რელიგია სიყვარული სიგიჟის ზღვარზე: შუა საუკუნეების სკანდალური ისტორიები, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია 2023, 28 აგვისტო, 9:48 შუა საუკუნეებში რელიგია ადამიანთა გონებასა და სულებში დომინირებდა, მორწმუნეებს მტკიცედ სჯეროდათ ჯოჯოხეთის და სამოთხის, ღმერთის განრისხების ეშინოდათ და ყველა მარხვასა თუ შეზღუდვას ზედმიწევნით იცავდნენ. ერთ-ერთი მკაცრი აკრძალვა სექსუალობის გამოვლენა იყო. ქალებისთვის ინტიმური ურთიერთობა ჩასახვის აქტს წარმოადგენდა ან მამაკაცის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
ის უნდა ყოფილიყო კაცთან "კუნძი", რომელიც არავითარ ხმას არ გამოსცემდა, ხოლო კაცს ცოლის მიმართ მოჩვენებითი ერთგულების თამაში ევალებოდა, მაგრამ მოგეხსენებათ რომ ადამიანის სურვილებისთვის ბორკილების დადება ძნელია. აკრძალულ სიამოვნებას გემოს არა მარტო მამაკაცებისა და ქალების ბოჰემური ფენა უსინჯავდა, ქალთა მონასტრების მაღალი კედლების მიღმაც ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა. ქრისტეს "დები" თავიანთ ცხოვრებას ნებისმიერი საშუალებით "ალამაზებდნენ".
ინგლისური მონასტერი "ლიტლმორი"
მონასტერი ოქსფორდშირის შორეულ კუთხეში მე-12 საუკუნეში დაარსდა. მონაზვნების ცოდვაში ჩავარდნა იქ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში შესაშური მუდმივობით ხდებოდა."მონაზვნები არ მარხულობდნენ, უახლოესი სოფლიდან კაცებსაც იღებდნენ, ღვინოსაც სვამდნენ და მხიარულობდნენ კიდეც. დედათა მონასტერს კეტრინ უელსი წინამძღვრობდა, რომელიც მონაზვნებს აბუჩად იგდებდა, აშიმშილებდა და საკუჭნაოში კეტავდა. თავად კი მშვიდად არღვევდა ყველა რელიგიურ მცნებას და სასულიერო პირთან ცხოვრობდა, რომელსაც ღვთის სასჯელის ასევე არ ეშინოდა. მათ შვილიც კი შეეძინათ, რომელსაც მთელი მონასტერი ძიძობას უწევდა", - წერდა საკუთარ ჩანაწერებში ბრიტანელი ისტორიკოსი სარა რის ჯონსი. მონაზვნები რელიგიური კანონების დარღვევას ყველანაირად ამართლებდნენ და ცოდვად არ თვლიდნენ. ამ ფაქტს შუა საუკუნეების მონასტრებში ზნეობის შესახებ არსებული მრავალი ანეგდოტი და გამონათქვამიც ადასტურებს: "ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს", - აღიარა ერთხელ მონაზონმა, როდესაც მისი მზარდი მუცელი ყველამ შეამჩნია.როდესაც ჭორებმა ეპისკოპოსის ყურამდე მიაღწია, მან იქ შესამოწმებლად სპეციალური ხალხი გაგზავნა, ყველა ვარაუდი რომ მონასტერი ბორდელად იყო ქცეული დადასტურდა, ის დაშალეს, მონაზვნები კი გააძევეს. ბოლო გათხრების დროს იქ ორი ცხედარი იქნა ნაპოვნი: კაცი და ქალი მცირეწლოვანი შვილით. ასეთ სასტიკ საიდუმლოებას ინახავდა მონასტერი...
მონასტრიდან გაქცევაიყვნენ გოგონები, რომლებიც მონასტერში ნებაყოფლობით მიდიოდნენ, ვიღაც გაუთხოვრად რჩებოდა, ვიღაცას მშობიარობის ეშინოდა, რადგან ის ხშირად სიკვდილით სრულდებოდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პატიმრობაში მშობლების ბოროტი განზრახვის გამო ხვდებოდნენ. ამ გოგონებს მხოლოდ ერთი ოცნება ჰქონდათ - გაქცეულიყვნენ ნებისმიერ ადგილას, სადაც ცხოვრების ყველა სიამოვნების განცდას შეძლებდნენ. მე-14 საუკუნის დასაწყისში იორკის მონატრიდან მონაზონი გაიქცა, მაშინ მსგავსი ქმედება სასიკვდილო ცოდვასთან იგივდებოდა, ამიტომ მთელი საეკლესიო სამღვდელოება აღშფოთდა. "იპოვეთ ჟანა და მონასტერში დაბრუნება დაავალდებულეთ", - იუწყებოდა იმდროინდელი დოკუმენტი, რომელსაც ხელს არქიეპისკოპოსი მელტონი აწერდა.
ჟანა გაქცევისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, თავიდან ის თავს ყველას შეუძლოდ აჩვენებდა, შემდეგ კი სიკვდილის ინსცენირებაც მოაწყო. რა თქმა უნდა, მას ამაში დაეხმარნენ, ვინაიდან მარტო ის ასეთ რთულ ამოცანას ვერ გაუმკლავდებოდა. "მან არა თუ არ იზრუნა საკუთარ სულზე, არამედ ეკლესიისადმი მთელი გულით თავდადებული მონაზვნებიც მოატყუა. ამ მაწანწალა ცხვარს არც კი შერცხვა იმის, რომ მის მაგივრად ფიტული დამარხეს. ეს ფიტული მიწას მიაბარეს, სადაც ღვთის ჭეშმარიტი მსახურები არიან დაკრძალული. მან მკვდრებიც კი შებილწა", - წერდა არქიეპისკოპოსი.
გაქცევის შემდეგ მონაზონმა ჟანამ თავისუფლება მოიპოვა, ცხოვრებით ტკბობა ისწავლა და თავისუფლების გემოც იგემა. სურვილი იმისა, რომ სიკვდილის იმიტაციის გზით მისი გაქცევა საიდუმლოდ დარჩენილიყო, ჩაიშალა, იდეა გაცხადდა. ჟანას შემდგომი ბედი დოკუმენტებში არ არის ასახული, და მისი ბედიც უცნობია. მონასტრის კედლებიდან სხვა გოგონებიც ახერხებდნენ გაქცევას, რასაც ისინი ჩვეულებრივ დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან ფრთხილად ამზადებდნენ, მხოლოდ მონასტრის დატოვება საკმარისი არ იყო. საჭირო იყო ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც გაქცეულს დაეხმარებოდა, დამალავდა და თავშესაფარს მისცემდა.
"შუა საუკუნეებში შედგენილი დოკუმენტები უდავო მტკიცებულებაა იმისა, რომ ქალთა მონასტრები იმდროინდელ ბორდელებზე გაცილებით უფრო გარყვნილი იყო. მათი კარიბჭე ღია იყო მდიდარი კაცებისთვის, ამ საქმეებში ჩართულნი იყვნენ ასევე წმინდანი დიდვაროვნებიც, მონასტრის კედლებში ბევრი მონაზონი ორსულდებოდა და ბავშვსაც კი აჩენდა" - წერდა პროფესორი სარა რის ჯონსი. საეკლესიო ხელისუფლება გარყვნილებას ისე ებრძოდა როგორც შეეძლო. ერთ მონასტერში წინამძღოლს ატუსაღებდა, მეორეში მცველებს უნიშნავდა, რათა მონაზვნებს დრო მარტოობაში გაეტარებინათ და ცოდვები მოენანიებინათ. კელიებში პოულობდნენ როგორც სასიყვარულო წერილებს, რომლებიც ურთიერთობის უმცირეს დეტალებსაც კი ასახავდა, ასევე ძვირადღირებულ სამოსსაც, რომელსაც გოგონები სტუმრების მოსაზიდად ატარებდნენ.რწმენა იმისა, რომ შუა საუკუნეებში მონასტრები სიმკაცრის, მორჩილების, უბიწოებისა და სიწმინდის განსახიერება იყო მცდარია. მონასტერში ერთხელ მაინც მოხვედრილი მონაზონი ამქვეყნიური ცხოვრების სიტკბოებას ვეღარ ივიწყებდა და ცხოვრების გემოს გაგების გზებს ყველა საშუალებით პოულობდა.
შუა საუკუნეების ქალაქებში ყველა რანგის მონაზვნისა და სასულიერო პირის ზნეობის შესანარჩუნებლად მრავალი სასჯელი იქნა დაწესებული, მაგრამ ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ ადამიანები სცოდავდნენ და ანათემის შიშიც კი მათ აკრძალული სიამოვნებისა და გარყვნილებისგან ვერ აჩერებდა.389 შეფასება არ არის |