x
image
Yoona
Mediator image
14 იშვიათი სახეობის ცხოველი, რომელთაგან პლანეტაზე 100–ზე ნაკლები ინდივიდია დარჩენილი
ამჟამად ჩვენს პლანეტაზე მრავალი სახეობის ცხოველია, რომელთა პოპულაცია სწრაფად მცირდება. ზოგჯერ აღწევს ისეთ კრიტიკულ ზღვარს, რომ ამ რიცხვების ნახვა უბრალოდ მტკივნეულია. ხანდახან გვეჩვენება, რომ ეს ვიღაცის მწარე ხუმრობაა. სამწუხაროდ, ასე არ არის.



image



ასეთი სამწუხარო ტენდენცია შეინიშნება მრავალი მიზეზის გამო. ეს მოიცავს ცხოველთა ჰაბიტატების დაკარგვას ტყეების გაჩეხის, ბრაკონიერობის, კლიმატის ცვლილების და ადამიანის მრავალი სხვა ზემოქმედების გამო. ამ დაუცველი სახეობების შენარჩუნება კრიტიკული მნიშვნელობის საკითხად იქცევა, რადგან მათზე დამოკიდებულია დედამიწის ბიომრავალფეროვნება.



ქვემოთ წარმოდგენილია ცხოველების ფოტოები, რომელთა რაოდენობა, სამწუხაროდ, რამდენიმე ათეულ ინდივიდამდე შემცირდა.



კალიფორნიული ზღვის ღორი


image

ინდივიდების რაოდენობა: 30



წითელზურგიანი ხის ვირთხა

image

ინდივიდების რაოდენობა: უცნობია



ეს სახეობა მე–19 საუკუნეში გადაშენებულად ითვლებოდა. 2011 წლის მაისში ხის ვირთხა პირველად 113 წლის განმავლობაში დააფიქსირეს ორმა ბიოლოგმა, რომლებიც კვლევას ატარებდნენ. ამ ერთი დაკვირვებით შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, რამდენი ვირთხა არსებობს, მაგრამ, სავარაუდოა, რომ სულ მცირე რამდენიმე ათეული ინდივიდი არის. ამ აღმოჩენის წყალობით ვირთხამ გაშენებულთა სიიდან გადმოინაცვლა გადაშენების პირას მყოფთა სიაში.



რბილტანიანი კუ რაფეტუს სვაინო

image

ინდივიდების რაოდენობა: 3



თეთრი მარტორქა

image

ინდივიდების რაოდენობა: 2



ჰაინანის გიბონი

image

ინდივიდების რაოდენობა: 25–ზე ნაკლები



მადაგასკარის ყურყუმელა

image

ინდივიდების რაოდენობა: 25



შორეული აღმოსავლეთის ან ამურის ჯიქი

image

ინდივიდების რაოდენობა: 57



იავური მარტორქა

image

ინდივიდების რაოდენობა: 58–68



ჯუჯა ზარმაცა

image

ინდივიდების რაოდენობა: 79



საოლა

image

ინდივიდების რაოდენობა: 30 –60



ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ამ უჩვეულო წყვილჩლიქოსნების რაოდენობა რამდენიმე ათეული კი არა, არამედ რამდენიმე ასეულია, რაც პოპულაციის გაზრდის შანსს იძლევა. იმედი ვიქონიოთ, რომ მათი ვარაუდები სწორია.



ფართოცხვირა ლემური

image

ინდივიდების რაოდენობა: 60



კუბის დიდი ღამურა

image

ინდივიდების რაოდენობა: 100–ზე ნაკლები



ტყის იბისი

image

ინდივიდების რაოდენობა: 30



ირავადის დელფინი

image

ინდივიდების რაოდენობა: 59–72



ამ და სხვა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვა მნიშვნელოვანი ამოცანაა. საბედნიეროდ, დღეს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები აქტიურად აკონტროლებენ სიტუაციას. დიდ ძალისხმევას იღებენ სხვადასხვა სახეობის ცხოველის შესანარჩუნებლად, ქმნიან ნაკრძალებს და ტყვეობაში გაშენების პროგრამებს.



ასევე დაგაინტერესებთ:

ისინი მის გარეშე მოკვდებიან: მამაკაცი ყოველდღე მწყურვალე ველურ ცხოველებს წყალს უზიდავს

არამიწიერი სილამაზე: მედუზას დღისთვის ამ წყალქვეშა ცხოველის საუკეთესო ფოტოები შეაგროვეს

სელფი ზვიგენთან: უშიშარი მყვინთავი ეგზოტიკურ ზღვის არსებებთან ფოტოებს იღებს

15 იმდენად იშვიათი ცხოველი, რომ მათი არსებობის დაჯერებაც კი გაგიჭირდებათ

20+ უცნაური ძაღლი, რომლებიც დიდი ხნით დაგმუხტავთ პოზიტივით


0
188
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
188