x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იცით, რატომ ატარებენ ებრაელები თავზე ამ პატარა ქუდებს?

image


ალბათ, არაერთხელ გაგჩენიათ კითხვა თუ რატომ ატარებენ ებრაელები თავზე ამ პატარა, მრგვალი ფორმის ქუდებს, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ. დღევანდელ სტატიაში შევეცდებით გავარკვიოთ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხი რატომ ატარებს მსგავსი სახის თავსაბურავს - იგივე კიპას კეფის ზედა ნაწილზე.


image


საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ქუდი, უპირველეს ყოვლისა, ღმერთისადმი რწმენის სიმბოლოდ გამოიყენება. რწმენის თანახმად, ებრაელები მას იმიტომ ატარებენ რომ ყოველთვის ახსოვდეთ - ყოვლისშემძლე ზემოდან იყურება და ყველაფერს ხედავს. გარდა ამისა, თალმუდის ტრაქტატში ნათქვამია, რომ თავის თავმდაბლად დაფარვით ებრაელი თავის სულიერ თვისებებს აუმჯობესებს.


image


კიპას ტარება მოწმობს რომ პიროვნება განეკუთვნება ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც უფლის მსახურებასა და მცნებებს ასრულებს. 13 წლამდე ბიჭუნაც კი, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მცნებების შესრულების ვალდებულება, თავზე კიპას ატარებს, რომელზე პასუხისმგებლობაც მის მშობლებს ეკისრება.


image


კიპას ტარებას ბიჭს იმ ასაკიდან ასწავლიან როცა ის უკვე სიარულს იწყებს, კაცების გარდა, თავის დაფარვა ასევე ქალებსაც მოეთხოვებათ, თუმცა სულ სხვა მიზეზით. უცნობმა მამაკაცმა გათხოვილი ქალის თმა არ უნდა დაინახოს, ხოლო თუ ის მას არ დაიფარავს, ითვლება რომ ამით ის მოკრძალების კანონებს არღვევს, ამიტომ გათხოვილი ქალები თავზე შარფს ატარებენ, ზოგიერთ თემში კი - პარიკს. საგულისხმოა, რომ თავსაბურავით ქალი თავს ძირითადად, ქორწილის შემდეგ იმოსავს, თუმცა ქორწილამდე მას ასეთი ვალდებულება არ გააჩნია.



0
8554
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
8554