x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ იყო სტალინი უკმაყოფილო ნიურნბერგის პროცესის შედეგებით?

ნაცისტური დამნაშავეების მომავალ ბედზე მსჯელობისას, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი უ. ჩერჩილი დაჟინებით მოითხოვდა სიკვდილით დასჯას, ყოველგვარი გამოძიების და სასამართლოს გარეშე. სტალინი კი, კანონის შესაბამისად მოქმედების მომხრე იყო. შედეგად, საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა გადაწყდა. თუმცა, ნაცისტი პოლიტიკოსების და სამხედრო პირების მხოლოდ მცირე ნაწილი გაასამართლეს. გარდა ამისა, დაუსჯელები დარჩნენ ბიზნესმენებს, რომლებმაც ჰიტლერი ხელისუფლებაში მოიყვანეს და მასთან, ომის პერიოდშიც თანამშრომლობდნენ.


თავისუფლება დუმილის სანაცვლოდ


გერმანიის ბიზნეს–ელიტიდან, სამხედრო დამნაშავეებთან ერთად, განსასჯელთა სკამზე გერმანიის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და რაიხსბანკის პრეზიდენტი ჰიალმარ შახტი აღმოჩნდა. ნიურნბერგის სასამართლო პროცესების მსვლელობისას, მან საუბარი სპონსორობაზე დაიწყო, რომლებიც ჰიტლერს წლების მანძილზე ეხმარებოდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკული ინდუსტრიული გიგანტების Ford-ის და General Motors-ის ხელმძღვანელები, ბრიტანული ბანკის მმართველი ნორმან მონტაგუ და ა. შ. დასავლელმა მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ გააფორმეს მასთან გარიგება და საბჭოთა წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, დუმილის სანაცვლოდ, გაათავისუფლეს.


image1933 წლის ზამთარში, სწორედ ჰიალმარ შახტმა მოაწყო შეხვედრა ადოლფ ჰიტლერსა და გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებს შორის


გერმანულ ბიზნეს–ელიტასთან შეხვედრაზე, ახლად გამომცხვარმა კანცლერმა, საათ ნახევრის მანძილზე, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაზე და კომუნისტური საფრთხის შესახებ ისაუბრა. და კიდევ იმაზე, რომ ქვეყანაში წესრიგის დამყარება, მხოლოდ ნაცისტურ პარტიას შეეძლო. როდესაც მან, სამხედრო გაძლიერების გზით, გერმანიის ეკონომიკური აღორძინების შესახებ გამოაცხადა, შეკრებილმა ბიზნესმენებმა სკეპტიციზმი, მისადმი სიმპათიით შეცვალეს. მათ, სამხედრო შეკვეთების ხარჯზე, ზე მოგების მიღების შესაძლებლობა მაშინვე დაინახეს... და იმავე დღეს, ნაცისტების ხაზინაში ორ მილიონზე მეტი რაიხსმარკა ჩაირიცხა.


საერთო ხედვაზე დამყარებული პარტნიორობა


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰიტლერს მხარს, მხოლოდ გერმანული კომპანიების მფლობელები კი არა, უცხოელებიც უჭერდნენ. ისინი ვერმახტს, ყველა საჭირო პროდუქციით უზრუნველყოფდნენ, იარაღით და ტექნიკით ამარაგებდნენ, რომლითაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანი მოკლეს.


imageინგვარ კამპრადი, თავისივე დაფუძნებული კომპანიის ფასადის ფონზე


კომპანია IKEA–ს დამფუძნებელი, ნაციზმის იდეებით განიმსჭვალა და პროფაშისტურ ორგანიზაციას შეუერთდა. მან თანამოაზრე ნაცისტებთან კონტაქტი, 1950-იანი წლების დასაწყისამდე შეინარჩუნა. ხოლო, როდესაც მისი მიმოწერა, ერთ-ერთ ნაცისტთან, შემთხვევით "ამოტივტივდა", მან საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო, საჯაროდ დაიწყო მონანიება...


imageამერიკელები Nestle–ს სვამდნენ, ხოლო ვერმახტის ჯარისკაცები მაგის ბულიონებს, ნესტლეს შვილობილი კომპანიისგან


კომპანია Nestle–მ იმდენი მოახერხა, რომ საკუთარი პროდუქციით, როგორც მოკავშირეებს, ისე ვერმახტს ამარაგებდა. მხოლოდ სტიკერები იყო განსხვავებული...


imageფრანგული კოსმეტიკური კომპანიის – L'Oreal–ს დამფუძნებელი ეჟენ შულერი ჰიტლერის აქტიური მხარდამჭერი იყო


როდესაც ნაცისტებმა საფრანგეთის ოკუპაცია მოახდინეს, შულერის ბიზნესმა "აყვავება" დაიწყო. მან წინდახედულობა გამოიჩინა და ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლების ფინანსური დახმარება დაიწყო. ამიტომ, ბიზნესის გაგრძელება ომის შემდეგაც შეძლო.


imageSS–ის ყოფილი ოფიცერი ოტო ბაისჰაიმი – Metro–ს დამფუძნებელი


ოტო ბაისჰაიმი SS–ის დივიზიონში მსახურობდა და მისი კურატორი პირადად ჰიტლერი იყო. ომის შემდეგ, მან მაღაზიათა ქსელი Metro Cash & Carry–ი დააარსა, რომელიც მსოფლიოს სავაჭრო კომპანიების პირველ ხუთეულში შევიდა. ითვლება, რომ მას ფინანსური დახმარება SS საძმომ გაუწია.


imageგერმანული სამხედრო ფორმების ნიმუშები Hugo Boss-ისგან


ჰუგო ბოსი ნაცისტურ ორგანიზაციაში გასული საუკუნის 30-იან წლებში შევიდა. ამის წყალობით, მან სამხედრო ფორმების შეკერვის შეკვეთები მიიღო. მის საწარმოებში ტანსაცმელი, როგორც SS–ის განყოფილებებისათვის, ისე ვერმახტის რიგითი ჯარისკაცებისთვის იკერებოდა. ომის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბოსს ჯარიმის სახით, 80 ათასი მარკი გადახდა დაეკისრა.


ომი ბიზნესს ვერ შეაფერხებს...


ჰიტლერის ყველაზე დიდი სპონსორები კი, ოკეანის გადაღმელი მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. მაგ., 30–იან წლებში, ამერიკული ბანკი JPM მორგანი ნაცისტებს მრავალმილიონიანი კრედიტის მიღებაში დაეხმარა.



imageჰენრი ფორდი ნაცისტებისგან უმაღლეს ჯილდოს იღებს


ფორდის სატვირთო ავტომობილები, ამ სახის ტრანსპორტზე, ვერმახტის მოთხოვნილების მესამედს უზრუნველყოფდნენ. კომპანიის გერმანულ ქარხნებში, ომის დროს, სამხედრო და საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეები მუშაობდნენ.

კომპანია Kodak–ი, თავის გერმანულ საწარმოებში, ვერმახტისთვის, დეტონატორებს, ასაფეთქებელ და სხვა საომარ პროდუქციას აწარმოებდა.

და ბოლოს, ნაცისტები მთელი ომის პერიოდში, "ფანტას" სვამდნენ, რომელიც კომპანია კოკა–კოლას ქარხნებში იწარმოებოდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* სიკვდილი – სიცოცხლის დასასრული კი არა, მხოლოდ გადასვლის წერტილია

* ატლანტების კვალი – მტკიცებულება, რომ დედამიწაზე 90 000 წლის წინ მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არსებობდა

* კოღოებისგან თავის დაცვის მარტივი ხერხები და საინტერესო ფაქტები ამ აბეზარა და მავნე მწერის შესახებ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



17
274
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
274
  
10 ივლისი, 20:48
არც მე ვარ სტალინთან რაიმე კავშირში, წყაროები, რომ დამიდეთ. :))
10 ივლისი, 19:21
რა შუაშია სტალინთან რაც მოხდა 2008-ში
10 ივლისი, 19:20
წაკითხული და ნანახი მაქვს ეს ყველაფერი და რა ამით?
პოლიტიკა იცვლება, პოლიტიკოსობა ლავირების ხელოვნებაა.
მეტსაც გეტყვით 2008 წელს ომის თავიდან არიდება შეგვეძლო, იარაღის ჟღარუნი, რომ არ დაგვეწყო.
ყველა არ გეტყვით ამას, მე არაერთხელ ვიყავი სამაჩაბლოში და აფხაზეთში 2008 წლის ომამდე. ყოველთვის ვერიდებოდი ამ თემაზე საჯაროდ რაიმეს დაწერას, სანამ გენერალმა გუჯარ ყურაშვილმა არ ილაპარაკა ამაზე საჯაროდ ვიდეოში იაგო ხვიჩიასთან ან მისი თქმა რად მინდა, როცა მიშა ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილის ბოლოს აპირებდა აფხაზეთში შეჭრას და ამისათვის ყველა ნიუანსი გათვლილი გვქონდა, რადგან სამხედროს მოვალეობაა მთავარსარდლის ბრძანებას დაემორჩილოს.
რომ არა აშშ-ს სპეც წარმომადგენლის გაგიჟება, შევდიოდით აფხაზეთში და წარმოდგენა თუ გაქვთ ამას რა მოჰყვებოდა?
ყველა მტკიცებულება მაქვს თემაზე, რომელზეც ვსაუბრობ.
თქვენ გგონიათ მართლა ვითომ ამბოხების გამო დაშალეს გორის ცალკეული სატანკო ბატალიონი, რომელიც მუხროვანში იყო ომის მერე დისლოცირებული? (((
ამ ბატალიონის ჯავშანკოლონას უნდა გაერღვია სეპარატისტების დროებითი თავდაცვითი ზღუდეები, ქვეით ბრიგადებს გაშლის და დასახლებების დაკავება, რომ შესძლებოდათ.
რუქაც ხელთ მაქვს, რომელიც მობილურით გადავიღე, რადგან ვიცოდი ამ ავანტიურას რაც მოყვებოდა და ალიბი მჭირდებოდა თავის დასაზღვევად.
ჩემი ნება, რომ იყოს მიშას სამუდამოზე გავუშვებდი, მაქვს საამისოდ ყველა მტკიცებულება და საბაბი ასე ვილაპარაკო.
სხვისთვის დასამტკიცებელს მე ნუ მიმტკიცებ მაჩაბელო.
10 ივლისი, 19:01
https://www.rbth.com/history/332746-how-ussr-helped-germany ესეც მომზადებაზე
10 ივლისი, 18:54
https://www.historyhit.com/what-was-the-nazi-soviet-pact-and-how-did-it-affect-poland/ აჰა ინგლისური წყარო პოლონეთზე
10 ივლისი, 18:53
ადამიანო, 39-ში ომის დაწყების მერეც ამარაგებდა ეგ ნაძირალა სტაილინი ფაშისტებს, პოლონეთი დაიპყრეს ორივემ ერთად და ერთდროულად. კატინში 20 000 ოფიცერი დახვრიტა და ფაშისტებს დააბრალა და ჰუგო ბოსი რომ ომამდე ფორმას უკერავდა და ვიღაც სესხს რომ აძლევდა ის გჯერათ და ღია ფაქტებს აუგნორებთ, სხვა რა ჰქვია აბა მაგას
10 ივლისი, 18:46
დაიცა, დაიცა. მე ვარ გაჟღენთილი პროპაგანდით? :)))
რუსულ წყაროს მიდებ შე კარგი მამის გაზრდილო და მე ვარ რუსული პროპაგანდით გაჟღენთილი? )))
10 ივლისი, 18:41
მოიცა კაცო, საყვარელი და ძვირფასი სტალინი ომის წინა დღეებამდე რომ ამარაგებდა ჰიტლერს ეგ ჰიტლერთან კავშირი არ არის ჰო? სტატიის ავტორს რაც შეეხება: გაჟღენთილი ხართ პროპაგანდით და იმიტომ აქვს ტოპ-5 სისულელეებს რასაც აქვეყნებს
10 ივლისი, 17:55
1933 წელს დაიხურა ის სკოლა, 1933 წელს შეიქმნა ნაცისტური პარტია, გამოდის ჰიტლერთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა ვერსალის ხელშეკრულებას.

თან მე, მთელი ცხოვრება სეპარატისტებთან და რუსებთან ნაბრძოლს კი არ უნდა მიმტკიცო რამე, ავტორს უნდა დაუმტკიცო საპირისპირო. სხვათაშორის ამ სტატიის ავტორი, იმდენად პოპულარულია მკითხველებში მუდმივად ტოპ-5-ს წარმოადგენს.
9 ივლისი, 17:02
თქვენი პროპაგანდაც კი ვეღარ მალავს მაგას რაც მე დავწერე, აჰა ლინკი https://www.bbc.com/russian/russia/2009/08/090731_ussr_germany_pact_history
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10