x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რა უტიფორბა და ძონძობაა"-გია აბაშიძე შალვა ნათელაშვილის ძველ ვიდეოს აზიარებს

image

ანალიტიკოსი გია აბაშიძე შალვა ნათელაშვილის ძველ ჩანაწერს აზიარებს, სადაც ლეიბორისტების ლიდერი პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთვხვევაში რუსეთთან ითანამრომლებს და უარს იტყვის ამერიკასთან და ნატოსთან თანამშრომლობაზე.


"რა უტიფრობა და ძონძობაა 'გლობალურ ომის პარტიაში' - როცა 'დაუნ ვიზ დიქტეიტე' კლოუნი შალვა ნათელაშვილი ნატოს, ევროკავშირს და აშშ-ს უტევდა, მაშინ რუსების აგენტი იყო. შემდეგ ოკეანის გაღმიდან ორ ცენტად გადაიბირეს და ახლა რუსებს უტევს.

"პატრიოტმა" კონგრესმენებმა კი, კაბინეტები გაუღეს. პოლიტიკური მეძავის მხარდამჭერობა ამგვარი მეძავისგან არაფრით განსხვავდება. CARRY ON"-წერს გია აბაშიძე.
როგორც მოგეხსენებათ შალვა ნათელაშვილი აშშ-ში იმყოფება, სადაც ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა, რათა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას სანქციები დაუწესონ.
"ჩემო საყვარელო და სალოცავო ხალხო, აღსრულდა, რასაც გპირდებოდით. საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ 12 წლიანი ბრძოლა კრიმინალურ-ოლიგარქიული პროსუსული რეჟიმის წინააღმდეგ დაგვირგვინდა სანქციებით, რის შესახებაც ვაშინგტონმა რამენიმე საათის წინ გამოაცხადა.
ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება. ეს მიღწევა არ იქნებოდა ჩვენი ხალხის გარეშე, ჩვენი უბრწყინვალესი ახალგაზრდების გარეშეს, რომლებმაც აჩვენეს თავდადებისა და თავგანწირვის უპრეცედენტო მაგალითი მთელ მსოფლიოს და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე.
უდიდეს მადლობას ვუცხადებთ აშშ-ს, ამერიკელ ხალხს. დაიხსომოს ეს დღევანდელმა და მომავალმა თაობებმა. ამ კრიტიკულ დროს ამერიკის მხარდაჭერამ გადაარჩინა საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ სამი ადმინისტრაციის პირობებში იბრძოლა ამ ისტორიული ჟამის დადგომისთვის. სამი პრეზიდენტი გამოვიცვალეთ: ობამა, ტრამპი და მესამე, აგერ, ბაიდენი, ვინც მიიღო გადაწყვეტილება. ოთხი მოწვევის კონგრესი გამოვიცვალეთ და მიზანი მიღწეულია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! დღეს დაგვრჩა კიდევ ერთი ამაღლებული მიზანი, რომელიც დამთავრდება აუცილებელი გამარჯვებით: გავუშვათ, შევცვალოთ, მოვიცილოთ არსებული ხელისუფლება, რომელიც გადაიქცა ქართველი ხალხისა და კაცობრიობის ხორცმეტად“-წერს შალვა ნათელაშვილი 24 მაისს სოციალურ ქსელში.
0
381
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0