x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ ატარებენ ებრაელები ბეწვის ქუდს?

image


ებრაული ტრადიცია მოითხოვს რომ ყველა ებრაელმა თავდახურული იაროს, ამიტომ ისინი ხშირად შეიძლება თავზე კიპით იხილოთ, მაგრამ არიან ებრაელები, რომლებიც კიპას გარდა, თავზე უზარმაზარ ბეწვის ქუდებსაც ატარებენ. რისთვის? ამ ქუდს "შტრაიმლი" ეწოდება. მას ყველა ებრაელი არ ატარებს. "შტრაიმლი" ყველაზე გავრცელებული ჰასიდებს შორის არის, ისინი მას როგორ წესი, შაბათს და ებრაულ დღესასწაულებზე ატარებენ.


image


ჰასიდიმები - რაბინული იუდაიზმის ერთ - ერთი სექტაა, რომელიც მე-18 საუკუნეში აღმოსავლეთ ევროპაში წარმოიშვა და ღმერთის ემოციურ შეცნობაზე აქცენტირებს. "შტრაიმლს" ასევე ლიტველებიც ატარებენ - ის უედეველები, როგორც წესი, ლიტვის დიდი საჰერცოგოდან არიან წამოსული. ჰასიდიზმისგან განსხვავებით, ლიტველები აქცენტს თალმუდის ინტელექტუალურ შესწავლაზე აკეთებდნენ და არა ემოციურ განცდებზე. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ "შტრაიმლს" მხოლოდ მამაკაცები ატარებენ. ისინი ქუდს ჩვეულებრივ ქორწილის ან ბარ -მიცვას შემდეგ ატარებენ. ბარ-მიცვა - იუდაიზმში სრულწლოვანების მიღწევას ნიშნავს.



"შტრაიმლის" მოკლე ისტორია


image



რაბინი შიმონ სოფერი და რაბინი მენაჰემ მენდელი ვიტებსკიდან


"შტრაიმლის" წარმოშობის ერთი ვერსია არ არსებობს, თუმცა ყველა მათგანი აღმოსავლეთ ევროპას უკავშირდება, სადაც ლიტველები და ჰასიდიმები წარმოიშვნენ. საყოველთაოდ აღიარებული ვერსიის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის ებრაელებმა თავადაზნაურობის თავსაბურავების ფორმა საკუთარ თავზე მოირგეს. ეს დაახლოებით მე-17 საუკუნეში მოხდა, როდესაც ბეწვის ქუდები გავრცელებული იყო მონარქებს, მთავრებს, ბოიარინებსა და დიდებულებს შორის.


image


სხვა ვერსიის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის ებრაელებს საჯარო დამცირების მიზნით ცხოველის კუდი უნდა ეტარებინათ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ქუდი თავიანთი სიამაყის სიმბოლოდ აქციეს. სავარაუდოა, რომ ებრაელები უბრალოდ იმდროინდელ მოდას მიჰყვებოდნენ, ვინაიდან მათი ჰასიდელი და ლიტველი მასწავლებლები "შტრაიმლებს" ატარებდნენ, ამიტომაც მათ მიბაძეს და გადაწყვიტეს თავიანთი მასწავლებლების ვიზუალური იმიჯი კულტად ექციათ.





ებრაული ბეწვის ქუდების სახეობები


image


სპოდიკები და კოლპიკები


გალიციელი, უნგრელი და რუმინელი ებრაელების მიერ "შტრაიმლი" ტრადიციულად შავი ხავერდის ნაჭრისგან იქმენოდა, გარშემო შემოვლებული ბეწვით. ბელორუსელი ჰასიდიმებისთვის კი ხავერდს თეთრი ფერი ჰქონდა, როგორც ეს რაბინ მენაჰემზე ჩანს ზემოთ მოცემულ ფოტოზე. "შტრაიმლების" გარდა ებრაელები ატარებენ სპოდიკებს და კოლპიკებს. ესენი ასევე ბეწვის ცილინდრული ქუდებია, რომელთაც "შტრაიმლისგან" გარკვეული განსხვავებები გააჩნიათ.



და მაინც რისთვის ატარებენ ებრაელები ასეთ ქუდებს?


image


ებრაელები ამ ფორმის ქუდებს არა მხოლოდ სილამაზისთვის ატარებენ. "შტრაიმლს", "სპოდიკს" და "კოლპიკს" რელიგიური მნიშვნელობა გააჩნია. ებრაული კანონის მიხედვით, საკმარისია თავის მხოლოდ კიპით დაფარვა. კიპა - გახლავთ პატარა ნაჭრის ქუდი, რომელიც კეფაზეა განთავსებული. ებრაელები ბეწვის ქუდს კიპას ზემოდან ატარებენ, რათა საკუთარ თავს უფრო სასულიერო პირის სტატუსი მიანიჭონ, როგორც ცნობილია ქუდს შაბათს და ებრაულ დღესასწაულებზე ატარებენ.


image


გვირგვინის მსგავსად "შტრაიმლის" ტარება დღესასწაულის პატივისცემის ნიშანია. "შტრაიმლი" საკმაოდ ძვირი ღირს, მისი ფასი მხოლოდ 1, 5 ათასი დოლარიდან იწყება, იმიტომ რომ ისინი მხოლოდ სპეც შეკვეთით - სიასამურის, კვერნას, წაულას, თახვისა და ნაცრისფერი მელას ბეწვისგან მზადდება. მდიდარ ებრაელებს ორ სახის "შტრაიმლი" აქვთ. ერთი იაფასიანი, მეორე კი - ძვირიანი. იაფასიანს ებრაელები ცუდ ამინდში ატარებენ, და ასევე იმ სიტუაციებში, როცა ქუდის დაზიანების საფრთხე დიდია.






0
341
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
341