კანადელმა მსახიობმა შარლოტა არნოლდმა ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს გაუპატიურებაში დასდო ბრალი
25 წლის კანადელმა მსახიობმა შარლოტა არნოლდმა ოფიციალურად უჩივლა ცნობილ ფრანგ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს და მას ძალადობრივი გზით გაუპატიურებაში დასდო ბრალი.
ჟერარ დეპარდიე და შარლოტა დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს, მეტიც შარლოტას მამა და დეპარდიე დიდი ხნის მეგობრები არიან.
"ჟერარი მეხმარებოდა კარიერის შექმნაში, მან მირცია მევლო მასთან სახლში, სადაც მასწავლიდა მსახიობისათვის აუცილებელ თვისებებს. მეც მივედი და პირველივე მისვლისას მთვრალმა დეპარდიემ გამაუპატიურა"-განაცხადა 25 წლის შარლოტამ.
შარლოტას თქმით დეპარდიეს მხრიდან ძალადობაზე არავისთან უსაუბრია, მან მომხდარ ფაქტზე ეგრევე აცნობა ჟანდარმერიას, თუმცა ჟანდარმერიამ საქმე მალევე დახურა მოტივით, რომ გამოძიებისათვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა საქმეში.
შარლოტამ ამჟამად საჩივარი სასამართლოში შეიტანა დეპარდიეს წინააღმდეგ, სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და გამოძიებაც დაწყებულია.
"მე არ შემიძლია ვიარო უზარმაზარი შინაგანი ტკივილით რომელიც მამის მეგობარმა მომაყენა" - განუცხადა მედიის და პრესის წარმომადგენლებს კანადელმა მსახიობმა.
რამდენიმე წლის წინ დეპარდიეს უკვე სხვა ქალი დებდა ბრალს გაუპატიურებაში, მაშინ ფეპარდიემ საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადა დაზარალებულს, რომელმაც საჩივარი უკანვე გამოიტანა და საქმეც დაიხურა.
როგორც ჩანს ლოთობისაკენ მიდრეკილ დეპარდიეს ახალი მიდრეკილებაც გაუჩნდა-ძალადობრივი გზით ქალების გაუპატიურება.
თავის მხრივ დეპარდიე აცხადებს, რომ მას კანადელ მსახიობზე არ უძალადია.
"მე ცამდე მართალი ვარ და არაფრის მეშინია" - განაცხადა დეპარდიემ.
ყველაფერს კი გამოძიება დაადგენს და სასამართლო გამოიტანს განაჩენს.
ისე კი დეპარდიეს ძალადობრივი ქმედება თუ დაუმტკიცდა ალალია მასზე ციხეში გამომწყვდევა, რადგან შარლოტას კვალდაკვალ უკვე დეპარდიეს ძალადობაში შინამოსამსახურე ქალმაც დასდო ბრალი.
ესეც შარლოტა არნოლდი, კანადელი მსახიობი.