x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ქმარზე გაბრაზებულმა ცოლმა არყის ნაცვლად მას, ძმარი დაუდგა სუფრაზე და საიქიოში "გაამგზავრა"

image
ალკოჰოლის მოხმარება ძალიან ბევრ ქვეყანაშია მიღებული, საქართველოში სუფრის უზარმაზარი ტრადიციაც გვაქვს, მაგრამ იშვიათია ქართული ოჯახი, სადაც ქმარი და ცოლი დღესასწაულის გარდა ერთად სვამდეს, მით უფრო არაყს.

რუსეთში დალევის ნიადაგზე ტრაგედია დატრიალდა პეტერბურგის ოლქში. რიტა 54 წლის ქმართან დენისთან ერთად სამზარეულოში არაყს სვამდა, რა დროსაც შელაპარაკება მოუვიდათ. ქმარი საპირფარეშოში გავიდა, რიტამ კი სუფრიდან არაყი აიღო და ქმარს სუფრაზე არყის ჭიქა ძმრის კონცენტრატით შეუცვალა, თან მაცივრიდან ძმრის ძლიერმოქმედი კონცენტრატის ბოთლიც გამოიტანა და მაგიდაზე დადგა, თავად კი დასაძინებლად წავიდა.

საპირფარეშოდან გამოსულმა მთვრალმა დენისმა ჭიქის ნაცვლად, რატომღაც ბოთლი აიღო (ალბათ რიტაზე გაბრაზებულმა) და "ზალპით გადაუძახა" ხახაში, რასაც მალევე მისი საშინელი ხმით ყვირილი მოყვა, დენისი რიტას დასახმარებლად ეძახდა, თან აუტანელი ტკივილისაგან იატაკზე გორავდა.

საკმაოდ შეზარხოშებულ რიტას ღრმად ეძინა და ქმრის ყვირილზე არც კი გაღვიძებია. დენისის უსიცოცხლო სხეული მისმა გერმა აღმოაჩინა, რომელმაც რიტა გააღვიძა და სასწრაფოც გამოიძახა, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მხოლოდ დენისის გარდაცვალება დააფიქსირა.


სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ძმრის კონცენტრატმა პრაქტიკულად გაანადგურა შინაგანი ორგანოები. დენისის გრმა განაცხადა, რომ როცა მამინაცვალი დაინახა მას პირიდან დუჟი და სისხლი გადმოსდიოდა.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დენისის სიკვდილი გამოიწვია ძმრის კონცენტრატის ჭარბი დოზის მიღებამ, რომელმაც მთელი შიგნეულობა გაუნადგურა, დენისი აუტანელი ტანჯვით გარდაიცვლებოდა.


სამართალდამცველებმა დააკავეს რიტა, რომელსაც არაწინასწარგანზრახულ, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში დასდეს ბრალი რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


წყვილს საერთო შვილი დარჩა, რომელთაც ალბათ სრულწლოვან ნახევარძმას დაუნიშნავენ მეურვედ.

რიტა, რომელმაც სასამართლოზე განაცხადა, რომ სურდა ქმარს გახუმრებოდა და წამითაც კი არ უფიქრია მოსალოდნელ შედეგზე, რომელმაც დენისი იმსხვერპლა.

image





0
175
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
175