x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ზღვარს გადასცდა ჩემ წინააღმდეგ გავრცელებულ ჭორები და ცილისწამება“ - რატი დურგლიშვილი
image

.
პოპულარული ქართველი მომღერალი რატი დურგლიშვილი შეშფოთებულია მის წინააღმდეგ აგორებული ჭორებით და იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიით არის დაკავებული და აფრთხილებს, რომ სასამართლოს მიმართავს. თუ რას გულისხმობს, მომღერალი არ აკონკრეტებს.

.

„მივესალმები ჩემს მსმენელს სიყვარულით და პატივისცემით. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პირველად და ამავდროულად ბოლოჯერ ჩემს წინააღმდეგ გავრცელებულ ჭორებს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული იმუნიტეტი მაქვს ყველანაირი სახის ჭორზე, ამჯერად ზღვარს გადასცდა ეს კამპანია, რადგან არა მარტო ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, არამედ ასეთი სახის ჭორებით ხდება ჩემი შრომის, საქმიანობის გაუფასურება, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ასე თუ გაგრძელდა, ვფიქრობ, მომიწევს კონსტიტუციით დაცული პირადი ღირსების ხელშეუხებლობის დაცვაზე და ცილისწამებაზე სასამართლოსადმი მიმართვა.
.
პ.ს. რაც შეეხება ჩემს კერძო სახლს, ის მხოლოდ ჩემი უდიდესი ფიზიკური შრომისა და საკმაოდ სოლიდური საკრედიტო ისტორიის დამსახურებაა”, – წერს რატი დურგლიშვილი.
მანამდე კი მომღერალმა განაცხადა, რომ მისი ახალი სახლი ვალების შედეგად მოაწყო, ამდენად სახლთან დაკავშირებული ჭორებიც უსაფუძვლოა.
.
რატი დურგლიშვილმა თბილისთან ახლოს კერძო სახლი თავისი გემოვნებით გააკეთა და მოაწყო. მშენებლობის პროცესში კი ბევრი რამ საკუთარი ხელით გააკეთა. საოცარი სახლი მან მცხეთაში მოიწყო.


.

“ყველაზე მაგარი ისაა, რომ წარმოსახვაში რაც მქონდა, ის გავაკეთე ზუსტად. მე ხომ სამ დეში არ ამიწყვია ვიზუალი. ამაზე მაგარი რამ არ არსებობს, როცა ჩანაფიქრს ახორციელებ.


ვინ შეგიფასა სახლი?



სადმე რომ შევდივარ, საოცარი კომპლიმენტებს მეუბნებიან, მაქებენ გაოგნებული ვართ, ეს რა გააკეთეო. უამრავმა საიტმა დადო ვიდეოები ჩემი სახლიდან, სულ კარგი კომენტარები იყო. კი იყო ერთი-ორი კითხვა, საიდან ამდენი ქონებაო (იცინის). ყველამ იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი შრომა დამჭირდა და ჩემი ხელებით გავაკეთე ეს სახლი.


მართლა არავინ დაგხმარებია?


დამეხმარნენ, როგორ არა? რაშიც კომპეტენტური არ ვიყავი, ის სხვას ვანდე, კარებიც პროფესიონალებმა გამიკეთეს და იატაკიც. დანარჩენი, 90%, მე გავაკეთე, ამიტომაც მაქვს ხელზე პრობლემა (იღიმის). სამწელიწადნახევარი არ გამითიშავს გონება. მართლა ვირული შრომა მაქვს გაწეული. გონებაც არ გამითიშავს. მთლიანად გადადებული მქონდა ჩემი თავი ამისთვის. დაზარება და დასვენება არ ვიცი, რა არის. გაოგნებულები მიყურებდნენ მეზობლები, ჩამოდიხარ თუ არა, ეგრევე მუშაობას იწყებო. მიზნად თუ გაქვს დასახული რაღაც, ბარიერი არ არსებობს.


მე, ზოგადად, ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი ვარ. თუ რაღაც ავიჩემე, ის ბოლომდე უნდა მივიყვანო. როცა რაღაცას ვპირდები საკუთარ თავს და მერე აღარ ვაგრძელებ, ეს არ მომწონს, სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი ფასი აქვს. ერთგვარ ტესტსაც უკეთებ საკუთარ თავს. ბევრი დაბრკოლება მქონდა და ყველაფერი გადავლახე, გამოსავალი ვიპოვე. ასეთ დროს, პიროვნულად აძლიერებ საკუთარ თავს. დიდი ცხოვრების ეტაპია. მხოლოდ ის არ არის, რომ კარგი სახლი გაქვს. ბევრ ახალ თვისებასაც აღმოაჩენ საკუთარ თავში…

0
162
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0