x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ იპოვეს ჰიტლერის გვამი რუსებმა და რატომ დამალეს?

1945 5 მაისს, ვიდრე გერმანია კაპიტულაციას გამოაცხადებდა, სტალინის დავალებით, ბერია, კონტრდაზვერვის თანამშრომლებთან ერთად, საიდუმლოდ, ჰიტლერს ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა. ინფორმაცია აღნიშნული ოპერაციის შესახებ, წლების შემდეგ, თავად კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა ვ. და ელ. რჟევსკებმა, საკუთარ მემუარებში გაასაჯაროვეს. გარდა ამისა, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, "გრიფით საიდუმლო" ჰიტლერის დოსიესაც მოეხსნა და მისი ნახვა, უკვე ყველა მსურველს შეუძლია.


image


ბუნკერის დეტალური დათვალიერება, მას შემდეგ დაიწყო, რაც შიგნიდან დაჭრილები გამოიყვანეს და სინათლე გაიყვანეს. დაზვერვის თანამშრომლები ყოველ მეტრს დეტალურად იკვლევდნენ, ამოწმებს ოთახებს, არტეფაქტებს, დოკუმენტებს და ყოველ 4 საათში, ინფორმაციას ზემდგომ ორგანოებს აწვდიდნენ. ყველაფერი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ინფორმაციის მიმღები პირები, ყოველ ჯერზე, ტექსტის ქვეშ ხელს გაფრთხილებას აწერდნენ, რომ საიდუმლოს გამჟღავნების შემთხვევაში, სამხედრო ტრიბუნალი ელოდათ.

კონტრდაზვერვის მეორე ჯგუფი კი, სამხედრო ტყვეებს და ნადავლს აგროვებდა– ყველა დაიჭირეს, ვისაც ფიურერთან რაიმე სახის კავშირი, ან შეხება ჰქონდა.


imageჰიტლერის ბუნკერის მაკეტი


ამ რეჟიმში ბერია და მისი თანამშრომლები, დღე და ღამე მუშაობდნენ, მაგრამ შედეგი 3 დღის შემდეგაც არ იყო. ხოლო, კრემლში ხმები გავრცელდა, ფიურერის გაქცევის შესახებ. ამბობდნენ, რომ მან ბუნკერი გვირაბის მეშვეობით, ბოლო მომენტში, სავარაუდოდ, 1 მაისს დატოვა და ჰანა რიჩთან (გერმანელი მფრინავი–გამომცდელი) ერთად, ქვეყნიდან გაქცევაც მოახერხა. თუმცა...

7 მაის ბერლინში მოსულმა ძლიერმა წვიმამ მიწა გადარეცხა და ერთ–ერთმა ოფიცერმა ბაღში ჯარისკაცის პლედის კიდე დაინახა, რომელიც დამწვარი ორმოს სიღრმიდან იყო ამოწეული. ორმო მაშინვე გათხარეს და ორი დამწვარი ცხედარი და მკვდარი ძაღლის გვამი იპოვეს. ეს "ბლონდი" იყო, რომელიც ფიურერთან ერთად დამარხეს.

imageჰიტლერის და მისი მეუღლის ნაშთები უბრალო გადასაფარებელში გაახვიეს. კაპიტანმა დერიაბინმა კი, დაცვის თანხლებით, არმიის საგუშაგოების გავლით, კონტრდაზვერვის ბაზაზე გადაიტანა, რომელიც ბერლინის ჩრდილოეთ, გარეუბანში მდებარეობდა. ოპერაცია იმდენად საიდუმლოდ ჩაატარეს, რომ ჰიტლერის ნაპოვნი ცხედრის შესახებ, ჟუკოვსაც კი არაფერი უთხრეს. მარშალმა ამის შესახებ, მხოლოდ 20 წლის შემდეგ გაიგებს და თავს ღრმად შეურაცხყოფილად იგრძნობს.

უკვე ბაზაზე, ფიურერის სხეულის დათვალიერებისას, მის გვერდით, წითელ კოლოფში ჩადებული, ზედა ყბის პროთეზი აღმოაჩინეს, რომელიც სამხედროების განმარტებით, ჰიტლერ პირიდან მას შემდეგ გადმოუვარდა, რაც ამ უკანასკნელმა, თავში ტყვია დაიხალა და ის ტყვიით იყო დაზიანებული.

იმის დასადგენად, იყო თუ არა, ეს ჰიტლერის ცხედარი, სტომატოლოგების მოძებნა გადაწყდა. მალე ორი ექიმი – ფრიც ეხტმანი და კეტე ჰეუზერმანი იპოვეს, რომლებიც იმ კლინიკაში მუშაობდნენ, სადაც ჰიტლერი მკურნალობდა. ეხტმანი ბერლინიდან 30 კმ–ში დაკითხეს და ჰიტლერის პროთეზის დახატვა სთხოვეს. გამომძიებელი ნახატით გვერდით ოთახში გავიდა და მალევე დაბრუნდა.

image"ემთხვევა", – უთხრეს მას. ამის შემდეგ, ექიმს ჰიტლერის პროთეზი და მისი ქვედა ყბა აჩვენეს... და მან დაადასტურა, რომ ის ნამდვილად ჰიტლერს ეკუთვნოდა. დიქტატორის ცხედარი კეტე ჰეუზერმანმაც ამოიცნო და ნანახის გამო, 11 წლით გულაგში გაგზავნეს.
მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ დამწვარი ცხედარი ნამდვილად გერმანიის ფიურერს ეკუთვნოდა, ბერიას და სტალინს აცნობეს, რომ ჰიტლერი ნაპოვნი იყო. მაგრამ ეს ინფორმაცია საიდუმლოდ დარჩა და წლის მანძილზე, ჰიტლერის ძებნა, მთელს მსოფლიოში გრძელდებოდა... ხოლო სტალინი, თავის მოკავშირეებს საყვედურობდა, რომ თითქოს, ჰიტლერი მათთან იმალებოდა. ამიტომ, 1991 წელამდე, ვიდრე ამ საქმესთან დაკავშირებით, დოკუმენტები არ გასაჯაროვდა, ბევრს სჯეროდა, რომ ჰიტლერი არგენტინაში იმალებოდა.

სინამდვილეში კი, ჰიტლერის ცხედარი დიდი პოლიტიკური ეპოქის – "ცივი ომის" ნაწილი გახდა. ხილო, რაც შეეხება მის საფლავს, არსებული ინფორმაციით, ის სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მაგდებურგის (ყოფილი გდრ) ბაზის ტერიტორიაზე იყო. 1970 წ. უსახელო საფლავიდან ჰიტლერის და ევა ბრაუნის ნეშტი, უსაფრთხოების ოფიცრებმა ამოთხარეს, დაწვეს და კანალიზაციაში ჩაყარეს.


imageარხის სხვა სიახლეები:


* სტალინი: "ვიცოდი, რომ ომი დაიწყებოდა, მაგრამ"...

* უცხოპლანეტელები და კაცობრიობის ცივილიზაცია

* გაიცანით გომბეშო, რომლისაც კაციჭამია ნიანგებსაც კი ეშინიათ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
809
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
809
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0