სხვა მასების მართვის 10 მეთოდი, რომლებსაც ხელისუფლება აქტიურად იყენებს 3 ივნისი, 14:47 ბევრმა ადამიანმა არც იცის, რამდენად დიდი გავლენა აქვს მათზე მთავრობას. როგორც წესი, ეს ხდება შეუმჩნევლად, ცნობიერებაზე მანიპულირების გზით.
გიამბობთ, მანიპულირების რა მეთოდებს იყენებენ ყველაზე ხშირად ხელისუფლებაში. დაკვირვების ავტორია ამერიკელი ენათმეცნიერი, პუბლიცისტი და ფილოსოფოსი ნოამ ჩომსკი. ყურადღების გადატანა ყურადღების გადატანა ერთ–ერთი უმარტივესი და ეფექტური მეთოდია მასების სამართავად, რომელსაც მთავრობა აქტიურად იყენებს. ეს ხდება ხალხისთვის უმნიშვნელო მესიჯების მუდმივი მიწოდებით. მათზე გადართვით, ხალხი აღარ აქცევს ყურადღებას მნიშვნელოვან პრობლემებს და „ზემოდან“ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ არის ზოგჯერ მედია სავსე სათაურებით მეცნიერების საეჭვო მიღწევების შესახებ, სიახლეებით შოუბიზნესის სამყაროდან, სპორტიდან, მისტიკიდან და ა.შ. ამ დროს კი ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდება. მაგრამ „ზევით მყოფმა ხალხმა“ გადაწყვიტა, რომ მათი განხილვა არ ღირს, ამიტომ საინფორმაციო სააგენტოებს დაავალეს მკითხველის ყურადღების გადატანა. დანაშაულის გრძნობის გამოწვევა ხალხზე მანიპულირების კიდევ ერთი ეფექტური მეთოდია დაარწმუნოთ, რომ თავად არის უსიამოვნებების მიზეზი, აგრძნობინოთ თავი დამნაშავედ, საკუთარი თავის სიძულვილიც. შედეგად, აქციებზე გამოსვლის, მთავრობის ქმედებებზე უკმაყოფილების გამოხატვის ნაცვლად ხალხი თვითგვემას იწყებს, რადგან თვლის, რომ მათი გაუგებრობა შეზღუდული აზროვნების შედეგია. რეაქციის მოლოდინი ხანდახან ხელისუფლება მიზანმიმართულად ქმნის გარკვეულ პრობლემებს და ხალხს „აყრის“. მიზანია მოსახლეობაში მძაფრი რეაქციის გამოწვევა, რათა თავად ხალხმა მოითხოვოს პრობლემის მოგვარება, რაც, თავის მხრივ, მომგებიანი იქნება ხელისუფლებისთვის. ეშმაკურია! მაგალითად, შეგიძლიათ გაზარდოთ ძალადობის დონე ქალაქში, რომ მოქალაქეებმა მოითხოვონ კანონი უსაფრთხოების ზომების გასამკაცრებლად. ან ხელოვნურად შექმნათ ეკონომიკური კრიზისი, რომ მისი შედეგების აღმოსაფხვრელად ხალხი მზად იყოს საკუთარი კომფორტის შესაწირად. ხომ იცით, რომ კრიზისი თავისთავად არ იბადება? საზოგადოების ინფანტილიზაცია მანიპულირების ძალიან საინტერესო ინსტრუმენტი, რომელსაც სხვა მეთოდებთან კომბინაციაში შეუძლია გახადოს მოსაუბრე ყოვლისშემძლე. არსი მდგომარეობს საზოგადოების ინფანტილიზაციაში. მისი სიტყვებით, ჟესტებით და დეტალური ახსნა–განმარტებით თითქოს თანამოსაუბრეს ეუბნება: სულელი ხარ და ლოგიკური აზროვნება არ შეგიძლია. აღსანიშნავია, რომ რაც მეტად სჭირდება საზოგადოების შეცდომა შეყვანა, მით უფრო ინფანტილური იქნება პროპაგანდისტის გამოსვლა. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც ადამიანს მიმართავ ბავშვივით, მისი რეაქცია კრიტიკულ შეფასებას მოკლებული იქნება. ეს კი ძალიან მოსახერხებელია, როცა საჭიროა ინფორმაციის მიწოდება რომელიც ხალხისთვის ნაკლებად მოსაწონი იქნება. მოქალაქეების დებილიზაცია თუ ინფანტილიზაცია მეტ–ნაკლებად პასიურად ხდება, ამ შემთხვევაში ხელისუფლება იყენებს კონკრეტულ ქმედებებს და შეზღუდვებს. მაგალითად, ზღუდავს განათლების ხელმისაწვდომობას დაბალი ფენის წარმომადგენლებისთვის, ხოლო „ელიტა“ სრულად იღებს ხარისხიან განათლებას. ტყუილად ხომ არ არსებობს სკოლები და ლიცეუმები, სადაც მოხვედრა მხოლოდ მდიდარ და გავლენიან ადამიანებს შეუძლიათ. სავარაუდოდ, მაშინაც კი, თუ საკმარის თანხას შეაგროვებთ, რომ შვილი იქ სასწავლებლად გაგზავნოთ, უარს გეტყვიან. როგორც წესი, მსგავს დაწესებულებებში ხვდებიან მხოლოდ „რჩეულები“, რომელთა წრე სადღაც ზევით ყალიბდება. თანდათანობითი დანერგვა თუ საჭიროა რაიმე უკიდურესად არაპოპულარული ღონისძიების განხორციელება. უმჯობესია ამის გაკეთება ეტაპობრივად. თანდათანობითი დანერგვა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი რჩება ან მინიმალურ რეაქციას იწვევს. მაგალითად, ზოგიერთი სახელმწიფო დღითიდღე, წლიდან წლამდე ახორციელებს პრივატიზაციის დანერგვას, ხელფასების შემცირებას, გადასახადების გაზრდას, სამუშაო ადგილების შემცირებას და ა.შ. ეს ყველაფერი ერთ დღეს რომ მომხდარიყო, მასობრივი პროტესტის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა. რევოლუციაც კი შეიძლება მომხდარიყო. აქცენტი ემოციებზე ადამიანი ძალიან ემოციური არსებაა. ხშირად გადაწყვეტილების მიღებისას ვხელმძღვანელობთ არა გონებით, არამედ ემოციებით. სწორედ ამიტომ, ხელისუფლება ამ „სისუსტეს“ იყენებს ხალხის ცნობიერების სამართავად. გაიხსენეთ, რა ემოციებს განიცდით, როდესაც კითხულობთ გულისამაჩუყებელ ისტორიებს ღარიბი აფრიკელი ბავშვების შესახებ, ავიაკატასტროფის შედეგებზე და სხვა საშინელ მოვლენებზე. ამ წუთებში რაციონალურად ვერ ფიქრობთ მომხდარის მიზეზებზე, რადგან სხვადასხვა გრძნობებით სავსე ხართ. აღსრულების ვადის გადაწევა ყოველთვის ადვილია არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება მომავალში, სასურველია შორეულ მომავალში მისი განხორციელების გამოცხადებით. დაგვეთანხმეთ, რომ „ორ წელიწადში გაზის ფასი გაიზრდება“ ბევრად უკეთ ჟღერს, ვიდრე „გაზის ფასი გაიზრდება“. აღსრულების გადადება ხალხს უქმნის დროებითი სიმშვიდის ილუზიას, იმედს, რომ „რაღაც შეიცვლება“ და მტკივნეულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. გარდა ამისა, ხალხი თანდათან ეგუება ცვლილებების აზრს და საბოლოოდ მარტივად იღებს. მოდა საშუალოობაზე მედიის დახმარებით ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ თანამედროვე სამყაროში იყო სულელი, საშუალო, ცოტა უცნაური, უზნეო და ვულგარული ძალიან მოდურია. ყოველდღე ვხედავთ სიახლეებს ცნობილი ადამიანების გამოხტომებზე, სხვადასხვა სკანდალების, ჯადოქრობის შესახებ. ასე ცნობიერების გაფართოების, რაიმე სასარგებლო ინფორმაციის მიღების შანსს გვართმევენ. როცა უფრო ჭკვიანები გავხდებით, უკეთ გავიგებთ, რა ხდება გარშემო. ეს კი არავის სჭირდება. ადამიანის ბუნების გაგება ნებისმიერი ამ მეთოდის გამოსაყენებლად კარგად უნდა გესმოდეთ ადამიანის ბუნება, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, მისი ტვინის მუშაობა და ემოციების ზეგავლენა მასზე. და ვინ იცის ეს უკეთ, ვიდრე „ელიტის“ წარმომადგენლებმა, რომლებსაც ხელთ აქვთ ათობით სამეცნიერო კვლევის შედეგები ფსიქოლოგიის, ბიოლოგიის და ნეირობიოლოგიის სფეროებიდან. 169 1-ს მოსწონს |