რელიგია რატომ ეკრძალებათ მუსლიმ კაცებს ოქროს ტარება? - მიზეზი შოკში ჩაგაგდებთ! 2023, 19 ნოემბერი, 9:52 როგორც ცნობილია მუსლიმთა რჯულის კანონები ძალიან მკაცრია, იქ იმდენი აკრძალვა მოქმედებს წარმოდგენაც რომ ჭირს, მაგალითად, მუსლიმ კაცებს არ აქვთ ოქროს ტარებისა და ღორის ხორცის მირთმევის უფლება, თუმცა თუ აღმოსავლელ ქალებს ყურადღებით დააკვირდებით აუცილებლად შეამჩნევთ რომ მათ ყოველთვის ბევრი ოქროს სამკაული უკეთიათ, მაშ, რა სახის აკრძალვაზეა საუბარი?საქმე იმაშია, რომ მუსლიმ ქალებს ოქროს სამკაულით სიარული ნამდვილად შეუძლიათ, მეტიც, მათ აბრეშუმის შარფის ტარებაც მოეთხოვებათ. ბევრი ფემინისტი თვლის, რომ აღმოსავლელი ქალების უფლებები ირღვევა, ზოგი მათ მონებთანაც კი აიგივებს, მართალია ეს თუ არა, დაე, უფლებადამცველებმა გაარკვიონ, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ აღმოსავლურ სამყაროში საყვარელი ცოლი მეუღლის მხრიდან ყოველთვის მუდმივი ზრუნვის ობიექტია, რომელიც რეგულარულად ანებივრებს მას ძვირფასი საჩუქრებით და აბრეშუმის შარფებით, თუმცა რატომღაც თავად მას ოქროს სამკაულის ტარება მკაცრად ეკრძალება, მათ შორის საქორწინო ბეჭდისაც კი, მაგრამ რატომ? ისმის კითხვა.ირკვევა, რომ ამ რელიგიის კანონები მამაკაცს არ აძლევს საშუალებას ქალს დაემსგავსოს, ამიტომ აღმოსავლეთის ქვეყნებში სამკაულები ნამდვილ ცოდვად ითვლება, თუმცა მათი ტარება ქალბატონებსთვის სრულიად დასაშვებია, კაცმა კი თავისი მნიშვნელობა და მდგომარეობა - ქმედებით, საქმით, სიტყვებითა და ყველანაირად უზრუნველყოფილი მეუღლის სახით უნდა დაამტკიცოს.ითვლება, რომ მან მთელი ფული და ენერგია თავის საყვარელ ქალსა და შვილებს უნდა მოახმაროს, თუმცა თუ მუსლიმ კაცს ძვირფასი ლითონების ტარება მაინც მოესურვება, მას ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არჩევანის გაკეთება მას ოქროს ნაცვლად ვერცხლზე მოუწევს, თუმცა ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ამ წესებს მუსლიმები პრაქტიკულად უკვე აღარ იცავენ, გარდა ალბათ, ყველაზე მორწუნეებისა, ამიტომ არც თუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც მამაკაცები სიამოვნებით ატარებენ როგორც ოქროს საათებს, ასევე ბეჭდებსა და გულსაკიდებს.291 შეფასება არ არის |