პროფილაქტიკა არასწორი ტემპერატურა და ღამით ვარჯიში: უძილობის მიზეზები და რა უნდა გააკეთოთ 2020, 3 მარტი, 9:25 უძილობა და უხარისხო ძილი დილიდანვე თავს ცუდად და დაღლილად გვაგრძნობინებს. უფრო მეტიც, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, არასაკმარისი ძილი ჭარბ წონას იწვევს. ნახეთ, რა გიშლით ხელს დაძინებაში და როგორ გადაჭრათ პრობლემა.
ჰაერის არასწორი ტემპერატურა რა თქმა უნდა, თბილ ოთახში ძილი უფრო კომფორტულია. სინამდვილეში, ექსპერტები ამბობენ, რომ ძილისთვის იდეალური ტემპერატურაა +15 - +23 გრადუსი. სწორედ ამიტომ, ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა დააყენეთ და უფრო თბილი გადასაფარებელი დაიფარეთ. ფიზიკური დატვირთვა ნებისმიერი ვარჯიში ნერვულ სისტემას სტიმულირებს, ამიტომ ყველაზე მარტივი ვარჯიშის შემდეგაც კი ცუდად დაიძინებთ. სპეციალისტები გირჩევენ, რომ დაძინებამდე 3 საათით ადრე ივარჯიშოთ. რეჟიმის არ არსებობა ნორმალური დასვენებისა და ძალების აღსადგენად ორგანიზმს გარკვეული რაოდენობით ძილი სჭირდება. ექსპერტები გირჩევენ, რომ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, დაახლოებით 22:00-დან 01:00-მდე პერიოდში დაიძინოთ. სინათლე სინათლის ნებისმიერი წყარო ღამის საათებში დასვენების საშუალებას არ გაძლევთ. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს სინათლე სხვა ოთახში ჩართული, სანათური, მომუშავე ტელევიზორი, თუ გაჯეტი. რაც უფრო ბნელია თქვენი საძინებელი, მით უფრო კარგად დაიძინებთ. თუ სინათლის წყაროს მოშორება არ შეგიძლიათ, ღამის ნიღაბი გამოიყენეთ. ხმაური ნებისმიერი ხმაური (მაგალითად, მეზობელი ოთახის ხმაური, ან გამვლელი ავტომობილის ხმა) ორგანიზმს სრულყოფილად დასვენების საშუალებას არ აძლევს. თუ ხმაურის წყაროს ვერ იშორებთ, უბრალოდ ყურის საცობები გამოიყენეთ ან თეთრი ხმაური ჩართეთ, რომელიც სხვა ხმაურს გადაფარავს. ასე ღრმად დაძინებას შეძლებთ. ლოგინის არასწორად გამოყენება ხშირად ლოგინს მხოლოდ დასაძინებლად არ ვიყენებთ. აქ ვსაუზმობთ, ან ვმუშაობთ. ფსიქოლოგების თქმით, ეს კარგად დასვენების საშუალებას არ მოგცემთ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლოგინი მხოლოდ ლოგინად დარჩეს - ავეჯის ნივთად, რომელიც მხოლოდ ძილისთვის არის განკუთვნილი! კოფეინის მოხმარება რა თქმა უნდა, ძილის წინ კოფეინს არავინ მოიხმარს. დეიტოლოგები ამბობენ, რომ კოფეინს მხოლოდ ყავა და შავი ჩაი არ შეიცავს. კოფეინი შედის შოკოლადში, კაკაოში, კოლასა და ენერგეტიკულ სასმელებში. პრობლემა საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ მოაგვაროთ - უბრალოდ დღის მეორე ნახევარში კოფეინის შემცველი პროდუქტების და სასმელების მოხმარება შეზღუდეთ. ძილის განწყობა არ გაქვთ ხშირად ლოგინში ვწვებით, მაგრამ ძილის სურვილი არ გვაქვს. ამასთან, გვგონია, რომ როგორც კი ბალიშზე თავს დავდებთ, დავიძინებთ. ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. რა უნდა ქნათ? ექსპერტები გირჩევენ, თუ 20 წუთის განმავლობაში დაძინებას ვერ ახერხებთ, საწოლიდან ადექით და წიგნი წაიკითხეთ - ქაღალდის წიგნი და არა ელექტრონული. შეგიძლიათ სხვა რამ გააკეთოთ, რაც მოდუნების საშუალებას მოგცემთ. ალკოჰოლი მოხმარება გვგონია, რომ ძლიერი სასმელები სწრაფად დაძინებაში დაგვეხმარება. სინამდვილეში ალკოჰოლი ძილის სწრაფ ფაზაზე უარყოფით გავლენას ახდენს, რის გამოც დილით დაღლილობას გრძნობთ. სპეციალისტები გირჩევენ, რომ სპირტიანი სასმელების მიღება დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე შეწყვიტოთ. კიდევ უკეთესი - მათზე სრულად უარი თქვით! ტვინის ზედმეტად გადაჭარბება ხშირად ცუდად გვძინავს იმის გამო, რომ ტვინს პრობლემების მოშორების უფლებას არ ვაძლევთ. ამის გამო დაძინება რთულია. ყოველდღიური საქმეებიდან გადართვა და ტვინის სხვა საქმით დაკავება მნიშვნელოვანია. მაგალითად, დაძინებამდე შეგიძლიათ გაიხსენოთ ქვეყნების სახელები გარკვეული ასოებით, ან ცხვრები დათვალოთ. რიტუალების არ არსებობა ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ძილის რაიმე რიტუალის არ არსებობა ცუდი ძილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. პრობლემის გადაჭრა საკმაოდ მარტივია. მაგალითად, შეგიძლიათ წიგნი წაიკითხოთ, მშვიდ მუსიკას მოუსმინოთ, სანთლები აანთოთ, თბილი შხაპი მიიღოთ. აი, ცხელ აბაზანაზე კი უარი თქვით, რადგან ასე სხეული „ფხიზლდება“, ძილი კი ზედაპირული იქნება. ასევე დაგაინტერესებთ: ცუდი განწყობის და კანის სიმშრალის დამნაშავეები: რძე, ყავა და სხვა პროდუქტები მელატონინი - ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზი. როგორ გავზარდოთ მისი დონე ფილტვების გამწმენდი ეს დეტოქს სასმელი მწეველებისთვის იდეალურია რა უფრო სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის: შაქარი თუ თამბაქო? ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი 304 1-ს მოსწონს |