x
image
თორ ნიკე
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-8
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-8


1. ისტორიაში პირველად ცოცხალ ადამიანს ღორის ღვიძლი გადაუნერგეს 2024 წლის 17 მაისს. ოპერაცია ჩატარდა ჩინეთში პროფესორ სუნ ბეიჩენგის ხელმძღვანელობით. 71 წლის პაციენტი მამაკაცის ორგანიზმმა ორგანო წარმატებით მიიღო. (იხ. წყარო).


ისტორიაში პირველად ცოცხალ ადამიანს ღორის ღვიძლი გადაუნერგეს 2024 წლის 17 მაისს



2. შვეიცარულმა სტარტაპმა "FinalSpark"-მა 2024 წელს შექმნა ადამიანის ტვინის ქსოვილებისგან დამზადებული მინი-ტვინებით "ცოცხალი კომპიუტერი". მათ სილიკონის ველზე გამოთვლებისთვის იყენებენ. ნეირონები ამისთვის და ზოგადად, ინფორმაციის დასამუშავებლად მილიონჯერ ნაკლებ ენერგიას იყენებენ, ვიდრე კლასიკური კომპიუტერები. (იხ. წყარო)



შვეიცარულმა სტარტაპმა შექმნა ადამიანის ტვინის ქსოვილებისგან დამზადებული "ცოცხალი კომპიუტერი"




3. 2024 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა გვიმრა - Tmesipteris oblanceolata, რომელსაც მანამდე შესწავლილ ცოცხალ არსებათა სახეობებს შორის ყველაზე დიდი გენომი აღმოაჩნდა. ამ გვიმრის უჯრედულ ბირთვში 50-ჯერ უფრო მეტი დნმ-ია, ვიდრე ადამიანისაში. მისი მხოლოდ ერთი უჯრედი რომ ავიღოთ და მისი ბირთვიდან ამოვიღოთ დნმ-მოლეკულა და გავჭიმოთ, მისი სიგრძე მიაღწევს 106 მეტრს. შედარებისთვის, ადამიანის ერთი დნმ-მოლეკულა ამგვარად გაჭიმვის შემთხვევაში 2 მეტრ სიგრძეს აღწევს. ამ მაჩვენებლით წინა რეკორდის მფლობელი იყო Paris japonica, რომელსაც ამ გვიმრამ 7%-ით აჯობა. რეკორდსმენი მცენარე ახალ კალედონიაში ხარობს, იზრდება 5-დან 10 სმ-მდე. ადამიანის ორგანიზმი 30 ტრილიონზე მეტი ადამიანური უჯრედისგან შედგება. აქედან 84% არის ერითროციტები, რომლებიც სისხლის ნაკადში გადასვლისას კარგავენ ბირთვს რომ მეტი ადგილი ჰქონდეთ ჟანგბადის შესაერთებლად, გადასატანად და ორგანიზმის ჟანგბადით მოსამარაგებლად. დანარჩენი 16% ადამიანის ორგანიზმის ადამიანური უჯრედებისა, ანუ თითოეული ადამიანის ორგანიზმში არსებული მინიმუმ 5 ტრილიონამდე ადამიანური უჯრედი შეიცავს ბირთვს. თითოეულ ამ ბირთვში მოთავსებულია დნმ-ის მოლეკულა, რომელიც მთელი ცხოველქმედების და სიცოცხლის ფუნქციონირების ინსტრუქციას გვაძლევს. დნმ-ის ერთობლიობას გენომი ეწოდება. ცხოველებში ყველაზე დიდი გენომი წყლის ბინადარ Protopterus aethiopikus-ს აქვს - დაახლოებით 130 მილიარდი ბაზური წყვილი ანუ 130 გიგაბაზა. შედარებისთვის, ადამიანის მაჩვენებელია 3.1 გიგაბაზა (3 მილიარდზე მეტი ბაზური წყვილი). რა ფუნქცია აქვს სხვადასხვა სახეობაში არსებულ ამდენ დნმ-ს და რა უპირატესობას იძლევა ეს, ჯერ გაურკვეველია - ზოგადად, რაც უფრო მეტია უჯრედის ბირთვში დნმ, მით უფრო დიდია სახეობის უჯრედები, რომ დაიტიოს დნმ-ის შესაბამისი რაოდენობა. (იხ. წყარო)


გვიმრა - Tmesipteris oblanceolata,  რომელსაც შესწავლილ სახეობებს შორის უდიდესი გენომი აქვს



4. 2024 წელს გაარკვიეს, რომ დედამიწაზე პირველად წვიმები დაიწყო იმაზე 500 მილიონი წლით ადრე, ვიდრე იქამდე მიაჩნდათ. დასავლეთ ავსტრალიის ბორცვების უძველეს (4.4 მილიარდი წლის) ცირკონის მინერალებში არსებული ჟანგბადის იზოტოპების კვლევით ავსტრალიელმა და ჩინელმა მკვლევარებმა, გეოლოგ ჰამედ გამალელდიენის ხელმძღვანელობით დაადგინეს, რომ დედამიწაზე პირველად წვიმები დაიწყო 4 მილიარდი წლის წინ. მსუბუქი ჟანგბადის იზოტოპების გაჩენა ცხელი, მტკნარი წყლის შედეგია. ეს აღმოჩენა ნათელს ჰფენს დედამიწის ადრეული ისტორიის კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს და ასევე მიუთითებს, რომ სიცოცხლისთვის შესაბამისი პირობები ჩვენი პლანეტის ჩამოყალიბებიდან (რომელიც 4.6 - 4.54 მილიარდი წლისაა), 600-500 მილიონი წლის შემდეგ, ანუ 4 მილიარდი წლის წინ, უკვე იყო. ეს ნიშნავს, რომ მშრალი მიწა, მტკნარი წყლის რეზერვუარები და სიცოცხლე დედამიწაზე უკვე ამ პერიოდიდან გაჩნდა. (იხ. წყარო).


დედამიწაზე პირველი წვიმები 4 მილიარდი წლის წინ მოვიდა




5. დედაბუნებამ დიდი წყნაროკეანური ნაგვის გროვის ნელი დაშლა დაიწყო. გამოჩნდა მიკრობთა რამდენიმე სახეობა, რომელიც ადამიანების მიერ დაბინძურებულ საოკეანო წყლებში გროვად მიმობნეულ პლასტმასს შლის. ერთ-ერთი ასეთი სახეობაა სოკო Parengyodontium album, ის წყალში აღმოჩენილთა შორის რიგით მეოთხე სოკოა, რომელსაც პლასტმასის საკვებად გამოყენება და შესაბამისად მისი განადგურება შეუძლია (ამას აკეთებს ასევე ზოგიერთი ბაქტერია) - ის პოლიეთილენს შლის, რომელსაც პლასტმასის ბოთლების და პარკების დასამზადებლად იყენებენ. მკვლევარები ვარაუდობენ რომ წყნარი ოკეანის ამ ნაწილში შესაძლოა სხვა მიკრობებიც იყოს გავრცელებული (და მომავალში კიდევ მეტი გაჩნდეს), რომლებიც იგივე ფუნქციას ასრულებენ. (იხ. წყარო)


დედაბუნებამ დიდი წყნაროკეანური ნაგვის გროვის ნელი დაშლა დაიწყო



კრებულები

1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. მეცნიერება - ნაწილი V

6. სხვადასხვა - ნაწილი I

7. სხვადასხვა - ნაწილი II

8. ქართული მითოლოგია

9. რელიგია

10. საქართველო - ნაწილი I

11. საქართველო - ნაწილი II

12. ქართული სახელმწიფოები

13. პროტოქართველები

14. კავკასიური კულტურები

15. პარანორმალი

16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
87
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0