მართლა მაგარი ფეხბურთელი. შეხედეთ მის ასაკს,უნგრულ კლუბებში სკამს ხეხავდა,მერე იაშვილმა მოაწყო კარსრუეში და რაღაცას ახერხებს. კარსრუე არის მეორე ბუნდესლიგაში სტაბილურად მოთამაშე გუნდი,რომელსაც ახლო მომავალში პირველ ბუნდესლიგაში თამაშის პერსპექტივა არ აქვს. და თუ ისე მოხვდა რო ავიდნენ,ბუდუს მსგავსი ფეხბურთელები იქ არ დასჭირდებათ. ბუდუ ვერც სხვა ქვეყნის პირველ ლიგებში გაქაჩავს(საქართველოს და აზრბაიჯანის გარდა),პირველი ლიგის გუნდებს სხვა მოთხოვნები აქვს და სხვა მიზნები. მსოფლიოში მილიონობით ფეხბურთელია,თუმცა მათგან საუკეთესოები თამაშობენ ტოპ ჩემპიონატებში. ბუდუს თავისი შედეგებით ქვილითაია ჯობია,მართალია კვიპროსში,მარა მაინც პირველი ლიგის გუნდში თამაშობს და საკმაოდ ბევრ გოლსაც იტანს,ბოლო გუნდს საერთოდ კაპიტნობდა. ამიტომაც არ გინდათ ეს უაზრო საუბრები იმაზე რო ვიღაც იჩაგრება,ეგეთი რამე არ ხდება. მიკაუტაძე უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელია,სერენში იყო და ბომბარდირი გახდა,მეცში საუკეთესო იყო და აიაქსშიც მოასწრო ვარჯიში. მართალია ნახევარმცველად ათამაშებდნენ,მარა მაინც აიაქი იყო. ახლა კი,წეწვა გლეჯვა აქვთ ატეხილი საფრანგეთის გუნდებს,მონაკო და ლიონი ისტორიული გუნდები არიან,პსჟ განსხვავებით ისტორიული გუნდები არიან. საუბარი არის სოტონის ვარიანტზე და ეპლზე,თუმცა იქ დარჩენას ვურჩევდი.დავითაშვილი საერთოდ სენტეტიენს სურს,ბევრმა ისიც არ იცის რა გუნდია ეს სენეტიენი,არადა 10 გზის ჩემპიონია საფრანგეთის.
და შენ რა უნდა გააკეთო ზედელ? მოდით,ჯერ თქვენ დაიშალეთ და ყველამ თავისი საქმე აკეთოს,მერე მოსთხოვეთ სხვას იგივე. რა გინდა თქვა რო ყაველაშვილი კანონშემოქმედებით საქმიანობაში გაწაფულია და მისი საქმეა? გავიხსენოთ,რა ხდებოდა წარსულში მიშა ყაველაშვილის თავს: ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა,დელეგატებმა აირჩიეს(დელეგატები ცალკე საუბრის თემაა,ცალკე პროფესიონალთა გუნდია) და რო უნდა გაეფორმებინათ პრეზიდენტად,აღმოაჩინეს რო უმაღლესი განათლება სჭირდებოდა,რაც არ ქონდა და წამოვიდა. მერე 2 წელში კი,პარლამენტში აირჩიეს,ეს ცალკე ცირკია. ფედერაცია მაინც სხვა დონის ორგანიზაციაა,უცხოელებთან კავშირი აქვს და ვერ იზავ ისე რო უდიპლომო სასიძო დანიშნო,მარა პარლამენტი ყველას ფეხებზე კიდია,ფული შესწირა ქოცებს და სულ კიდიათ მისი განათლება,არც უცხოელები წაუპეპლავდნენ ტვინს,ხოდა ასე მოხვდა პარალამენტში. ისმის კითხვა,თუ მეპურემ პური უნდა აცხოს,მეეზოვემ უნდა დაგვას უბნები,მაშინ მიშიკომ რა უნდა გააკეთოს,რა არის მისი საქმე? არც კობიაშვილი გახლავთ იმ პალოდის ჩიტი,ვისაც რამე გაეგება პარლამენტარიზმის,მარა კი არის ორ თანამდებობაზე.
0 1 4