x
მეტი
  • 27.06.2024
  • სტატია:135615
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509971
თქვენი საოცნებო დიეტის 10 ოქროს წესი
ჩვენ ყველა დიდი თეორეტიკოსები ვართ, როცა საქმე წონაში დაკლებას ეხება - სიამოვნებით გავცემთ რჩევებს დიეტაზე და რაციონზე, კარგად ვიცით, რა, როდის და რასთან ერთად ვჭამოთ. აი, როცა საქმე პრაქტიკას ეხება, ყველაფერი ჯადოსნურად იცვლება! შიმშილი კეთილი დეიდა არ არის, გემრიელობა გვიზიდავს, თუ არავინ ხედავს, მაშინ კალორიებიც არ ითვლება!



image



ქვემოთ მოცემულია საოცნებო დიეტის 10 წესი. ვისურვებდით, ეს დიეტა ყველასთვის მუშაობდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მხოლოდ სახალისო ფანტაზიაა.



1. საკვები სხვის თეფშზე არ ითვლება! თუ ვერავინ დაინახა, როგორ მოიპარეთ ნაჭერი, მაშინ მასში კალორია არ არის.

image



2. თუ ფეხზე მდგომი შეჭამთ, კალორიები ფეხებში წავა და სიარულის დროს იხარჯება.


image



3. კალორიები წვეულებებზე არ ითვლება, რადგან ლაპარაკის და ცეკვის დროს იხარჯება.

image



4. დიეტური გაზიანი სასმელები ჰამბურგერის და ტორტის ცხიმს ანეიტრალებს.

image



5. სოუსი სალათისთვის, როგორც ყველაფერი, რაც სალათაში გახვეულია, კალორიულად არ ითვლება, რადგან მაინც სალათას ვჭამთ.

image



6. კინოთეატრის საკვები კალორიებს არ შეიცავს, რადგან გართობის ნაწილია და არა სადილის.

image



7. ნამცხვრის მოტეხილი ნაჭერი არ შეიცავს კალორიებს, ვინაიდან კალორიები მხოლოდ მთელ ფუნთუშაშია.

image



8. პროდუქტები, რომელთაც მიირთმევთ მომზადების დროს, კალორიებს არ შეიცავს, რადგან კალორიები მხოლოდ საბოლოო კერძშია.

image



9. როცა ერთად ჭამთ, კალორიების რაოდენობა იყოფა ორზე, თუ სამი ხართ - სამზე და ა.შ.

image



10. შოკოლადში შემავალი ყველა კალორია იხარჯება ტვინის აქტივობაზე, ნაყინი ანტიდეპრესანტია, შესაბამისად, წონაში არ მოიმატებთ.

image



ასევე დაგაინტერესებთ:

შეფმზარეული არ გირჩევთ: 10 კერძი რესტორანში, რომელიც არასდროს არ უნდა შეუკვეთოთ

დაიძინე და დაიკელი წონაში! ახალი დიეტა სასწაულებს ახდენს

ოფლიანობა არ წვავს ცხიმს: რამდენიმე ფაქტი, რომელიც გაიძულებთ გადახედოთ თქვენს ფიტნეს ჩვევებს

ტრანსცხიმებს მოერიდეთ: დიეტოლოგმა ვისცერალური ცხიმის დაწვა მასწავლა

12 პროდუქტი, რომელიც თქვენს მუცელს ბრტყელს გახდის


0
53
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
53