საზოგადოებრივი ეგვიპტეში უცხოპლანეტელი მუმია აღმოაჩინეს, რომელიც ფარაონის მრჩეველი იყო 26 ივნისი, 8:41 ბოლო ინფორმაციით, ჩეხმა არქეოლოგმა და პენსილვანიის უნივერსიტეტის გადამდგარმა პროფესორმა ვიქტორ ლუბეკმა, წარსულში აღმოჩენილი არტეფაქტი ხელახლა აღმოაჩინა. მუმიის ფოტო, Rose al-Youssef–ში გამოქვეყნებული სტატიიდან მას ხელში ინფორმაცია ჩაუვარდა, რომლის მიხედვით, ეგვიპტის დიდ პირამიდაში, ახლად აღმოჩენილ ოთახის კვლევისას, მუმია აღმოაჩინეს, რომელიც უცხო პლანეტელის გარეგნობის, კარგად შენახულ, ადამიანის მაგვარ არსებას წარმოადგენდა. ის საგულდაგულოდ იყო შეფუთული და სხვა, უცნაურ ნივთთან ერთად, ბროლის ყუთში დაკონსერვებული. სარკოფაგზე კი ეწერა, რომ ის ფარაონის* მრჩეველი და ძალიან მნიშვნელოვანი არსება იყო, რომელსაც ოშინეტი ერქვა (რაც "ვარსკვლავს", ან "ზეციურ მაცნეს" ნიშნავს). ამ არსების ისტორიამ, დიდი ინტერესი გამოიწვია თავად ეგვიპტეში, როდესაც ის 2000 წ. არაბულ პოლიტიკურ ჟურნალში – Rose al-Youssef–ში გამოაქვეყნეს. სამწუხაროდ, უკვე ხსენებული ინფორმაციის გარდა, პროფესორმა სხვა მტკიცებულებების მოძიება, ან ხსენებული მუმიის კვალის მიგნება ვერ შეძლო და ვერც იმ ადამიანებთან შეძლო გასაუბრება, ვინც იმ დროს ექსპედიციაში მონაწილეობდა. ასე, რომ, ახლა რამის მტკიცება რთულია. ხან, სენსაციური აღმოჩენის შესახებ, ინფორმაციის გამოქვეყნება, სპონტანურად ხდება. შემდეგ კი, როდესაც ინფორმაცია იმ ადამიანამდე აღწევს, "ვისაც ჯერ არს" – ყველაფერი იბლოკება, მტკიცებულებები კი ქრება... შესაძლოა, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა! როგორც ძველი ეგვიპტის კულტურული მემკვიდრეობის მცველი და კოლექციონერი ზაჰი ჰავასი ამბობს, ეს უცხოპლანეტელის კი არა, ბავშვის მუმია იყო, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. მაგრამ, მეცნიერებს და დაინტერესებულ მკვლევართა ჯგუფს, იმ "ბავშვის" შესწავლის საშუალებაც არ მიეცათ... * ცოტა ხნის წინ, კონსპიროლოგები, მეტად უცნაური, შეთქმულების თეორიის შესახებ ალაპარაკდნენ. მათ განაცხადეს, რომ ძველი ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელების და ადამიანების შეჯვარებით, გენური ინჟინერიით მოევლინნენ ამ ქვეყანას. შეთქმულების თეორეტიკოსებმა ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელშიც ამტკიცებენ, რომ ეგვიპტური ლეგენდების შექმნის თარიღად, უძველეს წყაროებში, მითითებული ტერმინი Zep Tepi-ი, შეიძლება, როგორც — «პირველადი», ისე ითარგმნოს. ხოლო, აღნიშნული ლეგენდების თანახმად კი, დედამიწაზე, ერთ დროს, «ოქროს ხანა» იყო და მასზე ციდან, «კვერცხებით», ან ნავებით, ღმერთები ჩამოვიდნენ. მათი განმარტებით, აქ «ღმერთებში», — გონიერი არსებები იგულისხმებიან, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე კოსმოსიდან ჩამოვიდნენ და მათი მეშვეობით ჩაისახა, ან განვითარდა, სიცოცხლე დედამიწაზე. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ეშმაკის ზღვა და მსოფლიო ოკეანეს სხვა იდუმალი გამოცანები* მაღაროელებმა ქვანახშირის 300 მილიონი წლის ფილაში ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს* ერთი შეხედვით, მარტივი გამოცანებია, თუმცა... (პასუხი აქვს)* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?595 1-ს მოსწონს
|