x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„როდის წავლენ ცუდი კაცები, რომ მერე მიშა მოვიდეს სახლში?“ – ელის მარია სააკაშვილი
image

.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მისი და სოფო ნიჟარაძის პატარა ქალიშვილის, ელის მარია სააკაშვილის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც კადრებიდან ირკვევა, ვიდეოს უსაყვარლეს გოგონას მომღერალი სოფო ნიჟარაძე უღებს. ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და ბევრი რეაქცია მოჰყვა. ელის მარია ითხოვს ცუდი კაცები მთავრობიდან წავიდნენ და მიშა სახლში მივიდეს.



„როდის წავლენ ცუდი კადები, რომ მიშა მოვიდეს სახლში?“- ეკითხება ელის მარია დედას.

.

გინდა, რომ მიშა მოვიდეს შენთან? რატომ? – ეკითხება სოფო, რაზედაც გოგონა პასუხობს, რომ ენატრება და უნდა, რომ მიშას თავისი საჩუქრები დაათვალიერებინოს.

.

შეგახსენებთ, პანდემიის დროს მიხეილ სააკაშვილისგან სოფო ნიჟარაძემ ქალიშვილი გააჩინა. ორსულობა და მშობიარობა მან მთლიანად საზღვარგარეთ გაატარა, ამიტომ ეს ფაქტი განსაკუთრებულად იმალებოდა. მხოლოდ მაშინ დადასტურდა, რომ მათ საერთო შვილი ჰყავთ, როცა მომღერალი სოფო ნიჟარაძე თბილისში საცხოვრებლად დაბრუნდა და სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს ბავშვის აეროპორტში მისი გვარი გაირკვა, მალევე სოფო ნიჟარაძემ აღიარა, რომ ელის მარია მიშასგან ჰყავს და ის სწორედ მის გვარს ატარებს. საახალწლო გადაცემაში სიმღერისას კი ნიჟარაძემ ბავშვი ეკრანზეც გამოაჩინა და მასთან ერთად იმღერა.

0
84
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0