სხვა როგორ გადავურჩეთ ზაფხულის სიცხეს ქალაქში? - ჩინური მედიცინის 7 წესი 22 ივნისი, 15:27 დადგა ცხელი პერიოდი: ქალაქში ასფალტი სიცხისგან დნება, მისმა მაცხოვრებლებმა არა მხოლოდ სიცხეში გადარჩენა უნდა შეძლონ, არამედ გააგრძელონ მუშაობა, საკუთარ თავზე და სხვებზე ზრუნვა და წარმატების ზღვრის შენარჩუნება.
თუ ცხელ დღეებში თავს ცუდად გრძნობთ, მაშინ ჩინური მედიცინის ექიმის რჩევები ამ უსიამოვნებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. 1. აკონტროლეთ ემოციები ცნობილია, რომ ადამიანის ემოციური რეაქციები გავლენას ახდენს შინაგანი ორგანოების მუშაობაზე. ჩინურ მედიცინაში სიცხე განიხილება არა მხოლოდ გარე გარემოს ფენომენად, არამედ შინაგან ფაქტორად. შინაგანი სიცხე ნეგატიურად მოქმედებს გულზე, პირველ რიგში, სწორედ ის იტანჯება მაღალ ტემპერატურაზე. ემოციური გადატვირთვის შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა სისტემა კიდევ უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. გაზრდილი შინაგანი სითბო გარე სიცხესთან ერთად იწვევს გულისცემის აჩქარებს, არტერიული წნევის ცვლილებას, თავის ტკივილს და სისუსტეს. როგორ განვსაზღვროთ შინაგანი სიცხის ინტენსივობა? დააკვირდით ენას. გულის ზონა ენის წვერზე მდებარეობს. ენის წვერზე ღია წითელი ზედაპირი ან წითელი წერტილები „გულში სიცხეზე“ მიუთითებს. ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ კვება, სასმელი, სწორი ფიზიკური დატვირთვა და თერაპიული მეთოდები. 2. მიირთვით „გრილი“ და „ცივი“ ჯგუფის საკვები ჩინური მედიცინის კლასიფიკაციის მიხედვით, ყველა პროდუქტი იყოფა ხუთ ჯგუფად - ცხელი, თბილი, ნეიტრალური, გრილი და ცივი. სიცხეში უნდა შეამციროთ ცხელი საკვების მოხმარება (ცხვრის ხორცი, ლორი, აქტიური სუნელები, სანელებლები - ცხარე წიწაკა, ნიორი, კოჭა, დარიჩინი, კარი), რომელსაც ენერგეტიკული პროცესები სიცხისკენ გადააქვს. დააბალანსეთ მდგომარეობა ცივი და გრილი საკვებით: ხორბალი, ქერი, ფეტვი, ზიზანია, იხვი, ბატი, კურდღელი, თევზი, კალმარი, ხამანწკი, ჩინური და ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, ყაბაყი, ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, სატაცური, ბოლოკი, წიწმატი, ავოკადო, ნიახური, ისპანახი, სოიო, ტოფუ, სოიოს რძე და სოუსი, მზესუმზირას, სეზამის და ზეითუნის ზეთები, ლობიო, ბარდა, კეშიუ, ზაფრანა, სოკო, იოგურტი, ბანანი, ხურმა, კივი, ლაიმა, მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, ხურტკმელი, ვაშლი, მოცვი, მაყვალი, მოცხარი, საზამთრო, ნესვი, მანგო, მსხალი, პიტნა, ანანასი, ჟოლო, მარწყვი. განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც აქვს „შინაგანი სიცხე“. საკვების ტემპერატურასაც მნიშვნელობა აქვს: მაცივრიდან გამოღებულ კერძს გამაგრილებელი ეფექტი აქვს. 3. დალიეთ მცირე ულუფებით მთელი დღის განმავლობაში სიცხეში ოფლიანობა ინტენსიურდება და სითხის შევსება აუცილებელია, რადგან ადამიანის ორგანიზმში ყველა ბიოქიმიური პროცესი ხდება წყლის გარემოში. ჩვეულებრივ, დღეში 1, 5-2 ლიტრი წყლის დალევა საკმარისია, ცხელ ამინდში საჭიროება შეიძლება გაიზარდოს. შარდის ფერის შეცვლა სითხის ნაკლებობის უმარტივესი მაჩვენებელია. ნორმაში უნდა იყოს ღია ჩალისფერი. შარდი უფრო მუქდება, რაც მეტად სჭირდება ორგანიზმს წყალი. აქცენტი გააკეთეთ არა ზოგად ნორმებზე, არამედ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რომლებიც დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, მეტაბოლურ მახასიათებლებზე და ფიზიკურ აქტივობაზე. თუ სიცხეში დიდხანს ყოფნა გიწევთ და ინტენსიურად ოფლიანობთ, რაციონში ჩართეთ მინერალური წყალი მინერალებისა და მიკროელემენტების გამორეცხვის კომპენსაციის მიზნით. ატარეთ ბოთლი წყალი ყველგან და დალიეთ რეგულარულად, მცირე ულუფებით. საღამოს 7 საათის შემდეგ ბევრი წყლის დალევა არ ღირს, რომ ძილმა არ შეგაწუხოთ. როგორი წყალი დავლიოთ? თუ გაქვთ არჩევანი წყაროს წყალს, ონკანის წყალსა და ჩამოსხმულ წყალს შორის, ჩამოსხმული წყალი ყველაზე გონივრული არჩევანია. დიდი, მკვრივი ბოთლიდან. ყურადღება მიაქციეთ: თხელი ბოთლი, რომელზეც ადვილად ჩნდება თეთრი ზოლები, წყალში გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც ქალის სასქესო ჰორმონებზე მოქმედებს და ციკლზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. აირჩიეთ სქელ ბოთლში ჩამოსხმული წყალი, მინის ჭურჭელი უკეთესია. თუ ჭის ან წყაროს წყალს სვამთ, სჯობს ჩააბაროთ წყალი ანალიზზე და გაარკვიოთ მისი შემადგენლობა. 4. თუ შეშუპება გაქვთ, წყლის დალევა არ შეზღუდოთ, აღმოფხვერით შეშუპების მიზეზი ევროპელი ექიმები გვირჩევენ: თუ ცხელ ამინდში შეშუპება გაწუხებთ, ნაკლები წყალი დალიეთ. ექიმის თვალსაზრისით, რომელიც ჯანმრთელობისადმი სინერგიულ მიდგომას იცავს, ასეთი რჩევა უცნაურად გამოიყურება. პირველ რიგში, გაარკვიეთ, რა იწვევს წყლის შეკავებას ორგანიზმში და შეშუპებას. საქმე შეიძლება იყოს ფეხის ვენების, ღვიძლის, თირკმლების მდგომარეობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება, თირკმელზედა ჯირკვლები, მინერალების და მიკროელემენტების დისბალანსი. ნათელია, თუ სითხე არ გამოიყოფა, მაშინ ორგანიზმში დისბალანსი მოხდა. ჩინური მედიცინის თვალსაზრისით, ორგანიზმში სითხის შეკავება ხშირად ხდება „ელენთის დეფიციტის“ სინდრომის შედეგად. სინდრომი ვითარდება ინტელექტუალური და ფიზიკური გადაღლილობის, გადაჭარბებული შფოთვის შედეგად, ასევე რაციონში „ლორწოს წარმომქმნელი“ საკვების დომინირების შედეგად. რაციონის კორექცია, მცენარეების ნაკრები და აკუპუნქტურა „ელენთის დეფიციტის“ სინდრომის გაქრობაში, შეშუპების შემცირებაში ან სრულად გაქრობაში დაგეხმარებათ. 5. ვარჯიშზე უარი არ თქვათ მაგრამ ჩვეულ რეჟიმში გონივრული შეზღუდვები შეიტანეთ. ივარჯიშეთ, მაგრამ არა მცხუნვარე მზის ქვეშ, არამედ შენობაში, დილით ან საღამოს. 6. მოერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას თუ სიცხიდან ხვდებით ოთახში, სადაც 18-19 გრადუსია, „სიცივის დარტყმა“ შეიძლება მოხდეს. სიცხეში ფორები იხსნება და სხეული ხდება მგრძნობიარე სხვადასხვა პათოგენური ფაქტორების მიმართ. ზედა სასუნთქი გზების დაავადებების განვითარების რისკი იზრდება, რადგან ფილტვების ცი ენერგია იცავს ორგანიზმს ბუნებრივი პათოგენური ფაქტორებისგან. თუ სიცივე ხვდება ჯერ კანში, შემდეგ კუნთებში, ტემპერატურის ცვლილებების გამო კუნთების ანთება (მიოზიტი) შეიძლება მოხდეს. მოერიდეთ გაგრილების სისტემის ცივი ჰაერის ნაკადს. 7. ავარჯიშეთ ტვინის სისხლძარღვები, რომ გააუმჯობესოთ თქვენი მდგომარეობა ცხელ ამინდში ყველაზე მარტივი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის ჩვეულებრივი ჩაჯდომა-ადგომა. მარტივი ვარჯიში დილით რამდენჯერმე შეასრულეთ. ასე გაავარჯიშებთ სისხლძარღვებს, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებთ. გარდა ამისა, ვეგეტატიური ნერვული სისტემის მუშაობის სტაბილიზაციისთვის შეასრულეთ ვარჯიშები. ნესტოებიდან მორიგეობით სუნთქვა იოგის პრაქტიკებიდან. ვარჯიშს დღეში 7 წუთი დაუთმეთ. ასე არა მარტო სიცხეს ადვილად გადაიტანთ, არამედ ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის ნებისმიერ ცვლილებას. ასევე დაგაინტერესებთ: შეიძლება თუ არა ავად გახდეთ კონდიციონერის გამო? - ექსპერტების პასუხი არასწორი ტემპერატურა და ღამით ვარჯიში: უძილობის მიზეზები და რა უნდა გააკეთოთ მავნე რჩევები: არ გაიმეოროთ პოპულარული ხრიკები მზის დამწვრობასთან საბრძოლველად მზის გარეშე რამდენიმე კვირის შემდეგ გუგები გამიფართოვდა: გოგონა მთელი თვე მზეს ერიდებოდა პომიდორი, თაფლი და შვრია სიბერით ან მზის სხივით გამოწვეული კანის არათანაბარი ფერის მოსაშორებლად 88 შეფასება არ არის |