x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ არ ვარდებათ კიპა ებრაელებს თავიდან?

image


კიპა-ებრაელი მამაკაცების ტრადიციული თავსაბურავია. მისი კიდევ ერთი სახელი იარმულკეა (რაც თარგმანში - "ღვთის მოშიშს" ნიშნავს). გვერდიდან ეს პატარა ქუდი ებრაელის თავზე მიწებებულივით გამოიყურება, თუმცა რეალურად არაერთი ადამიანი ინტერესდება რა აჩერებს ამ პატარა ქუდებს თავზე და რატომ არ ვარდებათ ის ებრაელებს კეფიდან? ნუთუ რაღაც ხრიკთან გვაქვს საქმე?



ფორმებისა და ქსოვილების დიდი მრავალფეროვნება


image


მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ებრაული კანონი მამაკაცებისთვის თავის დაფარვას არ მოითხოვს, ბევრი იუდეველი ამ ტრადიციას მაინც იცავს, კიპას ტარება - ღვთისმოსაობის, მოკრძალებისა და ღვთის მსახურების სიმბოლოს წარმოადგენს, თუმცა ყველა ებრაელი კიპას მუდმივად არ ატარებს, მას მხოლოდ მართლმადიდებლების თავზე იხილავთ, კონსერვატიული ებრაელები ამ თავსაბურავს მხოლოდ სინაგოგაში და ტრაპეზის დროს ატარებენ. არარელიგიური ებრაელები კი - მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე (მაგალითად, "ბარ - მიცვაზე" - სრულწლოვანების დღესასწაულზე). რეფორმატორი ებრაელები კი ასეთ თავსაბურავებს საერთოდ არ ატარებენ.


image


შეგვიძლია ვთქვათ, რომ ებრაელის თავზე კიპას არსებობით შესაძლებელია მისი რწმენის დადგენა. მეტიც, ფორმა, ფერი, ზომა და ქსოვილის ტექსტურა ცხადყოფს, რომელ მიმართულებას მიაკუთვნებს თავს ეს კონკრეტული იუდეველი. მაგალითად, აშქენაზები უპირატესობას მუქი ფერის ქსოვილისგან შეკერილ იარმულკებს ანიჭებენ, ჰარედიმები კი უფრო დიდ, მონოტონურ ნაქსოვ კიპებს ატარებენ.


image


"ნოარ-გვაოტის" ებრაული მიმართულების წარმომადგენლებს დანარჩენებისგან ძალიან დიდი და უხეში ქსოვის თავსაბურავები გამოარჩევს. ჰარედიმები შავი ხავერდისგან ან მატყლისგან დამზადებულ კიპებს ატარებენ, არის ისეთებიც, რომლებსაც მეტსახელად "კიპა სრუგას" (ნაქსოვი კიპა) უწოდებენ, რადგან მათი რელიგიური მიმართულების წარმომადგენლებს ასეთი განსხვავება აქვთ. ყველა ამ კიპას სხვადასხვა ფორმა, ზომა და სიმკვრივე გააჩნია, და თუ დიდ მოცულობასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაშ, როგორ ხდება პატარა ქუდების თავზე გაჩერება?



პატარა ხრიკები


image


საიდუმლო ძალიან მარტივია. იმისთვის რომ კიპა თავიდან არ ჩამოვარდეს მას თმაზე სამაგრით ამაგრებენ, მაგრამ რა ქნას იმან ვისაც თმა არ აქვს? ამ შემთხვევაში კიპა თავზე მისი კიდეების გასწვრივ არსებული სპეციალური სილიკონის ზოლების საშუალებით მაგრდება, და მაინც თუ ადამიანს თმა აქვს, მაგრამ ძალიან მოკლედ აქვს შეჭრილი? კიპა ამ შემთხვევაშიც კიდევ უფრო უკეთ მაგრდება, ვინაიდან ხახუნისა და გრავიტაციის მარტივი ფიზიკური კანონები მოქმედებს.


imageimageimage









0
577
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
577