სხვა ცხოველთა სამეფო, როგორიც ჯერ არ გინახავთ: რბოლა, ბრძოლა და სინაზე 23 ივნისი, 22:19 ეს თვალწარმტაცი სურათები აღბეჭდავს ცხოველების ცხოვრებას ველურ ბუნებაში. ნამუშევრების ავტორია სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფი ვიმ ვან დენ ჰევერი, რომელმაც ეს ფოტოები გადაიღო მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს. სხვა ადგილებთან ერთად, ვან დენ ჰევერმა მოინახულა იაპონია, ბოტსვანა და შპიცბერგენი.
„ველური ბუნება და ფოტოგრაფია ჩემთვის ყოველთვის მხარდამხარ მიდიოდა. მე და ჩემი ძმა გავიზარდეთ ფოტოაპარატით ხელში, მამასთან ერთად ბუნებას ვიღებდით. ჩვენთვის ფოტოგრაფია არ არის ჰობი, არამედ ცხოვრების წესი“ - ამბობს ფოტოგრაფი. ავაზა იჭერს გაზელს „განსაკუთრებით მომწონს დიდ კატებთან მუშაობა. ეს მტაცებლები ძლიერი, თავდაჯერებული, ნამდვილი გადარჩენის მანქანები არიან. ყველაფერი, რასაც აკეთებენ, გათვლილია და აზრი აქვს“. ვიმმა შექმნა კომპანია ODP Safaris, რომელიც სპეციალიზებულია ფოტომოგზაურობაზე ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში. „გარეულ ცხოველებთან მუშაობისას არასდროს მიგვრძვნია შიში. მაშინაც კი, როცა მუცელზე ვწევარ გიგანტური სპილოს წინ, თავს მშვიდად ვგრძნობ“ - ამბობს ფოტოგრაფი. გაურკვეველია, ეს ორი პოლარული დათვი ჩხუბობენ თუ თამაშობენ სპილოები წითელი ცის საოცარ ფონზე დელფინები ტალღებზე თამაშობენ არწივების ჩხუბი ლომი უჩვეულო როლში - როგორც ჩანს, ნადავლს უპირატესობა აქვს სელაპი რვაფეხით მარტორქა და მისი ანარეკლი სპილო მტვერში ბანაობს კუზა ვეშაპი ლომი ჯიქი სპილო და მისი ანარეკლი სპლიყვი ტალახში ჩავარდა, მაგრამ არის ის, ვინც დაეხმარება სარწყულებელი ზებრა თითქოს პოზირებს დელფინი ლომი ბრძოლა ლომი ასევე დაგაინტერესებთ: 14 იშვიათი სახეობის ცხოველი, რომელთაგან პლანეტაზე 100–ზე ნაკლები ინდივიდია დარჩენილი სელფი ზვიგენთან: უშიშარი მყვინთავი ეგზოტიკურ ზღვის არსებებთან ფოტოებს იღებს ისინი მის გარეშე მოკვდებიან: მამაკაცი ყოველდღე მწყურვალე ველურ ცხოველებს წყალს უზიდავს “ცხოველთა მომთვინიერებელი”: ირლანდიელი ფოტოგრაფის კაშკაშა სელფები ცხოველებთან ერთად 15 იმდენად იშვიათი ცხოველი, რომ მათი არსებობის დაჯერებაც კი გაგიჭირდებათ 443 1-ს მოსწონს |