შოუბიზნესი პამელა ანდერსონს რომანი აქვს ახალგაზრდა მოცეკვავესთან 2012, 17 ოქტომბერი, 20:25 ყველაზე სექსუალურმა ქალბატონმა, პამელა ანდერსონმა, გადაწყვიტა არ ჩამორჩენოდა ვარსკვლავებს, რომელთაც ახალგაზრდა საყვარლები ყავთ. ახლა ვარსკვლავებს შორის ეს უკვე აღარავის უკვირს. ჯენიფერ ლოპესი, შერონ სტოუნი, მადონა, დემი მური-ყველა ამ ვარსკვლავს ახალგაზრდა თაყვანისმცემლები ყავთ და პამელამაც მათ მიბაძა. 45 წლის მოდელმა და მსახიობმა რომანი გააჩაღა 30 წლის მოცეკვავესთან, ტრისტან მაკმანუსომთან, რომელიც პამელამ გაიცნო ამერიკულ შოუში, "ცეკვავენ ვარსკვლავებში". მართალია წყვილი შოუდან მალევე გამოვარდა, მაგრამ მას შემდეგ მათ ხშირად ხედავენ ერთად. როგორც ჩანს მოცეკვავე დიდ ბედნიერებას ანიჭებს მსახიობს, თუმცა პამელა მალავს ამ ურთიერთობას და აღნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები არიან. 57 5-ს მოსწონს
|