პროფილაქტიკა რატომაა მნიშვნელოვანი ცხვირით სუნთქვა, და არა პირით! 2024, 22 ივნისი, 20:27 პირით სუნთქვა სერიოზული პრობლემაა, რომელიც დიდებსაც და პატარებსაც ერთნაირად აწუხებს. უამრავი მიზეზია, თუ რატომაა დაუშვებელი პირით სუნთქვა და რა გართულებებს იწვევს ეს პროცესი.
![]() პირველ რიგში, ცხვირი მოქმედებს როგორც სხეულის იმუნური დამცველი. მეორეც, ცხვირით სუნთქვის წყალობით ჟანგბადი სრულად შეიწოვება, რაც აუცილებელია სხეულის ოპტიმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ცხვირით ვსუნთქავთ, ჩვენი ტვინი იწყებს უფრო ეფექტურად მუშაობას. სათანადო სუნთქვით შეგიძლიათ შეამციროთ სტრესი. იგივეს ვერ ვიტყვით პირით სუნთქვაზე, რაც თავისთავად სტრესული პროცესია. ამ ტიპის სუნთქვა საზიანო გავლენას ახდენს როგორც ადამიანის ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, პირით სუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს გარეგნული ცვლილებები. რა მოხდება, თუ გამუდმებით პირით ისუნთქებთ? როდესაც ადამიანი სუნთქავს პირით, ნახშირორჟანგი ორგანიზმიდან ძალიან სწრაფად გამოიყოფა. ეს ნიშნავს, რომ ფილტვები შთანთქავს არასაკმარის ჟანგბადს. შედეგად, ტვინის ფუნქციის და რეფლექსების ინტენსივობა მცირდება. თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, მუდმივი თავბრუსხვევის გრძნობა შეგაწუხებთ. რაც უფრო დიდხანს სუნთქავთ პირით, მით უფრო სერიოზული პრობლემები გელით. მაგალითად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ხვრინვა ან აპნოე- ეს არის სუნთქვის დარღვევა ძილის დროს, როდესაც ადამიანი წყვეტს სუნთქვას. გარდა ამისა, ხვრინვა უბრალოდ ხელს უშლის გარშემომკყოფებს დაძინებაში. პირით სუნთქვას აქვს მავნე გავლენა ფილტვების და სხვა ორგანოების ფუნქციონირებაზე, ადამიანს უფრო მოწყვლადს ხდის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების მიმართ. გარდა ამისა, პირით სუბთქვის პროცესს შეუძლია გააუარესოს ადამიანის ესა თუ ის დაავადება. ცხვირში რეცეპტორების დიდი რაოდენობაა. როდესაც პირით ვსუნთქავთ, ყნოსვის გრძნობა იკარგება. და ეს ამძიმებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას, რადგან არომატების წყალობით ჩვენ განვიცდით უამრავ სასიამოვნო შეგრძნებას. ![]() პირით სუნთქვა იწვევს ცვლილებებს ადამიანის გარეგნობაში. მაგალითად, იცვლება სახის ფორმა, ლოყები და ყბა ვიწროვდება, რაც იწვევს ცხვირის დეფორმაციას. ასეთი ცვლილებები განსაკუთრებით ნათლად ჩანს, თუ ბავშვი პირით სუნთქავს. ამიტომ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ შვილების ჯანმრთელობას. ![]() ცუდი ჩვევისგან თავის დასაღწევად, ჯერ უნდა გავაცნობიეროთ, რომ პრობლემა არსებობს. დაიწყეთ ვარჯიშები ცხვირით სუნთქვისთვის, შედეგად ძილშიც გაგიადვილდებათ ცხვირით სუნთქვა. თუ პრობლემის გადაჭრა თქვენთვის ადვილი არ არის, მაშინ დროა მიმართოთ სპეციალისტს. 51 1-ს მოსწონს
|