x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ნახურ-დაღესტნური ენობრივი ოჯახი და ნახურ-დაღესტნური ეთნოსები
ნახურ-დაღესტნური ენობრივი ოჯახი და ნახურ-დაღესტნური ეთნოსები


ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიური ენობრივი ოჯახი (Northeast Caucasian language family / Nakh-Dagestani language family) ასევე წოდებულია, როგორც ნახურ-დაღესტნური ენობრივი ოჯახი. ამ ხალხის სამშობლო და ისტორიული ტერიტორია არის დღეს მოქცეული რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ რუსეთის ფედერაციის 3 რესპუბლიკაში: დაღესტანში, ინგუშეთში და ჩეჩნეთში. ასევე ჩრდილოეთ აზერბაიჯანში. მათი ერთ-ერთი ეთნოსი, კერძოდ ბაცბები ისტორიულად ცხოვრობენ საქართველოს ისტორიული რეგიონის - თუშეთის ნაწილში.


ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიური ენობრივი ოჯახი იყოფა 7 განშტოებად (შვიდ ჯგუფად, შვიდ ქვეოჯახად), ესენია:

1. ავარულ-ანდიური ენები (Avar-Andic languages)


2. დარგუული ენები / დარგინული ენები (Dargic languages)

3. ხინალუღური ენა (Khinalug language)

4. ლაკური ენა (Lak language)

5. ლეზგური ენები / ლეკური ენები (Lezgic languages)

6. ნახური ენები (Nakh languages)

7. ცეზური ენები / დიდოური ენები (Tsezic / Didoic languages)


ნახურ-დაღესტნური ენობრივი ოჯახი და ნახურ-დაღესტნური ეთნოსებინახურ-დაღესტნური ენობრივი ოჯახი და ნახურ-დაღესტნური ეთნოსები


ავარულ-ანდიური ენებია:

1. ანდიური ენა (Andic language);

2. ავარული ენა, იგივე ხუნძური ენა (Avar language / Khundzic language);

3. ბოთლიხური ენა (Botlikh language);

4. ღოდობერიული ენა (Godoberi language);

5. კარატული ენა (Karata langiage);

6. ახვახური ენა (Akhvakh language);

7. ბაგვალალური ენა (Bagvalal language);

8. ტინდიური ენა (Tindi language);

9. ჭამალალური ენა (Chamalal language).



დარგუული ანუ დარგინული ენებია (ზოგიერთი მკვლევარი მათ ერთ ენის - დარგინული ენის დიალექტებად მიიჩნევს, რომელიც ჯერ არაა ჩამოყალიბებული ცალკე ენებად, მაგრამ ახლოსაა ცალკეულ ენად ჩამოყალიბებასთან):

1. კაიტაკური ენა (Kajtak language)

2. კუბაჩური ენა (Kubachi language)

3. იცარული ენა (Itsari langiage)

4. ჩირაგული ენა (Chirag language)


ხინალუღურ ქვეოჯახში მხოლოდ ერთი ენაა - თავად ხინალუღური.


ლაკურ ქვეოჯახში მხოლოდ ერთი ენაა - თავად ლაკური.


ლეზგური ენებია:

1. არჩიბული ენა (Archi language)

2. თაბასარანული ენა (Tabasaran language)

3. აღულური ენა (Aghul language)

4. რუთულური ენა (Rutul language)

5. წახური ენა (Tsakhur language)

6. ბუდუხური ენა (Budukh language)

7. უდური ენა / უდიური ენა (Udi language)

8. ლეზგიური ენა (Lezgic language)

9. კრიწული ენა (Kryts language)


ნახური ენებია:

1. ინგუშური ენა (Ingush language)

2. ჩეჩნური ენა (Chechen language)

3. ბაცბური ენა (Bats language)


ცეზური ანუ დიდოური ენებია:

1. ცეზური ენა / დიდოური ენა (Tsez / Dido language)

2. ჰინუხური ენა (Hinukh language)

3. ბეჟიტური ენა (Bezhta language)

4. ჰუნზიბური ენა (Hunzib language)

5. ხვარშიული ენა (Khwarshi language)


ნახურ-დაღესტნური ენობრივი ოჯახი და ნახურ-დაღესტნური ეთნოსები


ეთნოსის ყველაზე მარტივად განმარტება და განსაზღვრა ხდება ენის მიხედვით. თუ ხალხთა რომელიმე ჯგუფს აქვს ცალკეული საკუთარი ენა, მაშინ ის ითვლება ცალკე ეთნოსად. თუმცა პოლიტიკური საკითხების სირთულის გამო, ეთნოსს ზოგჯერ სხვადასხვავარი განმარტება ეძლევა. იმდენად, რომ შესაძლოა ერთსა და იმავე ენაზე საუბრობდეს რამდენიმე სხვადასხვა ცალკეული ხალხი თუ ერი და ისინი ითვლებოდნენ სხვადასხვად იმიტომ, რომ განსხვავებული პოლიტიკური, იდეოლოგიური, რელიგიური, კულტურული თუ რასობრივი მონაცემები ჰქონდეთ შეძენილი დროთა განმავლობაში. და პირიქით, შესაძლოა სხვადასხვა ენაზე საუბრობდეს ორი ან მეტი ხალხი, მაგრამ თავს მიიჩნევდეს და თვლიდეს ერთ ეთნოსად პოლიტიკური, კულტურული, იდეოლოგიური, რელიგიური, რასობრივი და საერთო ისტორიული მიზეზების გამო.

თუ გავამარტივებთ და განსხვავებულ ეთნოსად ჩავთვლით უბრალოდ ერთმანეთისგან განსხვავებული ენის მქონე ხალხებს, მაშინ, შეგვიძლია წარმოვადგინოთ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიელთა ეთნოსების, ანუ ნახურ-დაღესტნური ეთნოსების სრული სია:


1. ანდიელები

2. ავარები

3. ბოთლიხები

4. ღოდობერები

5. კარატები

6. ახვახები

7. ბაგვალალები

8. ტინდები

9. ჭამალალები

10. კაიტაკები (დარგინები)

11. კუბაჩები (დარგინები)

12. იცარები (დარგინები)

13. ჩირაგულები (დარგინები)

14. ხინალუღები

15. ლაკები

16. არჩები

17. თაბასარანები

18. აღულები

19. რუთულები

20. წახურები

21. ბუდუხები

22. უდები

23. ლეზგები

24. კრიწები

25. ცეზები

26. ჰინუხები

27. ბეჟიტები

28. ჰუნზიბები

29. ხვარშები

30. ბაცბები

31. ჩეჩნები

32. ინგუშები


ამგვარად, არსებობს სულ 32 ნახურ-დაღესტნური ენა და შესაბამისად 32 ნახურ-დაღესტნური ეთნოსი. მაგრამ თუ კაიტაკებს, კუბაჩებს, იცარებს და ჩირაგულებს დარგინებად ჩავთვლით, როგორც ამას ზოგიერთი ლინგვისტი მიიჩნევს, მაშინ ნახურ-დაღესტნური ეთნოსების რაოდენობა არის 29, ვინაიდან ეს 4 ხალხი გაერთიანდება ერთ სახელწოდებაში - დარგინები.


ამ ხალხის (ნახურ-დაღესტნური მოდგმის) ისტორიული, ტრადიციული ფენოტიპების (გარეგნობის) და კულტურის გასაცნობად, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულებზე: ინგუშების ფენოტიპები; ჩეჩნების ფენოტიპები; დაღესტანი; ჩეჩნეთი; ჩეჩნები; ინგუშეთი;


კრებულები

1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. მეცნიერება - ნაწილი V

6. სხვადასხვა - ნაწილი I

7. სხვადასხვა - ნაწილი II

8. ქართული მითოლოგია

9. რელიგია

10. საქართველო - ნაწილი I

11. საქართველო - ნაწილი II

12. ქართული სახელმწიფოები

13. პროტოქართველები

14. კავკასიური კულტურები

15. პარანორმალი

16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
75
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
75
  
2 ივლისი, 12:11
ჩეჩნებზე ჩატარებულმა გენეტიკურმა ტესტებმა აჩვენა ფესვები ძირითადად კავკასიასა და ევროპაში. ჩრდილოეთ კავკასიის მიტოქონდრიულ დნმ-ზე (mtDNA) ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა კავკასიის უფრო მჭიდრო ურთიერთობა ევროპასთან (ნასიძე და სხვ. 2001), ხოლო Y ქრომოსომა მიუთითებს უფრო მჭიდრო ურთიერთობაზე დასავლეთ აზიასთან (ნასიძე და სხვ. 2003).
2004 წელს mtDNA-ს კვლევამ აჩვენა, რომ ჩეჩნების მიტოქონდრიის გენომი მრავალფეროვანია, მხოლოდ 23 ნიმუშიდან 18 განსხვავებული ჰაპლოჯგუფით. ეს დაკავშირებულია ყველა სხვა ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხთან, როგორიცაა ინგუშები, ავარები და ჩერქეზები, სადაც მიტოქონდრიული დნმ ძალიან მრავალფეროვანია.
ჩეჩნების უახლესი კვლევა ბალანოვსკის და სხვ. 2011 წელს, აიღო ნიმუში სულ 330 ჩეჩენს სამი სანიმუშო ადგილიდან (ერთი მალგობეკში, ერთი აჩხოი-მარტანში და ერთი ორი ადგილიდან დაღესტანში) და აღმოაჩინა შემდეგი სიხშირეები: ჩეჩნების სუსტი უმრავლესობა ეკუთვნის ჰაპლოჯგუფ J2-ს. (56,7%), რომელიც ასოცირდება ხმელთაშუა ზღვის, კავკასიური და ნაყოფიერი ნახევარმთვარის (მესოპოტამიის) პოპულაციებთან.
სხვა თვალსაჩინო სიხშირა ამ ჰაპლოჯგუფის აღმოჩენილია ჩრდილოეთ კავკასიელ თურქ ხალხებში ყუმიხები (25%) და ბალყარები (24%). აღსანიშნავია, რომ J2 მოულოდნელად იშლება, როდესაც ადამიანი შედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის არა-ნახი ხალხების ტერიტორიაზე, რაც დაღესტნელ ხალხებში ძალიან დაბალ სიხშირემდე ეცემა.
2 ივლისი, 12:11
ჩეჩნური J2-ის უმეტესი ნაწილი მიეკუთვნება J2a4b* (J2-M67) ქვეკლადს, რომელთაგან ყველაზე მაღალი სიხშირე ნახურ ხალხებს შორისაა: ჩეჩნები იყო 55,2% ბალანოვსკის კვლევის მიხედვით, ხოლო ინგუშები 87,4%. სხვა შესამჩნევი ჰაპლოჯგუფები, რომლებიც მუდმივად ჩნდებოდნენ მაღალ სიხშირეებზე, იყო:
J1 (20.9%),
L (7.0%),
G2 (5.5%),
R1a (3.9%),
Q-M242 (3%) და
R1b-M269 (1.8%),
მაგრამ გაცილებით მაღალია თავად ჩეჩნეთში დაღესტნელი ან ინგუში ჩეჩნებისგან განსხვავებით). საერთო ჯამში, ტესტებმა თანმიმდევრულად აჩვენა, რომ ჩეჩნები ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებული ინგუშებთან, ჩერქეზებთან და სხვა ჩრდილოკავკასიელებთან, ზოგიერთ ტესტში ზოგჯერ აჩვენებენ ნათესაობას სხვა ხალხებთან. ბალანოვსკის კვლევამ აჩვენა, რომ ინგუშები ჩეჩნების უახლოესი ნათესავები იყვნენ.
რუსი სამხედრო ისტორიკოსი და გენერალ-ლეიტენანტი ვასილი პოტო ჩეჩნების გარეგნობას ასე აღწერს: "ჩეჩენი სიმპათიური და ძლიერია. მაღალი, შავგვრემანი, მოხდენილი, მკვეთრი ნაკვთებით და სწრაფი, გადამწყვეტი გამოხედვით, ის აოცებს თავისი მობილურობით, სისწრაფით, ოსტატობით. ."
2021 წლის როსსტატის კვლევის მიხედვით, ჩეჩნეთი აღმოჩნდა რუსეთის ის რეგიონი, სადაც პოპულაციის საშუალო სიმაღლე არის ყველაზე მაღალი: მამაკაცებისთვის საშუალოა - 179,1 სმ, ხოლო ქალებისთვის - 168,2 სმ.
2 ივლისი, 12:04
დაღესტნელების გენეტიკა

2006 წელს დაღესტნის პოპულაციების გენეტიკურმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა Human Biology-ში, აჩვენა, რომ დაღესტნის მაცხოვრებლები გენეტიკურად მჭიდრო კავშირში არიან ანატოლიელ თურქებთან და კვიპროსელ თურქებთან. იუნუსბაევი და სხვ. აღნიშნავენ, რომ ეს აღმოჩენები მხარს უჭერს თეორიას, რომ დაღესტნის ძირძველი ჯგუფები (ტომები, ხალხები) წარმოშობით არიან ძველი ანატოლიის (მცირე აზიის, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიის) ფერმერული ტომებიდან, რომლებმაც ადრეული სასოფლო-სამეურნეო ტრადიციები შემოიღეს.

In 2006, a genetic study of the Dagestan populations, published in Human Biology, suggested that inhabitants of Dagestan are closely related to Anatolian Turks and Cypriot Turks. Yunusbayev et al. pointed out that these findings support the theory that indigenous groups of Dagestan can trace their roots back to ancient Anatolian farming tribes who introduced early agricultural traditions.
(Yunusbayev et al. 2006, Genetic structure of Dagestan populations: a study of 11 Alu insertion polymorphisms);
14 ივნისი, 1:24
ნახურ-დაღესტნური ეთნოსებიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისტორიულად განსახლებულნი არიან: ავარები, წახურები, რუტულები, ლეზგები, უდინები, ხინალუღები, კრიწები და ბუდუხები. აქედან მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორია რომ არის მათი სამშობლო და არა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორია, ასეთი ეთნოსები არიან: უდინები, ხინალუღები, კრიწები და ბუდუხები.
0 1 4