x
image
Yoona
Mediator image
იცით, რატომ არ შეიძლება შხაპის მიღება და ჭურჭლის რეცხვა ჭექა–ქუხილის დროს?
იცით თუ არა უსაფრთხოების ზომები ჭექა–ქუხილის დროს? თურმე ჩვენი სახლი სულაც არ არის ციხესიმაგრე! ჩამოვთვლით, რა საფრთხეები გველოდება სახლში ჭექა–ქუხილის დროს.



image



სახლი ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია, სადაც თავი შეგიძლიათ შეაფაროთ ჭექა–ქუხილის დროს, მაგრამ აქაც აუცილებელია უსაფრთხოების ზომების მიღება. აშშ–ს ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სია, რაც არ უნდა გააკეთოთ, თუ გარეთ ჭექა–ქუხილი ან ელვა არის:



ხელის დაბანა ან ჭურჭლის რეცხვა;


შხაპის ან აბაზანის მიღება;

ჭურჭლის სარეცხი მანქანის და სარეცხი მანქანის გამოყენება;

ტელეფონზე დარეკვა;

სხვა ტექნიკა მინიმუმ გამოიყენეთ;



ყველა ზემოთაღნიშნულს აქვს რაღაც საერთო: ყველა მათგანი წყალს და ელექტროენერგიას უკავშირდება.



image



„თუ სახლს ელვა დაარტყამს, სადენების ან წყალგაყვანილობის გავლით გაივლის. ასე რომ, ყველაფერი, რაც როზეტებს ან მილების სისტემას უკავშირდება, დამუხტული აღმოჩნდება. სახლში ნებისმიერი ტექნიკა დაუცველია ელვის დარტყმის მიმართ“ – განმარტავს ჯონ იენსენიუსი, ეროვნული ამინდის სამსახურის უსაფრთხოების სპეციალისტი.



სამწუხარო შედეგებისთვის აუცილებელი არაა, ელვამ შენობას პირდაპირ დაარტყას. ელვა შეიძლება მოხვდეს მისგან რამდენიმე მეტრში ადგილს, სადაც კომუნიკაციები გადის. თუ ქუხილი გესმით, ეს ნიშნავს, რომ ელვა ახლოს არის. ეს სიგნალი უნდა იყოს, რომ სანტექნიკას და ელექტროენერგიას მაქსიმალურად მოშორდეთ.



image



ყველა მოწყობილობის ხელახლა გამოყენება შესაძლებელია ჭექა–ქუხილის დასრულებიდან არანაკლებ 30 წუთის შემდეგ.



„ეს ცოტა მოუხერხებელია, მაგრამ ეს უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი დისკომფორტია“ – ხაზს უსვამს იენსენიუსი.



2017 წლის ივლისში 17 წლის ამერიკელი ვერა მობლი კაფეში თავის სამუშაო ადგილზე ჭურჭელს რეცხავდა, როცა ჭექა–ქუხილი დაიწყო. როცა უკვე ბოლო თეფშს რეცხავდა, ხელები წყალში ჩაყო და მაშინვე დაინახა სინათლის აფეთქება და გონება დაკარგა. ელვა პირდაპირ შენობას მოხვდა და ონკანის გავლით წყალში მოხვდა. ვერას ფეხსაცმელზე ნახვრეტი გაჩნდა, ტერფზე ძლიერი დამწვრობა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა.



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, რატომ არ იყენებენ ამერიკელები ელექტროჩაიდანს?

რატომ არ შეიძლება დაბანა, როცა სარეცხი მანქანა ჩართულია

რას იყენებდნენ ადამიანები ტუალეტის ქაღალდის გამოგონებამდე?

იცით, როგორ გავზარდოთ ავიაკატასტროფაში გადარჩენის შანსი

როგორ შეცვალა ფორთოხლის ქერქმა ეკოსისტემა ცენტრალურ ამერიკაში

0
411
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
411