x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მეცხრეკლასელმა მანიაკმა მეზობლის გაუპატიურების მცდელობით 4,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა "გაიჩალიჩა"

image
კრასნოდარის მხარეში სოფელ ვოლნოეში მოხდა 3 გაუპატიურების ფაქტი, როცა 30 წლიდან 45 წლის ასაკის ქალები უკნიდან მიპარვით გათიშეს და გააუპატიურეს, დამნაშავე კი დაუსჯელი დარჩა. ჩატარებულმა საგამოძიებო სამუშაოებმა შედეგი ვერ გამოიღო და საგამოძიებო ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ სოფელში მოქმედებდა "გასტროლიორი" მანიაკი, რომელმაც დიდი ალბათობით კარგა ხნის წინ დატოვა უკვე მოქმედების ზონა და სხვაგან გადაბარგდა, მიუხედავად ამისა სოფლის რწმუნებულ პოლიციელს მიეცა მითითება ფხიზლად ყოფილიყო.

საგამოძიებო ჯგუფის წავლიდან ზუსტად ერთ თვეში ანუ ორიოდე დღის წინ სოფლის მაღაზიისან ნაყიდი პროდუქტებით მიმავალ ანასტასიას სოფლის გზის განაპირას უკნიდან დაესხნენ თავს, რომელმაც ერთი ხელი პირზე ააფარა, ხოლო მეორე ხელით ყელზე წაუჭირა რამაც ანასტასიას გონების დაკარგვა გამოიწვია.
გონს მოსული 35 წლის ანასტასიას მონაყოლი ასეთია: "გონს, რომ მოვედი სახით მიწისკენ ვიყავი, ვიღაცა ზედ მაჯდა და ცდილობდა ჩემთვის შარვალი ჩაეხადა, რაშიც ჩემმა გრძელმა ნაქსოვმა მოსასხამმა შეუშალა ხელი. მე, როგორც კი მომეცა საშუალება კივილი დავიწყე, თან საშველად ვუხმობდი უმისამართოდ ყველას, ვისაც კი შეეძლო გაეგო ჩემი ხმა და მომშველებოდა. მოძალადე შეეცადა გავეთიშე ხელმეორედ და საფეთქელთან ახლოს მუშტი ძლიერად დამარტყა, საბედნიეროდ გონება არ დამიკარგავს და ყვირილი გავაგრძელე. მოძალადე გაიქცა, შევძელი თავის მიბრუნება და ტანსაცმლით და სიარულის მანერით ჩემი შვილის კლასელი ვიცანი, რომელთან ერთადაც დადიოდა ჩემი შვილი რაიონში საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად, ისიც დავინახე თუ როგორ გაეკიდა ჩემი მეზობელი ბიჭს და გონება დავკარგე, გონს მოსულს უკვე სამედიცინი ბრიგადა მიწევდა სოფლის ამბულატორიაში დახმარებას".

სოფელმა უბნის რწმუნებულს დაურეკა, მანამდე კი სახლში ჩაკეტილი ბიჭის გარეთ გამოყვანა და დასჯა სცადეს, მაგრამ კარი ვერ შეამტვრიეს, თან პოლიციელიც მოვიდა. მის მოსვლამდე ბიჭი ბოლო ხმაზე ყვიროდა: " ამ ერთხელ მაპატიეთ, მეტჯერ არ ვიზამ, მე მხოლოდ მინდოდა, როგორც ქალს მოვფერებოდი გაუპატიურება აზრადაც არ მომსვლიაო.
ამასობაში მოზარდის მშობლებიც მოვიდნენ, რომლებმაც თავად გამოუყვანეს რაიონიდან მოსულ პოლიციელებს და სოფლის რწმუნებულს შვილი. როცა გაიგეს თუ რა დააშავა მათმა შვილმა, მამამ გამეტებით დაარტყა მუშტი, დედამ კი უყვირა: "შენი ასაკის გოგონები არ გეყო დედისტოლა ქალს, რომ არ დასხმოდი თავს" (ასეთი დედის გაზრდილი კიდევ კარგი უარესს არ ჩადიოდა ეს ლაწირაკი).
ალექსანდრე რაიონში გადაიყვანეს დროებითი დაკავების საკანში. ადრე გაუპატიურებული 3 ქალის ტანსაცმელზე სწორედ მისი "დნმ" აღმოჩნდა.
ალექსანდრეს 14 წელი შესრულებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც მინიმალური 4, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა გარანტირებული აქვს, ესეც არაფერი. ციხის პატიმრებში მოძალადეები და მანიაკები ისეთ დღეში ყავთ, სიკვდილი ჯობია ისეთ ყოფას.

ეს კი 14 წლის მოზარდის მსხვერპლი, 35 წლის ანასტასია, რომელიც ასე გამოიყურება მანიაკის თავდასხმის შემდეგ.

0
323
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
323