მართალია გვიან, მაგრამ სამართალმა მაინც იზეიმა. 30 წლის წინ 1994 წელს სერგეი სმაგინმა და ვალერი მარკოვმა გაიგეს, რომ მათ მეზობლად ვლადივოსტოკში ნიკიფოროვის ქუჩაზე ახალგაზრდა წყვილი ყიდდა ბინას.
სმაგინმა და მარკოვმა ბინის მფლობელ წყვილთან მოიპოვეს ნდობა, ბინის დათვალიერებისას აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, წყვილს დაურეკეს და სთხოვეს: "ბინაა ფარეხი ხომ არაა და თქვენი ნებართვით კიდევ ერთხელ მოვალთ სანახავადო", ახალგაზრდებმა დადებითი პასუხი გასცეს. ბინის სანახავად მისულმა სმაგინმა და მარკოვმა ბავშვებს ტკბილეულიც მიუტანეს და განუცხადეს, რომ სმაგინი მარკოვის ნახევარძმა იყო და სურდა ერთ უბანში ეცხოვრათ.
მოიპოვეს რა წყვილის ნდობა, მესამე მისვლაზე ოჯახს მიუტანეს დასახელებული თანხა, მერე კი წავიდნენ და ბინა ოფიციალურად გადაიფორმეს.
ბინაში ბინის ყივის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაბრუნებულებმა ჯერ 28 წლის ოჯახის უფროსი მოკლეს, მერე მისი 26 წლის ორსული ცოლი. არც 7 წლის გოგონა და 2 და 1 წლის ბიჭები დაუნდიათ, მაყუჩიანი იარაღით ჩაცხრილეს მთელი ოჯახი.
გვამეფი დაანაწევრეს, ღამით გაიტანეს და დიდ ორმოში დამარხეს. ბინის გაწმენდის შემდეგ კი ბინა გაყიდეს, თუმცა ერთი "იაღლიში" მაინც მოუვიდათ-ბინის საფასურად გადახდილი ფული ბინის გადაფორმებიდან დაბრუნებულებმა ვერსად ვერ ოპოვეს, ეტყობა ჭკვინმა ქალმა მოზრდილი თანხა ან სამალავში გადამალა ან ვინმე ახლობელს ანდო შესანახად.
სმაგინმა და მარკოვმა "ტოიოტა" იყიდეს ბინის გაყიდვის შემდეგ და გადაწყვიტეს ბევრად ძვირად გაეყიდათ ნოვოსიბირსკში, მაგრამ გზაზე მაღალი სისწრაფით მიმავლებს მანქანა მოუცურდათ და ისე დაამტვრიეს, მხოლოდ 300 დოლარად გაყიდეს.
30 წლის შემდეგ 56 წლის სმაგინი სულ სხვა საქმეზე დააკავეს, გამოძიების მსვლელობისას კი მოხერხებულმა გამომძიებელმა ძველ დანაშაულზეც აალაპარაკა და მალე სმაგინს მარკოვიც გვერდით მიუსვეს.
სასამართლომ ოჯახის წინასწარგანზრახვით ამოწყვეტის გამო ორივეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისათვის განკუთვნილ "თეთრ გედლში" განწესებით. არცერთ მათგანს არც გასაჩივრების უფლება აქვს და არც შეწყალების იმედი უნდა ჰქონდეს, რადგან სასამართლოს ვერდიქტში ჩაიწერა ამ თემაზე ყველაფერი, რაც ორივე პატიმარს მომავლის იმედს უზღუდავდა.