საზოგადოება ედიშერ გვენეტაძე “ტვ პირველს”: „ბავშვი შევიდა კერძო შენობაში, ე.წ „დოქებში“, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა“ 29 იანვარი, 17:32 ![]() “ტვ პირველი” თქვენ სისხლს მოწყურებულო, ტრაგედიით მოსარგებლე ნაძირლებო! ბავშვი შევიდა კერძო შენობა-ნაგებობაში, კერძოდ ეგრეთწოდებულ “დოქებში”, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა. რატომ წერთ ამხელა ტყუილს, რატომ წერთ რომ თხრილში ჩავარდა და ეს რიყის პარკში მოხდა? ღმერთის მაინც არ გეშინიათ? ვიზიარებ ოჯახის უდიდეს მწუხარებას”, – წერს ედიშერ გვენეტაძე. . თბილისის მერიის განცხადებაგვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა.
.
გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.
სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის.
.
უბედურ შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.
.
ტვ პირველი წერს, რომ რიყის პარკში, მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გომელაურუს უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
.
რიყის პარკში მერვე კლასის მოსწავლე ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. შემთხვევა შაბათს მოხდა. თვითმხილველების მონაყოლის მიხედვით, თხრილი წყლით და ტალახით იყო სავსე.
.
ჩემი ბიჭი ჩემი დიდი ფრთა იყო. ძალიან მძიმე (პირობებში) გავზარდე - ქირიდან ქირამდე. ამბობდა, ეს არის ცხოვრება? - ჩემი ოთახი არ მაქვს...
პატარები (გარდაცვლილის მეგობრები) დაიბნნენ და ვერაფერი უშველეს. ყვიროდა, დამეხმარეთო.
დოქებთან (რიყის დოქებთან) 3 მ-მდე წყალი იყო დამდგარი. ბავშვები მიყვებიან, რომ ჩავარდაო. თვითონაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან - ფსიქოლოგებთან დაჰყავთ, მის თვალწინ, (ერთ-ერთი მეგობრის) ბავშვობის მეგობარი დაიღუპა.
მეც დაბნეული ვარ, ძალა არ მაქვს, ძალიან მეცოდება ჩემი ბიჭი, არ ვიცი, ვის უნდა დავაბრალო. აი, ვის უნდა ვუთხრა - გამგეობა, მერია, ვინ არის პასუხისმგებელი - ჩვენი ქალაქის მერი, იმედი მაქვს, კახა კალაძე ამ სიტუაციას ყურადღებას მიაქცევს. ამ ქალაქში შიშით ვარ"- აცხადებს გარდაცვლილის დედა.
66 შეფასება არ არის
|