x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
გადაღებებზე ქალებისათვის ხელების მოფათურების გამო შესაძლოა დეპარდიე 5 წლით მოხვდეს ციხეში

image
ჟერარ დეპარდიეს ალკოჰოლი და ქალები, რომ უყვარდა და უყვარს, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, მაგრამ ამ ასაკშიც, რომ ვერ მოიშალა ოინბაზობა და გადასაღებ მოედანზე ქალებს სექსუალურად, რომ ავიწროვებდა და უნებართვოდ უფათურებდა ხელს, ამიტომაც აქვს სასამართლოში სასამართლო განხილვები მის "საქმენი საგმირონზე".

ამჟამად ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს ორი ქალი უჩივის, გადასაღებ მოედანზე სექსუალური ხასიათის ძალადობის გამო ანუ ეს უკვე ასაკში შესული ჟერარი ხელებს უფათურებდა აღნიშნულ ქალებს.
ამგვარი ქმედების გამო დეპარდიეს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუ მას აღნიშნული ქმედება დაუმტკიცდა. გარდა ამისა მასვე დაეკისრება 75 000 ევროს გადახდა ჯარიმის სახით.
ცნობილი ფაქტია, რომ დეპარდიე საკმაოდ "წუწურაქია" და როცა ადვოკატისაგან მოსალოდნელ განაჩენზე და ჯარიმაზე გაიგო აყვირდა, როგორ თუ ამხელა ჯარიმას დამაკისრებენო!

პარიჟში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დეპარდიე არ გამოცხადდა-"ის განსაკუთრებით ცუდ ხასიათზეა და ძალიან ცუდად გრძნობს თავს, რადგან თვლის, რომ მას ბრალს უსამართლოდ და არასწორად უყენებენ, რადგან მისი თქმით ამგვარი ქმედება მას არ ჩაუდენია"-განაცხადა სასამართლოზე დეპარდიეს ადვოკატმა ჯერემი ასუმ.

დეპარდიეს არაერთხელ დასდეს ბრალი სექსუალური სახის ძალადობაში, მას შარშან ერთბაშად 14 ქალი უჩიოდა-მსახიობები, სტატისტები, ვისაჟისტები და ჟურნალისტიც კი, რომელმაც დეპარდიესგან ინტერვიუ აიღო.
მაშინ პარიზში ხელისუფლების პოლიტიკის საწინააღმდეგო არეულობები იყო და დეპარდიესთვის არავის სცხელოდა, მაგრამ ახლა წარსულიც გაუხსენეს და არავინ იცის, გადაურჩება ციხის საკანს ცნობილი მსახიობი თუ არა.
თავად დეპარდიე ყველაფერს უარყოფს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს.


0
122
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
122