x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკის შტატებში მორიგი მასწავლებელი ქალის დაკავება მოხდა მოსწავლეებთან სექსუალური ურთიერობის გამო და მას 30 წლამდე სასჯელი ემუქრება

image მორიგი სკანდალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მორიგ მასწავლებელ ქალს ასამართლებენ საკუთარ მოსწავლეებთან სექსუალური კავშირის გამო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი იუტას შტატში დააკავეს 36 წლის პედაგოგი ქალი ბრიანა ალტისი, რომელსაც ბრალად წაუყენეს სამი მოსწავლის "გარყვნა", საუბარია 16 და ჩვიდმეტი წლის სამ ბიჭთან სექსუალურ ურთიერთობაზე. ბრალდებულს საკმაოდ მკაცრი სასჯელი ემუქრება–30 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
საქმის მასალების მიხედვით, ბრიანამ აღიარა სამი მოსწავლის "გარყვნა". ინგლისური ენის მასწავლებელმა ეს დანაშაული 2013 წელს ჩაიდინა, თუმცა მაშინ მის მიმართ საქმე არ აღუძრავთ და პედაგოგი თავისუფლებაში იმყოფებოდა, მანამ სანამ ის ხელახლა არ იქნა შემჩნეული მოსწავლეებთან ინტიმურ ურთიერთობაში.
ბრალდებულის ადვოკატები ცდილობენ დაცვა ააგონ ბრალდებულის მძიმე ოჯახურ პრობლემებზე (პედაგოგს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა მეუღლესთან) და მის დამცირებულ მდგომარეობაში ყოფნაზე, ასევე მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზემოთ აღნიშნულის გამო.
ჩვენების მიცემის დროს ბრიანა ატირდა და ბიჭების მშობლებს და ნათესავებსაც ბოდიში მოუხადა მისი საქციელის გამო, რომელიც მისი მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ყოფნით ახსნა.
თუმცა ბიჭების მშობლებმა მისი გულახდილი აღიარება და ბოდიშები არ მიიღეს. პირიქით ერთერთმა მშობელმა შემდეგი სიტყვებით მიმართა ბრიანას: თქვენ წარმოდგენაც კი არა გაქვთ თუ როგორი ტკივილი მიაყენეთ ჩემს ბიჭს, თქვენ ასეთი საქციელით ტკივილი მიაყენეთ ამ ბიჭებს, თქვენ ხომ მასწავლებელი იყავით მათთვის.
თუმცა ერთერთმა ბიჭმა დაუფარავად განაცხადა: მე არ ვთვლი რომ ბრიანა დამნაშავეა, ბრალდება მის მიმართ სასაცილოც კია, რადგან ჩვენს შორის ურთიერთობა მოხდა ორმხრივი თანხმობით და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად ის არ იმსახურებს ციხეში ყოფნას.
image






















7
1029
18-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1029
  
2016, 9 ოქტომბერი, 20:56
ერთერთი მოსწავლე–პარტნიორი ბიჭის მამამ. :((
2016, 9 ოქტომბერი, 17:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 9 ოქტომბერი, 17:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი საბ დეკანოიძე-ის კომენტარზე
2015, 27 სექტემბერი, 15:08
მე თანახმა ვარ....ნეტა გამრყვნიდეს ...... დიდი სიამოვნებით შევაცდენინებდი თავს ამ ქალს
2015, 10 ივლისი, 16:30
საქართველოში ბიჭები ოცნებობენ :D :D :D
0 1 7