x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნეაპოლის მახლობლად 24 მეტრიანი ადამიანი–გიგანტის ნაშთი აღმოაჩინეს, რომლის ნახვა ადგილობრივ მუზეუმში შეგიძლიათ

გარემო ფაქტორების გავლენა ცოცხალი არსების ორგანიზმზე უდავოა. სწორედ ამიტომ, ადამიანს ძალიან გაუჭირდება სხვა პლანეტაზე ცხოვრება. ამ ფაქტიდან გამომდინარე, არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენს პლანეტაზე წარსულში, არსებული გიგანტების ცივილიზაციის წარმომადგენლებმა, თანდათანობით შემცირება დაიწყეს...


image


არქეოლოგებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გიგანტების ასობით ჩონჩხი აღმოაჩინეს. ხოლო, ზომით ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩენები, თანამედროვე იტალიის ტერიტორიებზე გაკეთდა. და როდესაც შთამბეჭდავ ზომებზე ვსაუბრობთ, მხედველობაში, 8 მ. და უფრო დიდი ჩონჩხი გვაქვს. ასე, მაგ., შამპანის პროვინციაში (საფრანგეთი) 1817 წ. მენჯი და მისი ზემოთ ჩონჩხის ფრაგმენტი აღმოაჩინეს. სიცოცხლეში მის პატრონი, დაახლოებით 16 მ. უნდა ყოფილიყო. ხოლო, 1850 წ. ესპანეთში, კარტახენას მახლობლად, ძველ ქანებში მეცნიერებმა მთელი ჩონჩხი იპოვეს, რომლის სიგრძე 15, 2 მ. შეადგენდა.


imageუზარმაზარი თავის ქალა ნეაპოლიდან


ეს აღმოჩენები, იმაზე მიუთითებს, რომ ლეგენდები არ ტყუიან და პირველი ადამიანები, ჩვენს პლანეტაზე, მართლაც უზარმაზარები უნდა ყოფილიყვნენ... და ეს რომ ასე იყო, ამას ნეაპოლის მიდამოებში ნაპოვნი უძველესი ადამიანის ჩონჩხი ამტკიცებს.

1938 წელს, გათხრების დროს, ჩონჩხის ფრაგმენტი იპოვეს (თავის ქალა და ფეხის ძვალი), რომლის სიმაღლე, სხეულის «სწორი» პროპორციის შემთხვევაში, დაახლოებით, 23, 8 მ. უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ამის შესახებ აკადემიური მეცნიერების წარმომადგენლებმა რომ შეიტყვეს, ხუმრობის ხასიათზე დადგნენ, აღმოჩენის ავტორები მასხარად აიგდეს და რაიმე სახის კვლევის ჩატარებაზე, უარი განაცხადეს.

გარდა ამისა, არქეოლოგებს პიერლუიჯი ალფონს და ამადეო მაიურის, რომლებმაც ფრაგმენტები აღმოაჩინეს და მსოფლიო საზოგადოებას გააცნეს, ყველა წოდება და ჯილდო, მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც მათ უარი თქვეს განცხადების გაკეთებაზე, რომ ჩონჩხი გაყალბებული იყო.

და კიდევ, ათწლეულების მანძილზე, იტალიის მეცნიერებათა აკადემია სარჩელს–სარჩელზე უგზავნის ნეაპოლის არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელობას, რომელშიც ძვლებია გამოფენილი. ამასთან, ისინი ჩონჩხის მხოლოდ ექსპოზიციიდან მოხსნას კი არა, მის განადგურებასაც დაჟინებით მოითხოვენ. ამას კი იმით ხსნიან, რომ ეს ექსპონატები, დისკრედიტაციას უწევს მეცნიერებას.
საბედნიეროდ, მუზეუმის ადვოკატები, ღირსეულად იცავენ მის ინტერესებს და 61 საქმე უკვე მოგებული აქვთ.


imageექსპონატი ნეაპოლის მუზეუმში


მაგრამ, ამ სასამართლოს პროცესებს, ერთი უცნაური გარემოება უკავშირდება. მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს ამბობენ, რადგან მას სასაცილოდ მიიჩნევენ. მეორე მხარე კი, უარს ამბობს საკუთარი ანალიზის შედეგების გამოქვეყნებაზე და დავის საბოლოოდ დასრულებაზე. ისინი პრინციპულად ითხოვენ, რომ ექსპერტიზა მოსარჩელემ ჩაატაროს.

ამრიგად, ძალიან ჩახლართული ისტორია გამოდის. ერთი მხარე, ძვლების განადგურებას ითხოვს, მაგრამ, ამავდროულად, ექსპერტიზაზე ამბობს უარს, ხოლო მეორე – კვლევის შედეგების აფიშირებას არ ჩქარობს.

ამ სიტუაციაში, ტყუილ–მართლის გარკვევა რთულია. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, გიგანტების ჩონჩხის არაერთი ფრაგმენტია აღმოჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონობით წლის წინ, ადამიანების სიმაღლე ბევრად უფრო დიდი იყო... ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე სერიოზულ ცვლილებებს ჰქონდა ადგილი და გიგანტების ერთი ნაწილი, უბრალოდ ამოწყდა. ზოგმა კი, შეგუება შეძლო... და დადგა იმ ადამიანების ეპოქა, რომელთა სიმაღლე, პირობითად, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ შეიძლება 2, 5 მეტრს აღემატებოდეს.


imageარხის სხვა სიახლეები:

* მექსიკაში აღმოჩენილი არტეფაქტები, რომელიც ინდიელების უცხოპლანეტელებთან კონტაქტების ფაქტს ამტკიცებს

* 3 მტკიცებულება, რომ ედგარ ალან პოს დროის მანქანა მართლაც ჰქონდა

* გამოცანები ტვინის გასავარჯიშებლად (პასუხები აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
357
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0