საზოგადოება
"ტ#აკი უნდა გქონდეს შეტევაში წახვიდე"- რას წერს მერაბ მეტრეველი
17 ივნისი, 11:09
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ინგლისი-სერბეთის თამაშს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ისტორიული მატჩის დროს საქართველოსთვის გოლის გატანის შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს ერთ - ერთ გამოსავლად სერბებივით გეგმა-B განხრციელებისკენ მოუწოდებს:
"ინგლისი-სერბეთის თამაშმა კარგად გამოაჩინა, რომ მეორე ნომრად თამაში და კონტრშეტევების იმედად ყოფნა კარგია, ვიდრე გოლს გაუშვებ, მაგრამ თუ გოლი მაინც მიიღე, მერე იმის ტრაკი უნდა გქონდეს, ყველაფერი შეცვალო და შეტევაში წახვიდე.
სერბეთი თავიდან დაახლოებით ისე თამაშობდა, როგორც საქართველო თამაშობს, ხოლმე, – მთელი გუნდით საკუთარ ნახევარზე იდგა და კონრშეტევის შანსს ელოდებოდა, მაგრამ ავტობუსის ჩაყენებამ ვერ უშველა და მე-13 წუთზე გოლი მაინც გაუშვეს. ჰოდა, ამის მერე ეგრევე შეცვალეს ყველაფერი და ისე შეუტიეს, რომ ინგლისს არაფერი დაუთმეს.
მესმის, რომ საქართველოც ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ჯგუფში ყველა გუნდი ჩვენზე გამოცდილია და ჩვენზე ძლიერად ითვლება, ამიტომ ჩვენც მეორე ნომრად უნდა დავიწყოთ, თან კონტრშეტევებზე თამაშიც კარგად გამოგვდის, შესაბამისად ასე დაწყება პრობლემა არაა, მაგრამ გოლი თუ გაგვიტანეს, გვაქვს ჩვენ სერბებივით გეგმა-B? შეგვიძლია სერბებვით ხაზის ამოწევა და პრესინგი?
აქ შიში მიპყრობს, რადგან ასეთი რამ არცერთ ძლიერ გუნდთან არ გვიქნია. მახსენდება ნორგევიასთან სტუმრად თამაში, როცა ჩვენც არ გვიშველა ავტობუსმა და პირველ ტაიმში უკვე ორი გოლი მივიღეთ. მეორე ტაიმში ყველა ელოდა, რომ სტრატეგიას შევცვლიდით და შევუტევდით, მაგრამ ისევ ისე გავაგრძელეთ. ამ ფაქტმა შოკში ჩააგდო ნორვეგიის მწვრთნელი. ტიპი ისეთი გაოგნევული იყო, თავისი გაოცება პრესკონფერენციაზეც კი არ დამალა, ასეთი არაფერი მინახავსო."- წერს მერაბ მეტერევლი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სულ უფრო ცოტა დრო რჩება ისტორიულ მატჩამდე. მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ემზადება. გერმანიაში ქომაგები უკვე ჩავიდნენ. 14 ივნისიდან 14 ივლისამდე მსოფლიოს ყურადღება გერმანიისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 51 მატჩი გაიმართება.
კონტინენტის 24 საუკეთესო ქვეყანას შორის, საქართველო პირველად მოხვდა, ამიტომ ახლა ჩვენი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია! საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.