x
image
Yoona
Mediator image
მავნე რჩევები: არ გაიმეოროთ პოპულარული ხრიკები მზის დამწვრობასთან საბრძოლველად
ბრინჯაოსფერი რუჯი ყოველთვის მოდაშია, მაგრამ როგორც კი მზეზე გადახურდებით, ოქროსფერი შეფერილობის ნაცვლად მიიღებთ მოხარშული კიბორჩხალას ფერს. არაბუნებრივი გარეგნობის გარდა, დამწვრობა ტკივილს, ქავილს იწვევს და დაძინების საშუალებას არ გვაძლევს. ინტერნეტში ბევრი ხრიკი ვრცელდება, როგორ ებრძოლოთ მზის დამწვრობის უსიამოვნო სიმპტომებს, მაგრამ სპეციალისტები გაფრთხილებთ, რომ უმეტესობა მათგანი არაეფექტური და სახიფათოა. გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ რჩევებს, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ პრაქტიკაში.



image



მზეზე ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ უსიამოვნო შედეგების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა სათანადო დაცვა. მზეზე სიარულისას ყოველთვის დაიხურეთ ქუდი და გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება. თუ მაინც დაიწვით, გაღიზიანებული კანი უნდა დაამშვიდოთ.



მზის დამწვრობა შეიძლება იყოს საკმაოდ მტკივნეული და თან ახლდეს წყლულები, შეშუპება, თავის ტკივილი, გულისრევა, დაღლილობა. გარდა ამისა, დამწვრობა მელანომის განვითარების რისკს ზრდის, რომელიც შემთხვევების 90%–ში ხდება მზის და ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენით.




image



სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ იპოვოთ ათობით გზა დამწვრობის უსიამოვნო შედეგების შესამსუბუქებლად, მაგრამ ექსპერტები გაფრთხილებთ, რომ უმეტესობა მათგანი სიტუაციას აუარესებს. აი, რამდენიმე სახიფათო ხრიკი, რომელიც მზის დამწვრობასთან ბრძოლას ეხება და რომლებიც არასდროს უნდა გამოცადოთ საკუთარ თავზე.



პირის ღრუს სავლები

image


ტიკტოკის ზოგიერთი მომხმარებელი ამტკიცებს, რომ პირის ღრუს სავლები ეფექტურად ხსნის ტკივილს მზის დამწვრობის შემდეგ. დერმატოლოგები ამბობენ, რომ პირის ღრუს სავლებში შემავალ მენთოლს და ევკალიპტს ნამდვილად აქვს გამაგრილებელი ეფექტი, მაგრამ მათ გარდა სითხე შეიცავს სპირტს და ბენზოის მჟავას, რომელიც კანს უფრო აღიზიანებს.



არაჟანი

image



ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მეთოდი სახლის პირობებში მზის დამწვრობის სამკურნალოდ არის არაჟნის წასმა. რძემჟავა კანის უჯრედების აღდგენას ხელს უწყობს, მაგრამ უფრო ეფექტური საშუალებაც არსებობს. მათ შორისაა ალოე ვერა, ქოქოსის ზეთი, სოიოზე დაფუძნებული დამატენიანებელი და ბევრი სითხის დალევა.



ძმარი

image



ზოგიერთი მომხმარებელი გირჩევთ ძმრის გამოყენებას მზის დამწვრობის შემდეგ ტკივილის შესამცირებლად. ეს რჩევა არასდროს გამოიყენოთ! ძმარს ძალიან მაღალი მჟავიანობა აქვს. კანზე წასმისას დამცავ ბარიერს გაანადგურებს და ტკივილის და ანთების გაძლიერებას გამოიწვევს. მზის დამწვრობის გარდა ქიმიური დამწვრობაც შეიძლება მიიღოთ.



კონტურის გაკეთება მზისგან დამცავი საშუალებებით

image



მზისგან დამცავი კრემის მაკიაჟად გამოყენების ტენდენცია ცუდი იდეაა. ბლოგერები გვირჩევენ კრემის წასმას არა მთელ სახეზე, არამედ შერჩევითად, ლოყებისა და შუბლის გასარუჯად დატოვება. ასეთი კონტურინგით მიიღებთ ხანმოკლე ეფექტს, მაგრამ ექსპერიმენტი შეიძლება დასრულდეს კანის დაზიანებით, ნაადრევი დაბერებით და კიბოთი. ზაფხულში მთელ სახეზე უნდა წაისვათ კრემი მზისგან დამცავი ფილტრით, მინიმუმ 50 სპფ–ით.



მზეზე უსაფრთხო ყოფნა

image



ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ტიპის კანი, მაგრამ ყველას სჭირდება მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება. ღია კანის ადამიანი უფრო მგრძნობიარეა ულტრაიისფერ სხივებზე, ამიტომ მზის ზემოქმედებით კიბოს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არის.



მუქი კანის ადამიანებიც მგრძნობიარენი არიან მზის სხივების მავნე ზემოქმედების მიმართ. მათი კანი შეიცავს მეტ მელანინს, რომელიც იწვევს რუჯის ეფექტს და ნაწილობრივ ბლოკავს ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენას, მაგრამ მხოლოდ გარკვეულწილად. სწორედ ამიტომ, მუქი კანის ადამიანებსაც სჭირდებათ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.



ასევე დაგაინტერესებთ:

მზის გარეშე რამდენიმე კვირის შემდეგ გუგები გამიფართოვდა: გოგონა მთელი თვე მზეს ერიდებოდა

პომიდორი, თაფლი და შვრია სიბერით ან მზის სხივით გამოწვეული კანის არათანაბარი ფერის მოსაშორებლად

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
15